ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას 1-ლი ოქტომბრისთვის წარადგენს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
რომ გადახედოთ პოლიტიკურ სპექტრს, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელმაც საკადრო კუთხითაც სიახლე შესთავაზა საზოგადოებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მმართველი გუნდის კონკურენტებს განახლების რესურსი არ ჰქონდათ.
„არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს განახლების რესურსი და ეს ბუნებრივიცაა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამის რესურსი და ჩვენ მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ამისგან. არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი, მათ შორის პარლამენტში. პარლამენტი არის მთავარი კერა დემოკრატიის და აქ გვჭირდებოდა ჩვენ საკადრო გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში საკადრო პრობლემები ჰქონდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის სფეროში, ახალი პროპორციული სია კი ამ პრობლემებს აგვარებს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას ცესკოში 1-ლი ოქტომბრისთვის წარადგენს, გამსვლელი სიის დაახლოებით ნახევარს მოქმედი დეპუტატები წარადგენენ, მეორე ნახევარი კი ახალი სახეებით იქნება დაკომპლექტებული.
„მთლიანობაში განახლება იქნება ფუნდამენტური, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გააძლიერებს როგორც ჩვენ პოლიტიკურ გუნდს საქართველოს პარლამენტში, ასევე პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს“, - აღნიშნა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 11:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს
ჟურნალისტებმა მას პეტერ ფიშერის ინტერვიუს შეფასება სთხოვეს, სადაც ამბობს, რომ სასიამოვნო არაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უსამართლო კრიტიკას ისმენს.
22 მაისი 2026, 11:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ - აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს
მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ - აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის ამერიკელებს, პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრანსს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
22 მაისი 2026, 11:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ სხვებს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს
სამწუხაროდ კაია კალასი დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახეა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ სხვებს არ აზიანებს, არამედ აზიანებს თავად ევროკავშირსაც.
22 მაისი 2026, 11:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე: ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა
ეს აჩენს აღქმას, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. ის კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან. ის, რომ ამაზე რეაგირების ნაცვლად გვესმის ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამისთვის ძაღლები უნდა მიექსიათ ადამიანებისთვის და ხელკეტებით შემდგარიყვნენ, ეს რა თქმა უნდა არ არის დამაკმაყოფილებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოპენჰანგენში აქციის დარბევასთან დაკავშირებით.
22 მაისი 2026, 11:20
საზოგადოება
GCCA-მა ონლაინ მაღაზია „ხეირი ნახეს“, 22 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ნიკლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე“), 22 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა. საქმის წარმოებაში ჩართული მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი საქონლის მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.
22 მაისი 2026, 11:16
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში, ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს - ხალხს ახსოვს „თიბისი ბანკის ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში. ახლა საქართველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში
რამოდენა აჟიოტაჟი ატეხეს, თანაც პოზიტიური, ხაზარაძის მიერ ბრიუსელში ისტორიული შენობის და ვითომდა ქართული მულტიფუნქციური ცენტრის გახსნის გამო. არადა, მეუბნებიან რესტორანი იქნებაო. დაველოდოთ. გაირკვევა, - წერს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში.
22 მაისი 2026, 11:02
სამართალი
პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირის ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:53
მსოფლიო
ტეხასში ქალი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომლითაც ქალაქში წყლის ხარისხს აკრიტიკებდა და ამტკიცებდა, რომ წყლის მოხმარების შემდეგ ტრინიდადის მცხოვრებლები საავადმყოფოში გადაიყვანეს
აშშ-ის შტატ ტეხასში მცხოვრები ქალი, ჯენიფერ კომბსი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რომელშიც აცხადებდა, რომ ქალაქ ტრინიდადში წყლის მოხმარების შემდეგ მცხოვრებლები საავადმყოფოში მოათავსეს.
22 მაისი 2026, 10:50
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:47
რეგიონი
მდინარე ხობისწყალზე ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების - გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
22 მაისი 2026, 10:43
პოლიტიკა
მაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს
აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს, - ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის, სოციალურ ქსელში დაბადების დღის მილოცვის ფაქტს.
22 მაისი 2026, 10:29
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი ტრამპს პოლონეთში 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პოლონეთში 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
22 მაისი 2026, 10:24
რეგიონი
მესტიის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარსგურში საჯარო სკოლების მშენებლობას ასრულებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:22
საზოგადოება
ლანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.
22 მაისი 2026, 10:18
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:16
მსოფლიო
POLITICO: რუტე ნატოს მოკავშირეებს ამერიკული იარაღის ყიდვას სთავაზობს, რათა აშშ-მა მათ ზურგი არ შეაქციოს
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ახალი გეგმა შეიმუშავა, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს ზურგს არ შეაქცევს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:05
საზოგადოება
სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ საუკეთესო ეკო პროექტების სიაში შეიყვანა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust-ის „The Travel List Green List“-ში შევიდა. „The Travel Green List“ სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust ყოველწლიური, გლობალური პრესტიჟული რეიტინგების სიაა. ეს პროექტი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ იმ გამორჩეულ მიმართულებებს, ინიციატივებსა და ტურისტულ პლატფორმებს აერთიანებს, სადაც ეკომეგობრულ ტურიზმს ხელს უწყობენ.
22 მაისი 2026, 09:58
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რუსთავში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
22 მაისი 2026, 09:38
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ - ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად
უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
22 მაისი 2026, 09:32
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk-ის ტიპის სარაკეტო სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk-ის ტიპის სარაკეტო სისტემების მიყიდვა დაამტკიცა.


