imedi /  30 სექტემბერი 2020, 12:57 / სანდო წყარო

Middle East Institute: აფხაზეთის საზოგადოება და ელიტა აცნობიერებენ, რომ სეპარატისტულ სახელმწიფოს ცვლილებები სჭირდება

Middle East Institute კორონავირუსი

გამოცემა Middle East Institute აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „აფხაზეთი, საქართველო და კოვიდი - შესაძლებლობა კრიზისის შედეგად“.

„2020 წელს, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, კავკასიამაც მძიმე დარტყმა მიიღო კორონავირუსის პანდემიისგან. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში დაფიქსირდა სამხრეთ კავკასიის სამ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ქვეყანას შორის ყველაზე მეტი შემთხვევა, კიდევ ერთი რეგიონული ტერიტორია, სადაც პანდემიის შედეგები ყველაზე მასშტაბურად იგრძნობა არის აფხაზეთის სეპარირებული პროვინცია. საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ და პანდემიის გავლენამ ეკონომიკაზე მართლაც მძიმე ვითარება შექმნა აფხაზეთში, შესაძლოა ყველაზე უარესი, რის წინაშეც ის ამ საუკუნეში მდგარა. ამასთან, სწორედ ამ კრიზისის შედეგად გაჩნდა საქართველოსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების იშვიათი შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობამ ხელიდან არ უნდა გაუშვას”, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ოკუპირებული რეგიონის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„აფხაზეთი კვლავ გაღარიბებულია და რუსეთზე ძლიერ დამოკიდებული, მოწყვეტილი სამყაროსგან და თავისი რეალური სახის დაბრუნებისგან ძალიან შორს. აფხაზეთისთვის 2020 წელი მეტად რთული იყო. ეკონომიკური მდგომარეობა შეფასებულია, როგორც „კატასტროფული“. მხოლოდ ორი რამ აკავებს აფხაზეთის შერყეულ ეკონომიკას და ეს ფაქტორებიც კოლაფსს განიცდიან. პირველია რუსეთის სუბსიდიები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს და უკვე წლებია მცირდება. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის გამოთვლებით, 2020 წელს აფხაზეთს დაახლოებით 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება უნდა მიეღო, როდესაც ამ დახმარების ოდენობა 2012 წელს თითქმის 300 მილიონი დოლარი იყო. თუმცა ეს დახმარება მნიშვნელოვნად გადაიდო. როგორც აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აფხაზეთს 2020 წლისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილი „არანაირი“ დახმარება არ მიუღია. ამან ტერიტორიაზე მასიური მონეტარული კრიზისი გამოიწვია, საჯარო მოხელეებს კი თვეების განმავლობაში ხელფასები არ აუღიათ“, - წერია პუბლიკაციაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კრიზისის ნაწილის შესამსუბუქებლად, აფხაზეთის ხელისუფლებამ 1-ელ აგვისტოს ხელახლა გახსნა საზღვარი რუსი ტურისტებისთვის, თუმცა ეს ძვირადაც დაუჯდა, რადგან რეგიონში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა.

„აფხაზეთი აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთთან უფრო მეტ ინტეგრაციას, საქართველოს სხვა სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, რომლის ხელმძღვანელობას ღიად სურს რუსეთის ფედერაციაში შემადგენელი რესპუბლიკის სახით შესვლა. უფრო მეტიც, აფხაზური საზოგადოება დაღლილია მუდმივი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით, ქვეყნის ამჟამინდელი გეზის ფონზე კი გამოსავალი არ ჩანს. გაიზარდა ახალი თაობაც, რომელსაც ომი არ ახსოვს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ დღევანდელი ვითარება გაუსაძლისია და ცვლილება სურთ”, - წერს გამოცემა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კრიზისი ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას, დღევანდელი მდგომარეობა კი თბილისსა და სოხუმს შორის დიდი ხნის წინ შეჩერებული მოლაპარაკებების აღდგენის საშუალებაა. ავტორის თქმით, ამისთვის საქართველომ აფხაზეთს ​პანდემიასთან და მის შედეგებთან გამკლავების მიზნით დახმარების პაკეტის გაგზავნა უნდა შესთავაზოს. ავტორის თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მდგრადი პოზიტიური მხარეებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით არის კავშირში არსებულ კრიზისთან - სამედიცინო დახმარება. საქართველომ დიდი ხანია სამედიცინო დახმარება აფხაზეთის საზოგადოებასთან საურთიერთო პაკეტის ნაწილად აქცია, აფხაზეთის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურებით შეუძლიათ სარგებლობა საქართველოში.

„საქართველოს მთავრობამ ამ ექსპრესიული მიზნებისთვის ობიექტებიც კი ააშენა, მაგალითად, რუხის ახალი დიდი საავადმყოფო დე ფაქტო საზღვართან. საქართველომ უკვე უზრუნველყო აფხაზეთის სამედიცინო დახმარება პანდემიის ნახევარი წლის განმავლობაში. მარტში რუხის საავადმყოფოც გაიხსნა (პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ყველა, ვინც გადაკვეთს საოკუპაციო ხაზს ... მიიღებს დახმარებას”) და მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი ეწვია მას COVID-19-ის სამკურნალოდ. თანამშრომლობის კიდევ რამდენიმე მცირე შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითად, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ონლაინ-კონსულტაცია ჩატარდა ქუთაისის ექიმებსა და მათ აფხაზ კოლეგებს შორის. რუხის საავადმყოფოს გახსნის შემდეგ, რაც უკვე დიდი ხანია დაგეგმილი იყო, ძალიან ცოტა საზოგადოებრივი შეტყობინება იქნა გაცვლილი ორ მხარეს შორის და მცირედი მტკიცებულება იმისა, რომ აფხაზეთის (ან საქართველოს) მოსახლეობის უმეტესობამ იცის თანამშრომლობის შესახებ. საჭიროა უფრო ძლიერი სიგნალი. ამჟამად საქართველოს იშვიათი შესაძლებლობა აქვს დაიწყოს შეჩერებული მოლაპარაკებების მთელი პროცესი აფხაზეთთან. ამისათვის მან უნდა შესთავაზოს აფხაზეთს დახმარების პაკეტის გაგზავნა პანდემიასთან და მის შედეგებთან გამკლავებაში დახმარების მიზნით. თავად დახმარების შინაარსი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიეცეს. რაც მთავარია, დახმარების ეს შეთავაზება უნდა გაკეთდეს საჯაროდ, ღია ფორმით გადაეცეს აფხაზეთის მთავრობას, რათა გაამართლოს პრეზიდენტ ბჟანიას პოლიტიკურად სარისკო პოზიცია თანამშრომლობაზე და აფხაზ საზოგადოებას დაანახოს, რომ საქართველო მტერი კი არა, კეთილის მსურველია და მზად არის კეთილსინდისიერი თანამშრომლობისთვის”,- აცხადებს ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს მომენტი სამუდამოდ არ გაგრძელდება, პრეზიდენტი ბჟანია და მისი მინისტრთა კაბინეტი ფსონებს დებენ საქართველოზე ურთიერთთანამშრომლობის განახლებულ ნაბიჯზე, აფხაზეთში არსებული სავალალო სტატუს კვოს შეცვლის მიზნით, ნაბიჯზე, რომელიც სადავოა და უკვე წარმოშობს მნიშვნელოვან საშინაო უკუგებას ზოგიერთი სექტორის მხრიდან.

„საქართველოს მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მცირე ინტერესი გამოიჩინეს სოხუმში არსებული ვითარების მიმართ; თუ თვეების განმავლობაში პროგრესი არ იქნება, ბჟანიას შიდა ოპონენტებს უფრო გაუადვილდებათ, მისი აშკარად უიღბლო სურვილი შერიგებაზე მის წინააღმდეგ გამოიყენონ. ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოჩნდა, თუ როგორ დაშორდნენ მხარეები. დე ფაქტო საზღვრის განმეორებითი გრძელვადიანი ჩაკეტვა ზოგიერთ გამჭრიახ დამკვირვებელს აფიქრებს აფხაზეთის „ოსეთიზაციის“ საფრთხეების შესახებ; ეს არის ტერიტორიის თითქმის მთლიანი საერთაშორისო იზოლაცია და ჩვეული რუსული ბატონობა, რაც შემდეგ მოჰყვება. აფხაზეთისთვის დახმარების შეთავაზებამ შეიძლება დიდად შეცვალოს აფხაზეთის ახალი მთავრობისა და აფხაზი საზოგადოების წარმოდგენა თბილისის ზრახვებზე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთი არაფრით მიახლოებია მშობლიურ სახელმწიფოსთან რეინტეგრაციას, სტატუს კვოს კი კარგი არავისთვის მოუტანია. დახმარების მიზნობრივი შეთავაზება ხელს შეუწყობს აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტასა და აფხაზ საზოგადოებაში საქართველოსადმი კეთილგანწყობის დამყარებას და საფუძველს ჩაუყრის რეალურად შერიგების ინიცირებას”, - წერს გამოცემა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 21:00

კულტურა

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.

28 მაისი 2026, 20:53

საზოგადოება

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

28 მაისი 2026, 20:46

პოლიტიკა

განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.

28 მაისი 2026, 20:40

საზოგადოება

„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.

28 მაისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.

28 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.

28 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

სამართალდარღვევის სისტემურ პრობლემად წარმოჩენის მცდელობა - რისთვის იყენებს ოპოზიცია გორში მომხდარ ფაქტს და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. მყისიერი რეაგირების და მიმდინარე გამოძიების ფონზე, ოპოზიცია ერთი ფაქტის განზოგადებას და სისტემური პრობლემის წარმოჩენას ცდილობს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი

ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

28 მაისი 2026, 20:16

სამართალი

გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ექვსი პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა“ მის მამიდას ესაუბრა.

28 მაისი 2026, 20:04

მსოფლიო

ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.

28 მაისი 2026, 19:56

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

28 მაისი 2026, 19:55

ეკონომიკა

ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დავით სონღულაშვილი

28 მაისი 2026, 19:40

საზოგადოება

„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 19:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!

ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 19:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს

ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 19:31

პოლიტიკა

პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

28 მაისი 2026, 19:30

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს

დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.

მანანა მგალობლიშვილი

28 მაისი 2026, 19:25

პოლიტიკა

ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.

28 მაისი 2026, 19:22

სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

28 მაისი 2026, 19:20

პოლიტიკა

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.