imedi /  01 ოქტომბერი 2020, 13:55 / სანდო წყარო

ალექსანდრე მოწერელია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი - ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ

ალექსანდრე მოწერელია

ალექსანდრე მოწერელია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია 8 წლის წინ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების თარიღს ეხმაურება და აცხადებს, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად, მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა.

„გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი - ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი მოქალაქის მიმართ. ყველა ის რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სასამართლოს, ჯანდაცვის, განათლების სისტემაში, სოფლის მეურნეობის სფეროში, ქართველი ხალხის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯებია. ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დინამიკურად ვითარდება, ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, იგება კეთილმოწყობილი გზები ქალაქებსა და სოფლებში, ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე არასოდეს გადიოდა გზა, აქტიურად ხდება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობისა და ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება. დემოკრატიის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში მიღწეული წარმატებების შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზნები ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეგიონების გაძლიერებაა. წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“, - აცხადებს მოწერელია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაშ მოსვლიდან 8 წელი გავიდა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

24 ოქტომბერი 2020, 22:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დიდი ტყულია, როდესაც ამბობენ, რომ საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში კრახი განიცადა

„მინდა ყველას, ვინც ხელმძღვანელობს პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდებადა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა - ეს ტყუილია. დიდი ტყუილი“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომლის პოსტს კლინიკა ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 22:02

რეგიონი

თელავის მეშვიდე სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავა

COVID19-ის შემთხევვის გამო თელევის მეშვიდე სკოლა ერთი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა. სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სკოლაში უკვე ჩატარდა ეპიდკვლევა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ოქტომბერი 2020, 22:01

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვიდრე ცდილობენ, იპოვონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26-ათასზე მეტ კოვიდინფიცირებულს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც საქართველოსსახელისუფლებპ ვერტიკალისა და და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკასა და ღონისძიებებს აკრიტიკებს.

ბელგია

24 ოქტომბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

26 ოქტომბრიდან ბრიუსელში კომენდანტის საათი 22:00 საათიდან იმოქმედებს

ბელგიის დედაქალაქი კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ზომებს ამკაცრებს. 26 ოქტომბრიდან ბრიუსელში კომენდანტის საათი 22:00 დან დაწესდება და 06:00 მდე დარჩება ძალაში. დამატებითი შეზღუდვების შემოღების მიზეზი ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების ზრდაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ქვეყანას ყოველდღიურად საშუალოდ 11 000 ინფიცირებული დაემატა.

ავღანეთი

24 ოქტომბერი 2020, 21:14

მსოფლიო

ქაბულში, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასწავლო ცენტრის შესასვლელთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, დაშავდა 57 ადამიანი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 21:08

სპორტი

გლდანში ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო ცენტრი გახსნა

ერთი წლის წინ როდესაც აქ ვიმყოფებოდით,მაშინ დავპირდით მოქალაქეებს, ბავშვებს, რომ მათთვის ამ არაჩვეულებრივ სტრუქტურას შევქმნიდით, - ამის შესახებ გლდანში საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი

24 ოქტომბერი 2020, 20:58

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში თამარ მეფის, გაპონოვის, მწვანეყვავილას და ჭალას მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოსიმინა მათი პრობლემები, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხება. კანდიტატის პრესსამსახურის ცნობით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ოქტომბერი 2020, 20:52

რეგიონი

ჯანდაცვის მინისტრი და იმერეთის გუბერნატორი, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მამუკა მდინარაძე

24 ოქტომბერი 2020, 20:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა

„თვითკმაყოფილებას არ ვართ მიცემულები და კარგად ვხედავთ გამოწვევებს, ხალხის გაჭირვებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას ნეგატიური ამბები, (საუბარი იყო კრიმინოგენურ ვითარებაზე) „ქართული ოცნების“ რეიტინგზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა.

24 ოქტომბერი 2020, 20:31

სპორტი

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი €10 ათასით დააჯარიმეს

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 10 ათასი ევროთი დააჯარიმა.

დონალდ ტრამპი

24 ოქტომბერი 2020, 20:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ხმა მივეცი ბიჭს, რომლის სახელი ტრამპია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ფლორიდის შტატში გააკეთა.

მამუკა მდინარაძე

24 ოქტომბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოლიციელთა პროფესიონალიზმმა და გმირობამ 43 მძევალი იხსნა და უვნებელი გამოიყვანა

„პოლიციელთა პროფესიონალიზმმა და გმირობამ 43 მძევალი იხსნა და უვნებელი გამოიყვანა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებებს უნდა ველოდოთ. მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ აქაც ხელშესახები შედეგი იქნება.

სერხიო რამოსი

24 ოქტომბერი 2020, 20:07

სპორტი

„ელ კლასიკო“ „რეალმა“ მოიგო

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის „ელ კლასიკო“ "რეალის" გამარჯვებით დასრულდა. მადრიდელებმა „ნოუ კამპზე“ „ბარსელონა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. სტუმართა შემადგენლობაში თავი ფედე ვალვერდემ, სერხიო რამოსმა და ლუკა მოდრიჩმა გამოიჩინეს, რასაც მასპინძელთა რიგებში ანსუ ფატიმ ერთი გოლით უპასუხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია

24 ოქტომბერი 2020, 20:01

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას ერთ-ერთმა მძევალმა ლაშა შენგელიამ სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. მისი თქმით, ამ საქმეში დაზარალებულად ცნეს და ჩვენება არ მიუცია.

სოსო არჩვაძე

24 ოქტომბერი 2020, 19:28

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: IMF-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს სპიკერობა ადასტურებს საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მაღალ შეფასებას

„სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს სპიკერობა ადასტურებს აღნიშნული ორგანიზაციების მიერ საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მაღალ შეფასებას, თანაც, არამარტო უშუალოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ რეგიონული მასშტაბითაც“, - ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე აცხადებს.

24 ოქტომბერი 2020, 19:10

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 500-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 141 000-ს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 1 141 567 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 42 055 863 ადამიანი დაინფიცირდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 ოქტომბერი 2020, 19:04

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის საჩოგბურთო ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 104-ე ადგილზეა, ორ სეტში, 6:7, 2:6 წააგო.

24 ოქტომბერი 2020, 18:43

მსოფლიო

ავღანეთში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ქაბულში, საგანმანათლებლო ცენტრზე თვითმკვლელი ტერორისტის ტავდასხმას, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი, საიდ ჯემი აცხადებს, რომ შემთხვევისას კიდევ 30 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

24 ოქტომბერი 2020, 18:29

მსოფლიო

მთიან ყარაბაღში სამხედრო ობიექტების განადგურების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა

სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელიც საჰაერო თავდასხმას ასახავს. არსებული ინფორმაციით, კადრებში სომხეთის სამხედრო ობიეტების განადგურება ჩანს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

ეკატერინე მიქაბაძე

24 ოქტომბერი 2020, 18:10

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე ჩვენი რეგიონიდან არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ საქართველო მიიწვიეს, რაც ჩვენი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის დისკუსია სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.