imedi /  08 ოქტომბერი 2020, 17:35 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: როდესაც მიდიოდა საზღვრის დადგენის პროცესი და შეთანხმება, მაგიდაზე არ იყო ის რუკა, რომელი რუკითაც მიღებული იქნებოდა საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ისმება კითხვები, ჩვენ, პირველ რიგში, გონივრული განსჯისათვის უნდა მივყვეთ ფაქტებს, რა გვაქვს რეალურად ხელის გულზე და არა იმ ისტერიას, რომელიც სავარაუდო დამნაშავეების მხარდასაჭერად მოაწყო გუშინ ნაცმოძრაობამ თავისი ყველა სატელიტით.

„ხელის გულზე გვაქვს რამდენიმე ფაქტი. მათ შორის ის, რომ საქართველოს სასარგებლო რუკა არ იდო იმ მაგიდაზე, სადაც საზღვრის დადგენის პროცესი მიმდინარეობდა და ეს რუკა სავარაუდო დამნაშავეებს, ანუ ბრალდებულებს აღმოაჩნდათ სადღაც მათ პირად სივრცეში თუ სამუშაო კაბინეტში და ისინი ამას მალავდნენ. მათ შორის დაუმალეს გამოძიებას. ეს არის ფაქტი, და ამ ადამიანების მხარდასაჭერად დარაზმულია ოპოზიციური მედიის უდიდესი ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ძირითადად წარმოადგენს ნაცმოძრაობას. განსაკუთრებით მისი საგარეო მიმართულების ლიდერები, რომლებიც იმ პერიოდში იკავებდნენ სხვადასხვა პოზიციას“- განაცხადა მდინარაძემ.

მან ჟურნალისტებს ასევე შეახსენა, რომ სალომე ზურაბიშვილი 2006 წელს საერთოდ აღარ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და აქ საუბარია 2006-7 წლის მოვლენებზე.

„რაც არ უნდა მოიფიქროთ, რაც არ უნდა სხვა საკითხები მოვიძიოთ და სადღაც გადავიტანოთ ისრები, ამ ნარატივში არ ჩავჯდებით, იმიტომ, რომ ციფრები, რიცხვები, თარიღები და დრო არ ემთხვევა იმას, რაც ვიღაცას უნდა რომ გამოიყვანოს. ახლა უნდათ სალომე ზურაბიშვილისკენ ისრების გადატანა, რომელიც თურმე არ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პერიოდში. მაგრამ ვერსად წავუვალთ ფაქტებს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს 2006-07 წლებში, როდესაც მიდიოდა საზღვრის დადგენის პროცესი და შეთანხმება, მაგიდაზე არ იყო ის რუკა, რომელი რუკითაც დავით გარეჯი და ის ტერიტორია მოექცეოდა საქართველოს ფარგლებში, ეს იქნებოდა უდაო ფაქტები და მეგობარ ქვეყანასთანაც ასე დალაგდებოდა ურთიერთობა, მაგრამ ეს რუკა არ იდი იქ და ეს რუკა დღეს გამოძიებამ აღმოუჩინა ბრალდებულებს ჩხრეკის დროს. ამაზე უტყუარი ფაქტი რა უნდა გვქონდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიხვდეს ვიღაცა, რომ საკუთარ დანაშაულზე არ შეიძლება ხელისუფლებისკენ გაიშვირო ხელი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მან ჟურნალისტებს ასევე შეახსენა პრეცედენტი, როგორ უღალატა ნაცმოძრაობამ ქვეყანას, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება. მისი თქმით, ფაქტი, რომელიც ხელის გულზე დევს ამბობს ერთს, რომ ეს არის მოღალატეობრივი საქციელი რომლის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობა“.

ყველა სიახლე

მოჯთაბა ხამენეი

04 მარტი 2026, 01:30

მსოფლიო

Deutsche Welle: აიათოლა ხამენეის ვაჟი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს

მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს.

დონალდ ტრამპი

04 მარტი 2026, 01:24

მსოფლიო

ტრამპი ირანელებს: თუ აპირებთ გარეთ გასვლას და პროტესტს, ჯერ ნუ იზამთ ამას, იქ ძალიან საშიშია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერჯერობით არ სურს ირანელების მიერ პროტესტის გამოხატვა.

04 მარტი 2026, 01:14

რეგიონი

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

კახა კალაძე

04 მარტი 2026, 00:40

საზოგადოება

კახა კალაძე: მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამოქალაქეებს სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის საშუალებით სტამბოლის აეროპორტიდან მიმართა.

ემანუელ მაკრონი

03 მარტი 2026, 23:48

მსოფლიო

მაკრონი: აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება

აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება, რასაც ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

03 მარტი 2026, 23:14

პოლიტიკა

სამხარაძე ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ბევრ საკითხზე - საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ, დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე

საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ, ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელთან, ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.

03 მარტი 2026, 22:53

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

03 მარტი 2026, 22:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

ჯაბა ხუბუა

03 მარტი 2026, 22:16

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია და ცდილობენ განმეორდნენ, მაგრამ ამაოდ

საქართველოსათვის 9-წლიანი ჯოჯოხეთის მომწყობთა 9 პარტიად გაერთიანების ფონზე, გაგვახსენდება, რომ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში" ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა, მე-9 წრეში კი მოღალატეები და გამყიდველები ხვდებიან, ანუ ზუსტად ისეთები, როგორებიც 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები არიან- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

03 მარტი 2026, 22:09

სამართალი

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

03 მარტი 2026, 22:05

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გურამ დავითაშვილი

03 მარტი 2026, 22:00

სამართალი

გურამ დავითაშვილი: 2026 წელს მიგრაციის დეპარტამენტის სამიზნე შედეგი გახლავთ 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება - მიმდინარეობს ახალი განთავსების ცენტრის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 150 ადამიანზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი უკანონო მიგრაციასთან წარმატებული ბრძოლაზე საუბრობს. როგორც გურამ დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, უკანონო მიგრანტების გაძევების მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

ლიკა შარტავა

03 მარტი 2026, 21:48

პოლიტიკა

ლიკა შარტავა: გაიმართება სუვერენული ერების ალიანსი, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული სამიტის ფარგლებში საუბარი შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას

გაიმართება სუვერენული ერების ალიანსი, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.

03 მარტი 2026, 21:44

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ყოველგვარი ვაჭრობა ესპანეთთან - ჩვენ არ გვინდა არაფერი გვქონდეს საერთო მათთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ესპანეთთან ყოველგვარ სავაჭრო კავშირს გაწყვეტს. გადაწყვეტილების მიზეზი მადრიდის უარია, დართოს აშშ-ის სამხედრო ძალებს ესპანური ბაზების გამოყენების უფლება ირანზე დარტყმებთან დაკავშირებული მისიებისთვის.

დონალდ ტრამპი

03 მარტი 2026, 21:37

მსოფლიო

ტრამპი ბრიტანეთის პრემიერზე: ბრიტანეთით კმაყოფილი არ ვარ - ეს არ არის უინსტონ ჩერჩილი, ვისთანაც საქმე გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიმართ. კრიტიკის მიზეზი ლონდონის პოზიცია გახდა - ბრიტანეთი არ შეუერთდა აშშ-ისრაელის ერთობლივ იერიშს ირანზე, თუმცა ამერიკულ ძალებს ბრიტანული ბაზების გამოყენების უფლება მისცა.

წევრმა დავით ქართველიშვილი

03 მარტი 2026, 21:29

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს

ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებშია არსებული ვითარების სწრაფი დასრულება.

03 მარტი 2026, 21:26

კულტურა

ვან გოგის ფერის მიღმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ყვითელი - ვან გოგის ფერის მიღმა“ - ამსტერდამის მუზეუმი იმპრესიონისტი მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.

დონალდ ტრამპი

03 მარტი 2026, 21:23

მსოფლიო

NBC News: ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის

ტრამპმა 2016 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიდწილად მისი წინამორბედების ხანგრძლივი და დამქანცველი ომების წინააღმდეგ კამპანიის წარმოებით მოიპოვა - ახლა კი მან საკუთარი ომი წამოიწყო, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი სტატიაში სათაურით „ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის“.

03 მარტი 2026, 21:14

სამართალი

ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან და გაძევებული მიგრანტების მზარდი სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა რომ ეფექტიანია, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. იანვარში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 232, თებერვალში კი 312 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი ჯამურად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 350 პროცენტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, დღეს კიდევ 98 არალეგალი გააძევა.

03 მარტი 2026, 21:14

საზოგადოება

დედის დღე პენიტენციურ დაწესებულებაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქალთა მეხუთე პენიტენციურ აწესებულებაში დედის დღე აღნიშნეს.