გია ვოლსკი: ინტენსიურად მიმდინარეობს დავით გარეჯის თემის გადაფარვა პოლიტიკური სპეკულაციებით
გიორგი ვოლსკი
ფოტო: IMEDI
ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს დავით გარეჯის თემის გადაფარვა პოლიტიკური სპეკულაციებით, თითქოს არჩევნების წინა პერიოდში არის გაკეთებული. თითქოს ასეთ დანაშაულს როცა აღმოაჩენ, უნდა დამალო და ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება, ვინმემ რამე რომ არ იფიქროს, არ უნდა გამოამზეურო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგი განმარტებები ჰქონდა მამა კირილეს. მისივე განმარტებით, ყველამ უნდა მოუსმინოს, რაოდენ პროფესიონალურად და სიღრმისეულად იციან საკითხები, მათ შორის ჩვენმა საეკლესიო პირებმა და გამომძიებლებმაც.
„ორი აზრი არ არსებობს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა იჩქარონ დასკვნები და რეალურად, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუმცა, პირველი მონაცემებით, გულდასაწყვეტია და განსაკუთრებით სამარცხვინო ის ფუთფუთი, რაც ამ პოლიტიკურ ველზე ზოგიერთმა სუბიექტმა ატეხა. ვფიქრობ, თუკი დანაშაული არსებობს, არ შეიძლება, ამ ორ ადამიანს ეკისრა ის მძიმე შედეგების მქონე დანაშაული, რომელთანაც სავარაუდოდ, გვაქვს საქმე. თუ ეს დადასტურდა, მე ვფიქრობ, იმ ადამიანების წრე, ვინც პასუხისმგებელია, გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე ხმამაღლა გაჰკივიან, არიან სწორედ ისინი, ვისაც მეტი ყურადღება უნდა მიექციათ, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა მიყენებული ასეთი ზარალი, რასაც ჰქვია გარკვეული ტერიტორიების დაკარგვა, თუმცა არც მიკვირს იმიტომ, რომ გავიხსენოთ ოკუპაციის საკითხი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოსაზრებები, მათი წინადადებები, მათი მხარდაჭერა და დაჟინებული მოთხოვნა, რომ გაგვეკეთებინა ისე, რაც ამ ტერიტორიების შემოერთებამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არ გაკეთდა, ესეც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ამიტომ არ მიკვირს, თუ გამოძიება დაადგენს და შემდეგ სასამართლო დაადასტურებს, რომ მართლაც სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
ყველა სიახლე
16 ივნისი 2026, 00:05
მსოფლიო
B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაბაზა ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 23:57
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
15 ივნისი 2026, 23:32
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდარ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
15 ივნისი 2026, 23:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა
როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პასუხს აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ.
15 ივნისი 2026, 23:27
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: არც ევროპის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ქართველებს
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც თქვა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.”
15 ივნისი 2026, 23:25
მსოფლიო
ტრამპი: გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან - ვხედავ, რომ, შესაძლოა, ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შევძლოთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ, ხედავს შესაძლებლობას, „რამე გააკეთოს“ უკრაინაში ომის შესაწყვეტად. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კვირას მას „კარგი“ საუბრები ჰქონდა ზელენსკისა და პუტინთან.
15 ივნისი 2026, 23:18
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელმა და აშშ-მა ირანის მხრიდან მომავალი ბირთვული საფრთხე თავიდან აიცილეს და ისრაელის სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინეს, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ნებისმიერი შეთანხმების მიუხედავად, ისლამური რესპუბლიკა ბირთვულ იარაღს ვერასოდეს მიიღებს.
15 ივნისი 2026, 23:15
სპორტი
ილია თოფურია: ჯასტინ გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი და ეს გააკეთე - დავისვენებ, მოვმჯობინდები. უფრო მეტად ძლიერი და სახიფათო დავბრუნდები და მერწმუნე, ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა
„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი... და ეს გააკეთე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი - მარცხენიდანაც. გამართლებას არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე მობილიზებული, მომზადებული და მზადმყოფი გამოვედი. წუხანდელი ღამე შენი ღამე იყო“.
15 ივნისი 2026, 23:05
მსოფლიო
მაკრონი: აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა
G7-ის სამიტზე საფრანგეთში ჩასვლამდე, ამერიკის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ფრანგულ ღვინოებზე გადასახადებს გაზრდიდა, რაც იქნებოდა საპასუხო რეაქცია საფრანგეთში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადზე.
15 ივნისი 2026, 22:39
სპორტი
ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატის მეორე ეტაპზე ოქროს მედალი მოიპოვეს
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 17-წლამდელებს შორის ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ 1500-მეტრიანი დისტანცია 5:06 წამში დაფარეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედალი მოიპოვეს.
15 ივნისი 2026, 22:30
საზოგადოება
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი ფერნანდო რიანიო რატი იონათამიშვილს: ნიუ-იორკიდან უამრავი შესანიშნავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე. ბედნიერი ვარ თქვენი ფასდაუდებელი შრომით და მიღებული შედეგებით
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ფერნანდო რიანიო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს რატი იონათამიშვილს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 19-ე სესიაზე წარმატებულ მონაწილეობასა და გაეროში დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების” პრეზენტაციას ულოცავს და მეგობრულ წერილს უგზავნის.
15 ივნისი 2026, 22:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ვინც მის ამ სიბინძურეს „ანიუსებს“, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?
ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამ სიბინძურის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, მის სიბინძურეზე და ტალახის სროლაზე, ვინც მის ამ სიბინძურეს ,,ანიუსებს”, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, CNEWS-ის მიერ, რომლის დამფუძნებელიც ელისო კილაძეა, გამოქვეყნებულ ნიუსზე, სადაც კილაძე მორიგ ბრალდებას მტკიცებულებების გარეშე აყენებს, აღნიშნული განცხადება კი, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურმა მედიებმაც გაავრცელეს.
15 ივნისი 2026, 22:13
სპორტი
ესპანეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კაბო-ვერდესთან ფრე ითამაშა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სენსაცია დაფიქსირდა - H ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ატლანტაში გაიმართა, ესპანეთის ნაკრები კაბო-ვერდეს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
15 ივნისი 2026, 22:06
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-თან გაფორმებული შუალედური შეთანხმების ნაწილია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ესმაილ ბაღაი აცხადებს, რომ ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-თან გაფორმებული შუალედური შეთანხმების ნაწილია.
15 ივნისი 2026, 21:54
მსოფლიო
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერ-მინისტრს - „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი წააგო და გადამწყვეტ მომენტში გატყდა, - აცხადებს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაგეგმილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აკრიტიკებს.
15 ივნისი 2026, 21:41
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ აშშ-თან შეთანხმება პარასკევს გაფორმდება
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა პირველად დაადასტურა, რომ პარასკევს შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მოეწერება ხელი.
15 ივნისი 2026, 21:34
მსოფლიო
ილონ მასკი: დიდი ბრიტანეთი პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა
პლატფორმა X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილი აკრძალვა, რომელიც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას ზღუდავს, არის „მგელი ცხვრის ტყავში“.
15 ივნისი 2026, 21:25
მსოფლიო
ტრამპი: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული ბომბი - ისინი დათანხმდნენ ამას, მათ არ ექნებათ ბომბი და ეს იყო მთელი ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს და სწორედ ამით გაამართლა განხორციელებული სამხედრო ოპერაცია.
15 ივნისი 2026, 21:14
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: აშშ მზად არის ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებას შეასრულებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ მზად არის „ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს“, თუ თეირანი „თავის ვალდებულებას შეასრულებს“.
15 ივნისი 2026, 21:04
მსოფლიო
ტრამპი: ჰორმუზის სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია და პარასკევს სრულად გაიხსნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „უკვე ნაწილობრივ გახსნილია“ და რომ იგი სრულად პარასკევს გაიხსნება, როდესაც აშშ და ირანი ოფიციალურად მოაწერენ ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმს.


