imedi /  16 ოქტომბერი 2020, 11:21 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: სავალუტო ფონდი ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს საქართველოსთვის

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ჩვენ დღეს ძალიან ხელშესახები მონაცემები მოგვცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც არის ეკონომიკური პოლიტიკის და შესაბამისი ციფრების მსაზღვრელი“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძესთან დებატებისას.

მამუკა მდინარაძის თქმით, საერთაშორისო სავალურო ფონდის პროგნოზებს ყველა განვითარებული და განვითარებადი ქვეყანა ეყრდნობა.

„ის არის როგორც ამ პროგნოზის განმსაზღვრელი, ასევე შემფასებელი. ჩვენ გვითხრეს, რომ იმდენად სწორად იყო რეფორმები ეკონომიკურ პოლიტიკაში, იმდენად სწორად იყო დალაგებული როგორც ფისკალური პოლიტიკა, ასევე მაკროეკონომიკური პარამეტრები ყველა დეტალთან მიმართებაში, რომ ჩვენ გავუძელით პანდემიის ამ დარტყმას, ეკონომიკის უკუეფექტს და მხოლოდ 5%-იანი რეცესია გვაქვს. სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ 5%-ის პლუსში გასვლა 2021 წლისთვის სავსებით შესაძლებელია და შემდეგ კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 5,5% არის ეკონომიკური ზრდის მინიმალური მაჩვენებელი. სავალუტო ფონდი ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს საქართველოსთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:47

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, გავაკეთოთ ხვალ ჩვენი არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას

„ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები - თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:41

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საკმარისი დამკვირვებლები გვყავს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებაში

საკმარისი დამკვირვებლები გვყავს ქვეყანაში და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებსა და საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებაში- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბუბა კიკაბიძე ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, ადამიანურად დამწყდა გული

აუღრესად, ადამიანურად დამწყდა გული. ეს ქვეცნობიერი ამბავია, ვიდრე სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, იქ მდგომმა ერთმა ადამიანმაც ვერ მოიფიქრა, რომ გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის მიერ, პარტიის დასკვნით აქციაზე რუსულად შესრულებულ სიმღერას.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:34

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა სრულად იქნება გამოძიებული

სახელმწიფოს ვალდებულებაა და მე გპირდებით, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი ბოლომდე იქნება გამოძიებული და თითოეულ გამოძიებაზე შედეგი დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმეს ექნება პრეტენზია იმაზე, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ შემომწირველი ტენდერებს იგებს, შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ორგანიზაციებს.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:32

პოლიტიკა

გიორგი გახარია: სადაც გამოხატვის თავისუფლება გადაიზრდება კანონდარღვევაში, სამართალდამცავი სისტემა კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს

ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:21

საზოგადოება

გიორგი გახარია: პანდემიასაც დავამარცხებთ და ეკონომიკურ კრიზისსაც გადავლახავთ, მაგრამ ხვალინდელი არჩევნები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ განვითარებას

„სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ახალი ქეისების მორიგი ანტირეკორდია, აღმოჩენილია 546 ახალი ქეისი. ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგ შემთხვევაში ლოკდაუნებიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ 8 ქვეყანაა მსოფლიოში რომელმაც ინფიცირებულების რაოდენობით მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ეს ყველაფერი ზრდის გამოწვევას როგორც გლობალურს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშეც“.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, უმკაცრესად დაისჯება

ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ჩვენ ყველამ ერთად მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეგვიძლია პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, თავისუფალი, ღია და ტრანსფარენტული, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ყველას, მათ შორის მთავრობისა და ოპოზიციის ვალდებულებაა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:16

COVID19

გიორგი გახარია: ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება

წინასაარჩევნო კონტექსტში, ბევრი საუბარი იყო „ლოკდაუნთან“ დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ მნიშვნელოვან საკითხებს მოკლე ვადაში ხმების დასაგროვებლად. ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება. იქნება წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული მიმართულებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:15

ეკონომიკა

გიორგი გახარი: სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის სერიოზულ პოტენციალზე

სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 13:55

ეკონომიკა

2-27 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე მოემსახურება

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

30 ოქტომბერი 2020, 13:47

ეკონომიკა

პაპუნა ლეჟავა BSCEE ჯგუფის ფორუმზე მომხსენებლად იყო მიწვეული

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის შეხვედრაზე, ფორუმის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიცე-პრეზიდენტის საპრეზენტაციო თემა „COVID-19-ის გამოწვევები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები“ იყო.

30 ოქტომბერი 2020, 13:42

COVID19

ზუგდიდელი ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ზუგდიდელი ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი 64 წლის ქალია, რომელიც მკურნალობის კურსს ქუთაისის კოვიდკლინიკაში გადიოდა, ხოლო მეორე კი 65 წლის კაცია, რომელიც თბილისის კლინიკაში მკურნალობდა.

30 ოქტომბერი 2020, 13:37

პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარს ამბობენ

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. მემორანდუმს ხელი 10-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.

30 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

არჩევნებში გადასატანი ყუთით სტაციონარსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

დომინიკ რააბი

30 ოქტომბერი 2020, 13:30

COVID19

დომინიკ რააბი: არ გამოვრიცხავ, რომ ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ლოკალიზებული მიდგომა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ყველა თავის რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებს დაიცავს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 13:16

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ამან ეკონომიკას მეტი სტიმული უნდა მისცეს სტაბილური განვითარების კუთხით

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის კლებამ მხოლოდ 0.7 პროცენტი შეადგინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ შემდეგ თვეებში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და გამოვა რეცესიიდან, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი თავის facebook-ის გვერდზე.

30 ოქტომბერი 2020, 13:07

COVID19

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საფრანგეთში განმეორებითი ლოკდაუნი დღეიდან შევიდა ძალაში. ქვეყნაში დაიხურება რესტორნები, ბარები და მაღაზიების უმრავლესობა. მოსახლეობა გარეთ გასვლას მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში შეძლებს. შეზღუდვები მინიმუმ 1-ელ დეკემბრამდე იმოქმედებს.

იოსებ არჩვაძე

30 ოქტომბერი 2020, 13:00

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე ეკონომიკურ ზრდაზე: ის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგია

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტი) დონემ 2020 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 99.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში (2020 წლის თებერვლის შემდეგ, ფაქტობრივად - პანდემიის დაწყებიდან) საუკეთესო მაჩვენებელია და წარმოადგენს თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ანტიკრიზისული ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგს“.

ბელგია

30 ოქტომბერი 2020, 13:00

COVID19

ბელგიაში ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლაში ფსიქოლოგებიც დაეხმარებიან

ბელგიაში, უახლოეს მომავალში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს 1 500 ფსიქოლოგი დაემატება. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა განაცხადა. „მე ვიმყოფებოდი რამდენიმე საავადყოფოში და რაც ჩემი თვალით ვნახე ძალიან მტკივნეული იყო და შოკისმომგვრელი. ვფიქრობ ჩვენი ექიმები წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ”, - განაცხადა მინისტრმა.

30 ოქტომბერი 2020, 12:53

სამართალი

ყველა რეგიონში, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას პოლიციის მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას ​სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.