კახა კალაძე: ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი
კახა კალაძე
ფოტო: ქართული ოცნება
ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნმა, კახა კალაძემ წალენჯიხაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელია წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, წარვდგე ადამიანების წინაშე, რომელთაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი საკუთარი მხარე, ქვეყანა და განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში.
თქვენი ულამაზესი მხარე პირველსავე ჯერზე ახერხებს, აღაფრთოვანოს სტუმარი. ადამიანს, ყოველი შემდეგი ვიზიტის შემდეგ უფრო და უფრო უყვარდება ეს კუთხე - სამეგრელო, რომლის ერთ -ერთი თვალსაჩინო მარგალიტი წალენჯიხაა, ადგილი, რომელიც უკვე საუკუნეებია უდიდეს ისტორიას ინახავს.
აქ, ამ ტერიტორიებზე ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ, შუა საუკუნეებში კი წალენჯიხა სამეგრელოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. ეს ნათლად მიანიშნებს, ამ ქალაქის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
რა თქმა უნდა, საამაყოა უდიდესი წარსული, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს აწმყო და მომავალი, რომელიც ყველამ ერთად, ერთიანი მუშაობით უნდა შევქმნათ. თითოეულ თქვენგანს კარგად ახსოვს, რომ სულ რაღაც ათიოდე წლის უკან წალენჯიხა, ისევე როგორც მთელი საქართველო, ერთ დიდ უძრაობის ჭაობში იყო ჩაძირული. არათუ განვითარება იყო შეფერხებული, არამედ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მთელი სახელმწიფო რესურსი კი ერთი ადამიანის გარემოცვის ინტერესების დაკმაყოფილებას ხმარდებოდა. ეს ყველაფერი 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი. ასევე, საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაზეა ორიენტირებული ჩვენი ყოველდღიური ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები.
ყველაზე უკეთ თქვენ იცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებას, არსებობს ბევრი საინტერესო პროგრამა, რომლის გამოყენება შეუძლია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
2012 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, მთელი სოფლები გვაქვს ფეხით შემოვლილი სამეგრელოში და კარგად მახსოვს თვალცრემლიანი მშობლები, რომლებსაც ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ თავიანთ შვილებს წიგნებიდან მიეღოთ განათლება. ქსეროქსზე გადაღებული ფურცლებიდან სწავლობდნენ პატარები. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები მიდიან სკოლებში, მათ სახელმძღვანელოები მერხებზე დალაგებული ხვდებათ, ყველანაირი გადასახადის გარეშე.
თუმცა ამ წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, არსებობს გამოწვევები პრობლემები, რომელზეც ჩვენ საუბარი არ გვერიდება. რა თქმა უნდა თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ ეს გამოწვევები რაც შეიძლება, ძალიან სწრაფად დავძლიოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ. ამას სჭირდება ჩვენი ერთად მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა პრობლემას, რომელიც წალენჯიხას აწუხებს, რომელიც სამეგრელოსა და ზოგადად, საქართველოში არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, მსჯავრდებულებს პროკურატურამ ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.
08 სექტემბერი 2026, 17:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი - კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:25
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო
ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს
დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.
08 სექტემბერი 2026, 17:08
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს
ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:36
ეკონომიკა
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.
08 სექტემბერი 2026, 16:30
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:20
ეკონომიკა
საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
08 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.
08 სექტემბერი 2026, 15:49
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
08 სექტემბერი 2026, 15:40
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.
08 სექტემბერი 2026, 15:35
კულტურა
რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს
პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.
08 სექტემბერი 2026, 15:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.
08 სექტემბერი 2026, 15:18
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.
08 სექტემბერი 2026, 15:16
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.
08 სექტემბერი 2026, 15:01
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.
08 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას
ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.
08 სექტემბერი 2026, 14:50
მსოფლიო
Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.


