imedi /  28 ოქტომბერი 2020, 21:33 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება

კახა კალაძე

კახა კალაძე

ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქვეყანაში ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება

„ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, დღეს სამგორელების წინაშე წარვსდგე, რადგან პირველი - ძალიან მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, რომ ბოლოს წლების განმავლობაში, სამგორის რაიონში ძალიან ბევრი, კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი გამხრციელდა. მეორე - დღეს უნდა წარვუდგინო სამგორს და სამგორელებს ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენი ინტერესების დამცველი, სამგორის და სამგორელების ინტერესების გამტარებელი იქნება საქართველოს პარლამენტში.

ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქვეყანაში ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. მინდა, რამდენიმე მიმართულებას შევეხო: ყველას კარგად გვახსოვს სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის მიმართულებით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში; ყველას კარგად გვახსოვს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ როგორი დევნა იყო; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ოჯახები როგორ იდევნებოდნენ; კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სფეროში, განათლებაში, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, თუმცა 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად გავიმარჯვეთ, ყველა მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები. განხორციელდა ბევრი რეფორმა, ბევრი პროექტი ინფრასტრუქტურული მიმართულებით, შეიქმნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა, იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის; ჯანდაცვის მიმართულებით, განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და ძალიან მეამაყება, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია, პირველადი ჯანდაცვა არის უფასო და თუ ადამიანს სჭირდება ოპერაცია, ყველაფერს თავის თავზე სახელმწიფო იღებს. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა და თანადგომა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.

ასევე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვადასხვა პროგრამა. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ.

მე, როგორც ქალაქის მერმა, არ შემიძლია არ ვისაუბრო თბილისზე. არ შემიძლია არ ვისაუბრო ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, მახსოვს, ე.წ. სამხედრო დასახლება, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო. წვიმიან ამინდში ფიზიკურად შეუძლებელი იყო დასახლებაში შესვლა. დღეს კი ყველაფერი მთლიანად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილია. ქალაქში, თბილისში ასეთი უბნები და რაიონები იყო. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი კაიროს დასახლებაშიც, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. გასულ წელს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა, დავპირდით, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით, ყველაფერი მოწესრიგდებოდა და წელს, უკვე ნოემბერში სამუშაოები მთლიანად დასრულდება და საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ძალიან რთულია, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იყო რეალობა. ნამდვილად მსიამოვნებს ის, რომ აქვე, რამდენიმე მეტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ძალიან კარგი სპორტული სივრცე მოეწყო ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რომელიც ყოველდღიურად დატვირთულია და ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურით, სამგორში მცხოვრები ძალიან ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს. ძალიან სასიამოვნოა ვარკეთილის დასახლების სკვერი, რომელიც აქვე, ახლოს მოეწყო. იქაც ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე გვაქვს, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, დაისვენონ, განიტვირთონ და ა.შ. ასევე, უნდა გამოვყო მოსკოვის გამზირზე არსებული გზაგამყოფი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარებაში იყო. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება.

მინდა, სტატისტიკური მონაცემები მოვიყვანო, რომელიც რა თქმა უნდა, მიუთითებს ჩვენს დამოკიდებულებას ქალაქზე, თბილისში შემავალ რაიონებზე. 2014 წელს სამგორის რაიონის ბიუჯეტი დაახლოებით, 15-16 მილიონი იყო. 2020 წელს კი აღნიშნული მონაცემები 27 მილიონს აღწევს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენთვის არ არსებობს მხოლოდ პრიორიტეტული უბნები და რაიონები. ჩვენ ყველა რაიონთან დაკავშირებით, ყველა უბანზე, ყველა ქუჩასთან მიმართებაში ერთნაირი მიდგომა გვაქვს. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, განახლებული სკვერებით და პარკებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს მომდევნო წლების განმავლობაში, თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით, აუცილებლად მოვახერხებთ და გავაკეთებთ.

ყველაზე მთავარი, რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც ქვეყანაში გაჩნდა, ადამიანია. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მიმართულია იქით, რომ ადამიანმა ქვეყანაში კეთილდღეობა იგრძნოს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში, რომელიც სამ დღეში გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც რეალურად აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განავითაროს ქვეყანა. ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

მინდა, წარმატებები გისურვოთ. 2012 წლიდან ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, თუ რამხელა ძალა აქვს ერთობას, ერთად დგომას. დღეს რომ გამოვდივართ და თავაწეული ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იმ დიდი გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ეს იმის დამსახურებაა, რომ ზურგს მიმაგრებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ზურგს მიმაგრებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში ის პროექტები, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს.

ქვეყნის გამარჯვება, თითოეული თქვენგანის გამარჯვებით, თითოეული რაიონის გამარჯვებით, ჩვენი ქალაქების და სოფლების გამარჯვებით იწყება.

დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი, პარტიული გამარჯვება. ეს სრულიად საქართველოს გამარჯვება იქნება“, -

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:19

ეკონომიკა

პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე

მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

08 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.

08 სექტემბერი 2026, 17:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფილიპ ლეგლის-კოსტა

08 სექტემბერი 2026, 17:02

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს

ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 16:36

ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.

08 სექტემბერი 2026, 16:30

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლუიჯი სინაპი

08 სექტემბერი 2026, 16:20

ეკონომიკა

საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.

08 სექტემბერი 2026, 15:51

ეკონომიკა

გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.

08 სექტემბერი 2026, 15:49

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

08 სექტემბერი 2026, 15:40

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.

08 სექტემბერი 2026, 15:35

კულტურა

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 სექტემბერი 2026, 15:26

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

08 სექტემბერი 2026, 15:18

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.

08 სექტემბერი 2026, 15:16

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.

თეა წულუკიანი

08 სექტემბერი 2026, 15:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.

ეკა სეფაშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ემანუელ მაკრონი

08 სექტემბერი 2026, 14:50

მსოფლიო

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.

08 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

The Spectator: უკრაინა ომს აგებს

The Spectator-ი წერს, რომ ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისიც ამძიმებს. კორუფციულმა სკანდალებმა, უწყებებს შორის დაპირისპირებამ და სამხედრო შესყიდვებში გამოვლენილმა მილიარდიანმა თაღლითობამ ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მკვეთრად შეამცირა. SOCIS-ის კვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა კორუფციას რუსეთზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. პარალელურად, ევროპაში პუტინთან დიალოგის მომხრე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ, დასავლეთს კი უკრაინის გადასარჩენად მკაფიო გეგმა კვლავ არ გააჩნია.

იაგო ხვიჩია

08 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე: კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს.