imedi /  28 ოქტომბერი 2020, 21:52 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ერთად, გამარჯვებას მივაღწევთ წყნარად, მშვიდად და ღირსეულად

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენ დღეს ყველანი კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ძალიან კარგი სასტარტო პირობები გვაქვს. ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აფასებენ, ხედავენ და ჩვენ შეგვიძლია, უახლოესი 4 წლის განმავლობაში რეგიონში გვქონდეს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ეს ჩვენი მიზანია, ეს ჩვენი მომავალია. რაც უფრო კარგად, ზუსტად, ზედმიწევნით შევასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომელსაც ეპიდემიოლოგები და დღევანდელი გამოწვევა გვიყენებენ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ის იძულებითი მდგოამრეობა, რომელშიც დღეს ვართ, დროებითია და ჩვენ ყველამ ერთად უახლოეს პერიოდში უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღდგენაზე, აღმშენებლობაზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს წესების დაცვა არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე და გარდა იმისა, რომ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უნდა გადავარჩინოთ თითოეული სამუშაო ადგილი.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ერთად ქვეყნის და თბილისის მომავალზე საუბარი. ნათელია და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი დედაქალაქი - თბილისი ვითარდება. თბილისი აშკარად ვითარდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისი ხდება საცხოვრებლად კომფორტული ქალაქი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თბილისელები დღეს გრძნობენ ზრუნვას. მათზე ზრუნავს მთავრობა და რა თქმა უნდა, მერია. მე ამ ზრუნვისთვის და არა მხოლოდ აშენებული სკვერებისთვის, შენობებისთვის და კიდევ ბევრი სხვა რამისთვის, მინდა ბატონ მერს მადლობა ვუთხრა, რადგან ეს ზრუნვა არის ყველაზე დიდი დამახასიათებელი, რაც ჩვენ განგვასხვავებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან. ყველანი ვხედავთ, რომ უჩვეულო გარემოში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას - პირბადეებით. ვცდილობთ, ერთმანეთთან დისტანცია დავიცვათ, მაგრამ ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი მეზობლების, ნათესავების, განსაკუთრებით ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ მთავარი პასუხისმგებლობა არის ჩვენი მომავლის წინაშე, რადგან ჩვენ, გარდა იმისა, რომ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უნდა გადავარჩინოთ თითოეული სამუშაო ადგილი, უნდა ვიყუროთ წინ და ვიცოდეთ, რომ მას შემდგომ, რაც გლობალური პანდემიის შედეგად გლობალური ეკონომიკური კონკურენცია აბსოლუტურად შეიცვლება, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს კიდევ უფრო წარმატებული ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ გამოწვევებით სავსე ერთი წლის განმავლობაში არც ერთი დღით, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არც თბილისში და არც ქვეყნის მასშტაბით არ გაჩერებულა და არც გაჩერდება.

მისივე თქმით, საქართველო 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და ქვეყანა როგორც ინსტიტუციონალურად, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ამისთვის მზად უნდა იყოს.

„მინდა გითხრათ, რომ ამ გამოწვევებით სავსე ერთი წლის განმავლობაში არც ერთი დღით, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არც თბილისში და არც ქვეყნის მასშტაბით არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშენებლობები გზების, უნივერსიტეტების, სტადიონების, ეს ჩვენი ვალდებულებაა ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის გარემო, ბიზნეს-გარემო, სამართლიანობის შეგრძნება, საკუთრების უფლების დაცვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გახდეს ბიზნესის კეთების კიდევ უფრო კომფორტული ადგილი, იმისთვის, რომ ყველა იმ ქართველს, ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი რომ დაიწყოს თავისი საქმე სახელმწიფო უნდა დაუდგეს გვერდით, დაუდგება გვერდით. ეს არის ძალზედ რთული ნაბიჯი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, აიღო შენს თავზე პასუხისმგებლობა აბსოლუტურად გაურკვევლობით სავსე გარემოში, აიღო რისკები, გადადგა ნაბიჯი და დაიწყო ბიზნესი. ზოგიერთები ჩვენ გვაკრიტიკებდნენ „აწარმოე საქართველოსა“ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, თვლიდნენ, რომ ეს ზედმეტია. ეს არის პირდაპირი დახმარება ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, მივცეთ მათ შესაძლებლობა თვითრეალიზების, აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე, თავიანთ ოჯახზე და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროგრამებით ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, სისტემურად ვახორციელებთ ინვესტიციებს ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, ჩვენ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. გასაკეთებელი გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ევროპულ დონეზე გზები, სკოლები, ბაღები, წყალმომარაგება, წყალგაყვანილობა, ეს ყველაფერი აუცილებელია, რომ ქვეყანა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ამის გეგმა გვაქვს უახლოეს 4 წელიწადში. ამას როდესაც ვამბობთ, ეს აბსოლუტურად გააზრებულია და არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ ზუსტად ახლა განვაცხადეთ, რომ საქართველო 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიცით, რომ ქვეყანა უნდა იყოს მზად როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად,“- განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ჰქონდეთ ცხოვრების და განვითარებისთვის თანაბარი პირობები.

„გარდა ამისა, მინდა გითხრათ, „ქართული ოცნებისთვის“ ყოველთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანი. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის სახელმწიფოს და მთავრობის პასუხისმგებლობა სწორედ იმ სოციალური ჯგუფების წინაშე, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ეს დახმარება. რა თქმა უნდა, ესენი არიან ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და პენსიონერები, ბავშვები, შშმ პირები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ცხოვრება, ჩვენს გარემოში, იყოს კომფორტული, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა თვითრეალიზების. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ცხოვრების და განვითარებისთვის თანაბარი პირობები. ეს არის მთავრობის და სახელმწიფოს ვალდებულება , რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ. ამ მიზნების მისაღწევად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება. გვჭირდება გამარჯვება სამართლიან ბრძოლაში და ჩვენ გვჯერა, რომ 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი ერთად ამ გამარჯვებას მივაღწევთ წყნარად, მშვიდად, ღირსეულად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია და ვირუსი არის დროებითი. ამ პრობლემას გადავლახავთ, ეკონომიკურ პრობლემებს გავუმკლავდებით, მაგრამ ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ 31 ოქტომბერს, წლების განმავლობაში განსაზღვრავს საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. მით უმეტეს, როდესაც გვყავს ასეთი ღირსეული კანდიდატი. ბატონ სოზართან მე მიმუშავია ბევრი წლის განმავლობაში და მინდა გითხრათ, რომ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები არ არის ფუჭი სიტყვა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ადამიანის ღირსებისა და უფლებებისთვის იბრძოლო ბოლომდე. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ ღირსეულ გამარჯვებას, სამართლიან ბრძოლაში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, მსჯავრდებულებს პროკურატურამ ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი - კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა

განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:25

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:19

ეკონომიკა

პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე

მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

08 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.

08 სექტემბერი 2026, 17:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფილიპ ლეგლის-კოსტა

08 სექტემბერი 2026, 17:02

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს

ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 16:36

ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.

08 სექტემბერი 2026, 16:30

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლუიჯი სინაპი

08 სექტემბერი 2026, 16:20

ეკონომიკა

საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.

08 სექტემბერი 2026, 15:51

ეკონომიკა

გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.

08 სექტემბერი 2026, 15:49

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

08 სექტემბერი 2026, 15:40

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.

08 სექტემბერი 2026, 15:35

კულტურა

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 სექტემბერი 2026, 15:26

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

08 სექტემბერი 2026, 15:18

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.

08 სექტემბერი 2026, 15:16

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.

თეა წულუკიანი

08 სექტემბერი 2026, 15:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.

ეკა სეფაშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ემანუელ მაკრონი

08 სექტემბერი 2026, 14:50

მსოფლიო

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.