ირაკლი ღარიბაშვილი: გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი და არგუმენტი, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან მოლაპარაკებებში
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ქართული მხარე არაფერს განსაკუთრებულს, ზედმეტს არ ითხოვს ჩვენი მოძმე ხალხისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი სახელმწიფოსგან, აზერბაიჯანისგან. ჩვენი ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ შორის დაიდო, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „ქართულ არხზე“ გადაცემა „კიდობანში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს ყველა შესაბამისი არგუმენტი აქვს, რომელსაც მის პოზიციებს ამყარებს.
„ჩვენ ასე გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი და არგუმენტი და ასე ვთქვათ, მტკიცებულებები, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან, ამ მოლაპარაკებებში. კიდევ ვიმეორებ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რუკა. თანაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხოლოდ ამ რუკას გამოვიყენებთო, სხვა რუკაზე არ ყოფილა საუბარი, ბუნებაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წესების მიხედვით, რაც არის მსოფლიოში დადგენილი, როცა ასეთი რაღაც ხდება და ის შეთანხმება შედგება, ის უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეს საქმე წარმატებით დასრულდება და აზერბაიჯანის მხრიდან უკვე გახმოვანდა პოზიცია, რომ მზად არიან დიალოგისთვის.
„ამ რადიკალურ თუ მტრულ, ანტიეროვნულ ძალას, მოღალატეთა გაერთიანებას აქვს ერთადერთი მიზანი, მათი მცდელობა, რაც იყო თავიდანვე, როდესაც აწიეს ტემპერატურა, რომ ეს რა ხდება, აზერბაიჯანთან კონფლიქტს იწყებთ?! ეს, რა თქმა უნდა არ გამოუვიდათ, რადგან თვითონ პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა პრეზიდენტის მრჩეველმა, ბატონმა გაჯიევმა. ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომ მზად არიან დიალოგისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
ყველა სიახლე
13 ივნისი 2026, 14:43
საზოგადოება
კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში, გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯილდოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა გადასცეს.
13 ივნისი 2026, 14:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ტვ პირველზე“: არის მცდელობა, ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით, საზოგადოებაში შეიტანოს შფოთი, თითქოს სახეზეა რაღაც სისტემური დანაშაული. სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია და ასეთ ფაქტებს იძიებს
ეს არის „ტვ პირველის“ მხრიდან მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინოს შსს-სი, ზოგადად სახელმწიფო უწყებების, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტის კომენტირებისას, რომელზეც ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გადაცემის ანონსში 12 ივნისს გადასცა.
13 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომელი კანონი უნდა შევიტანოთ პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განვიხილოთ, ან რომელი კანონი უნდა გავიწვიოთ, გავაუქმოთ, ან ცვლილება შევიტანოთ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ვერავინ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას იმაზე, თუ რომელი კანონი უნდა შეიტანოს პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განიხილოს, ან რომელი კანონი უნდა გაიწვიოს ან გააუქმოს, ან ცვლილება შეიტანოს.
13 ივნისი 2026, 14:03
მსოფლიო
ლიეტუვაში მეტეოროლოგიური აეროსტატი დრონი ეგონათ, რის გამოც განგაში გამოაცხადეს
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში საჰაერო სივრცეში დრონის მოსალოდნელი შეჭრის გამო დილიდან განგაში იყო გამოცხადებული. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 13:45
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა. გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა, - წერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
13 ივნისი 2026, 13:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
„რა ფაქტიც ვნახეთ, ძალიან ცუდია, ვერ უძლებს კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. სამივე ადამიანი, როგორც შსს-ს განცხადებაში ვნახეთ, პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, გენერალურმა ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
13 ივნისი 2026, 13:35
საზოგადოება
თბილისის მერი 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო - „გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც“
13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.
13 ივნისი 2026, 13:32
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, იუსტიციის სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
13 ივნისი 2026, 13:29
პოლიტიკა
კახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
13 ივნისი 2026, 13:20
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებზე ამტკიცებს, რომ პოლიცია „პროევროპელ დემონსტრანტებს“ უსწორდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 2022 წელს მოხდა
პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა გუშინ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციელები დაკავებულებზე ძალადობენ, სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
13 ივნისი 2026, 13:11
პოლიტიკა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას.
13 ივნისი 2026, 13:10
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!
ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
13 ივნისი 2026, 13:08
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სამართალდამცავების მიერ 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
13 ივნისი 2026, 12:59
პოლიტიკა
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს, რომ „ის, რომ რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა“.
13 ივნისი 2026, 12:40
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ტრენინგ-კურსი თემაზე „მეტყველების კულტურა - საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.
13 ივნისი 2026, 12:24
სპორტი
Daily Mail: ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშამდე ხუთი დღით ადრე ბურთები და ბუცები მოჰპარეს
ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აშშ-ში სპორტული ინვენტარი, მათ შორის ბურთები და ბუცები მოჰპარეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 12:12
კულტურა
„საქართველო, ზვიადი“ - გაიმართა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ გზას ასახავს
„საქართველო, ზვიადი“ - ამ სახელწოდებით მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზას ასახავს. მისი მიზანია საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია გააცნოს.
13 ივნისი 2026, 12:08
კულტურა
რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა პროექტს - „თაობიდან თაობამდე“ უმასპინძლა
პროექტის მიზანი თაობებს შორის კავშირის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. მოეწყო გამოფენა, სცენაზე კი ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული და თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები, ხალხური და საესტრადო სიმღერები და თეატრალიზებული წარმოდგენები.
13 ივნისი 2026, 12:02
საზოგადოება
70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე, Kanye West-ის შოუ-კონცერტი თბილისში
70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე შოუ-კონცერტი თბილისში - Starring Georgia-ს 2026 წლის სეზონის ფარგლებში, დინამო არენაზე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის, Kanye West-ის ბოლო დროის, ყველაზე გახმაურებული შოუ კონცერტი გაიმართა.
13 ივნისი 2026, 11:54
მსოფლიო
Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის მილიარდობით დოლარის გაყინული ფულის გადასაცემად ემზადება
არაბთა გაერთიანებული საამიროები მილიარდობით გაყინული დოლარის ირანისთვის გადაცემას დათანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


