imedi /  22 ოქტომბერი 2020, 17:08 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და ასე შემდეგ, პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

„გვინდა დავიწყოთ მადლობით გმირი პოლიციელების მიმართ, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს 43 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა. გამორჩეულია სამხარეო პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას გმირული ქმედება, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩაენაცვლა მძევლებს და უზრუნველყო მათი უვნებლად განთავისუფლება. მადლობა სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო სპეცოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებაში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც სპეცოპერაციის დაგეგმვითა და ჩატარებით უზრუნველყო 43-ივე მძევლის ეტაპობრივი განთავისუფლება.

გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია. სპეცოპერაციის მთავარი მიზანი - 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლება შესრულებულია. ახლა მთავარია, სპეცოპერაცია წარმატებით იყოს ბოლომდე მიყვანილი. დარწმუნებულები ვართ, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდება.

ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არაჯანსაღ საქციელს, რისი თვითმხილველიც გუშინ მთელი დღის მანძილზე გახდა ქართული საზოგადოება.

ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და ასე შემდეგ, პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები.

არანაკლებ შემაშფოთებელია ამ ადამიანების დღევანდელი გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს საზოგადოების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2020, 23:56

სპორტი

„ვიაიეს ინტერიასის" ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადომას ხსოვნას პატივი არ მიაგო

მან განაცხადა, რომ უარს ამბობს პატივი სცეს პედოფილისა და მოძალადის ხსოვნას. დაპენა წუთიერი დუმილის დროს ზურგით შებრუნდა და ფეხზე დგომის ნაცვლად იჯდა.

კინო

29 ნოემბერი 2020, 23:36

კულტურა

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ონლაინ კინოჩვენებები იმართება Facebook-ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

29 ნოემბერი 2020, 23:22

სპორტი

„მილანმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო 26 წელიწადში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როსონერიმ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას" 2:0 დამარცხების შემდეგ 9 ტურში 23 ქულა დააგროვა, ასეთი კარგი შედეგი კი გუნდს ბოლოს 1994 წელს ჰქონდა.

ლეოპოლდო ლუკე და დიეგო მარადონა

29 ნოემბერი 2020, 23:20

მსოფლიო

დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

ტოკიო 2020

29 ნოემბერი 2020, 23:03

ეკონომიკა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება ორგანიზატორებს სულ მცირე $1.9 მილიარდი დაუჯდებათ

ხარჯებს ბევრი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასები, არენების შენახვა-მომსახურება და გაყიდული ბილეთების საფასურის დაბრუნება. გაზრდილ ხარჯში არ შედის ის თანხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხმარდება.

ვალენტინა (Valentina)

29 ნოემბერი 2020, 23:01

კულტურა

საბავშვო ევროვიზის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

სტრასბურგის სასამართლო

29 ნოემბერი 2020, 22:40

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მლნ ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა7 საჩივარზე დაადასტურა, საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა საფრანგეთში პანდემიის დროს - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„იმედის“ ევროპის ბიურო, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში მდებარეობს უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება გადაიღოს და ამჯერად საფრანგეთში ჩავიდნენ.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

29 ნოემბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი ადასტურებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან ონლაინ-შეხვედრაზე სერგეი გავრილოვზე საუბარი არ ყოფილა

„ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“, - ამბობს კარასინი.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 22:07

COVID19

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

მისი მკურნალი ექიმის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რადგან სახეზე იყო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

კახა კუჭავა

29 ნოემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

„ქართველი ამომრჩევლის ნება იყო, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო ეს პარლამენტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ამაზე უარის თქმა პირველ რიგში არის ამომრჩევლის ნებაზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ, იქნება მიღწეული შეთანხმება“,- განაცხადა კუჭავამ.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 22:03

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

„არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ, ეს შეუძლებელია. ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა და ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“,- განაცხადა ერცვაძემ.

29 ნოემბერი 2020, 21:44

COVID19

რა შეზღუდვები და შეღავათები მოქმედებს საქართველოში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემის სირთულეებსა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კი იმ შეღავათებზე საუბრობენ, რომლებითაც პანდემიიდან გამომდინარე ბიზნეს-სექტორის წარმოამდგენლები სარგებლობენ.

29 ნოემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა - ნანა ალექსანდრია მსოფლიო ჩემპიონად

„გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა: ნონა გაფრინდაშვილმა ნებაყოფლობით თქვას უარი ყველა ტიტულზე და ნანა ალექსანდრია ავტომატურად გამოცხადდეს მსოფლიოს ჩემპიონად“, – წერს ნაცვლიშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 21:24

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საკუთარი თავისთვის ძალიან საინტერესო პაციენტი ვიყავი

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები“, - ამბობს ცერცვაძე.

29 ნოემბერი 2020, 20:56

რეგიონი

ბათუმში, ფიტნესკლუბში „რეფორმერი“ პოლიციამ სავარაუდოდ, ერთი მოქალაქე დააკავა

ბათუმში, „რეფორმერი ფიტნესის" შენობის მიმდებარედ, რომელიც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიციაა მობილიზებული.

შსს

29 ნოემბერი 2020, 20:53

სამართალი

პოლიციამ სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია 1 პირი

გავრცელებული ინფორმაციით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომელთაც ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ჰქონდათ. აფთიაქის თანამშრომლებმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ორივე პირი ადგილზევე შეაჩერა. როგორც ამ დროისთვის დგინდება, ერთი მათგანი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე 20 წლამდე ასაკის.

ფორმულა 1 ავარია

29 ნოემბერი 2020, 20:26

სპორტი

„ფორმულა 1-ის“ ბაჰრეინის გრან-პრიზე რომენ გროჟანის ბოლიდი აფეთქდა. ვიდეო

ფრანგი სპორტსმენი პირველივე წრეზე რუს დანიილ კვიატის ბოლიდთან კონტაქტის შემდეგ ჯებირებს შეეჯახა. შედეგად გროჟანის ავტომობილი აფეთქდა და მას ცეცხლი წაეკიდა.

ირლანდია საქართველო

29 ნოემბერი 2020, 19:58

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიელთა უპირატესობით, ანგარიშით 20-7 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, როდესაც ბილი ბერნსმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. მე-16 წუთზე გიორგი ლელო გიორგი კვესელაძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

29 ნოემბერი 2020, 19:37

მსოფლიო

პოლიციამ დიეგო მარადონას ექიმის სახლსა და კლინიკაში ჩხრეკა ჩაატარა

ლეგენდარული ფეხბურთელი 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაადგენენ ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან.