ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

ფოტო: არქივი
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.
ცესკოს ინფორმაციით, იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებს მოქალაქეების მოთხოვნებს.
„შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება.
აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.
შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 7000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო შეტყობინება ეგზავნება ყველა პირს, რომელთაც მითითებული აქვთ საკონტაქტო ინფორმაცია.
მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამება გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს. შემდგომში ცესკოს განკარგულებით მტკიცდება ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე მიეწოდება საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს.
საარჩევნო ადმინისტრაცია შეახსენებს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე იწურება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, - აცხადებენ ცესკოში.
ყველა სიახლე

13 მაისი 2025, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 მაისს ქუთაისში დღისით +19 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

13 მაისი 2025, 01:39
მსოფლიო
CNN: ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა
ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN-ი.

13 მაისი 2025, 00:45
ტექნოლოგიები
რა იმალება ანტარქტიდის ყინულის ქვეშ?
მეცნიერების აცხადებენ, რომ ყინულით დაფარული სამყაროს შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება ყინულის დნობის შემთხვევაში.

13 მაისი 2025, 00:33
მსოფლიო
ICAO-ს საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

13 მაისი 2025, 00:26
კულტურა
„ევროვიზია 2025“-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება
მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე კი მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.

12 მაისი 2025, 23:11
მსოფლიო
ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, შესაძლებლობების ფანჯარა გამოიყენონ
თურქეთი მზად არის და მოხარული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

12 მაისი 2025, 22:35
რეგიონი
ბათუმში ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება
ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მაყურებელი სხვადასხვა თემატურ ლიტერატურასა და ხელოვნების ნიმუშებს გაეცნობა, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმებიდან. ფესტივალში მონაწილეობენ სასულიერო პირები, საქართველოს ტაძრების მგალობლები, სალოტბარო სკოლები, მუსიკოს-შემსრულებლები და მსახიობები.

12 მაისი 2025, 22:16
კულტურა
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები მსმენელის წინაშე ორი საანგარიშო კონცერტით წარდგნენ
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ევგენი მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კონცერტი გაიმართა.

12 მაისი 2025, 22:03
სპორტი
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ განაცხადა.

12 მაისი 2025, 21:58
საზოგადოება
„ეს დღე ჩვენია“ - 26 მაისს ანრი ჯოხაძე გრანდიოზულ სოლო კონცერტს გამართავს
„ეს დღე ჩვენია“ - ამ სახელწოდებით 26 მაისს ანრი ჯოხაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ სოლოკონცერტს გამართავს.

12 მაისი 2025, 21:37
პოლიტიკა
რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - ორმა ადამიანმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანა.

12 მაისი 2025, 21:36
მსოფლიო
ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართულ სატელეფონო საუბარზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის საკვანძო დეტალები, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.

12 მაისი 2025, 21:19
პოლიტიკა
ევროდირექტივა უპირველეს ყოვლისა - სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის პოლიტიკური მრწამსი დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სალომე სამადაშვილის განცხადება მისი თანამოაზრეების პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავს. როდესაც მთავარი არა ხალხი, არამედ უცხოური დირექტივაა, ელექტორატთან კავშირის გაწყვეტაც ლოგიკური შედეგია.

12 მაისი 2025, 21:08
პოლიტიკა
გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა - ევროპელი დეპუტატები საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა. ევროპის გვიანი გამოფხიზლება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

12 მაისი 2025, 20:55
მსოფლიო
ტიერი მარიანი: საქართველოში არასამთავრობოებმა 2019-2024 წლებში ევროკავშირიდან 47 პროექტისთვის 46 მილიონი ევრო მიიღეს. დიდი თანხაა, შეგიძლია, ბევრ რამეს მოახმარო. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია
ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა - სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის, მგონი ცოტა. მომზადებულია აუდიტის ანგარიში, რომელიც ბევრისთვის ტრაგედიაა, - განაცხადა ევროპარლამენტმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას.

12 მაისი 2025, 20:40
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

12 მაისი 2025, 20:39
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში: ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რისთვის მიდის ჩვენი ფული. თუ არასამთავრობო იღებს ფულს, უნდა ვიცოდეთ რისთვის იხარჯება და ხომ არ ხდება ირიბად რამე სხვა მიზნით პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება
მისივე თქმით, პარლამენტში გამჭვირვალეობის ასპექტი გახდა მნიშვნელოვანი, ამის გამო ბოლო თვეებია და მომავალშიც ნახავთ უფრო მეტ და მეტ ინიციატივას მაგიდაზე, რომელიც გამჭვირვალეობას გაუწევს პრომოუშენს

12 მაისი 2025, 20:34
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

12 მაისი 2025, 20:27
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ასევე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

12 მაისი 2025, 20:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილის მცდელობებით, შექმნილია გარკვეული სირთულეები და ჩვენ ველოდებით ამ სირთულეების გადაწყვეტას. ბურთი ახლა ევროკავშირის მხარესაა
კონფერენციის მსვლელობის მომენტში, საქართველო არის ლიდერი ბევრ კანდიდატთან შედარებით; საქართველო არის ლიდერი ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი სხვადასხვა პარამეტრით და უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ისეთი მოპყრობა, რომელსაც ის არ იმსახურებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.