imedi /  26 ოქტომბერი 2020, 17:30 / სანდო წყარო

ოპოზიცია ცესკოს საარჩევნო ყუთის მოთხოვნის წესების გამო აკრიტიკებს

საარჩევნო ყუთი ცესკო

ოპოზიცია ცესკოს დადგენილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციაში მყოფ ან კოვიდინფიცირებულ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნისთვის ვადა დღეს ეწურებათ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლებას ართმევს.

„26-ის მერე ვინც დაინფიცირდება და ამ ტემპით, როგორი ტემპითაც საქართველოში ეპიდემია იზრდება, ასეთი ადამიანების რაოდენობა იქნება ბევრი. ეს ერთი. ამიტომ, სახელმწიფო პირდაპირ ართმევს მათ (ხმის მიცემის უფლებას), იმიტომ, რომ არ შეუძლია მენეჯმენტი, იმიტომ, რომ გაყალბების სხვა მანიპულაციებზე ფიქრობს, პირდაპირ ართმევს მათ კონსტიტუციის გათვალისწინებულ უფლებას“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ამ მეთოდით მმართველი გუნდი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირებას ცდილობს.

„საარჩევნო ადმინისტრაციას ზომაზე მეტი ფინანსები აქვს, იმისთვის, რომ დააორგანიზოს ის, რომ ბოლო დღემდე ვინც იქნება თვითიზოლაციაში, ან ვისაც კორონავირუსი დაუდგინდება, ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ყველა ამ მანიპულაციას ადგილი აქვს ერთი რამისთვის - „ქართულ ოცნებას“ უნდა როგორმე შეამციროს ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნებთან. ფიქრობენ, რომ ეს მათ უშველის“, - მიიჩნევს ვაშაძე.

ნინო ბურჯანაძე კი ფიქრობს, რომ ამით მმართველი გუნდი გაყალბებისთვის ემზადება და სულ მცირე 30-50 ათას ხმას მიიღებს.

„ერთმნიშვნელოვნად, ეს არის დადგენილება, რომელიც ამზადებს საფუძველს იმისთვის, რომ გაყალბდეს არჩევნები და მინიმუმ 30-50 ათასი ხმა, შეიძლება მეტიც, დაიმატოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ დადგენილებით, იმიტომ, რომ არავინ იცის რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში, არავინ იცის ვინ წაჰყვება ყუთებს, არავინ იცის ვინ დათვლის ამას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დღეს ცესკოში განაცხადეს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მომართა.

ყველა სიახლე

ევროპელ მკვლევართა ღამე

27 ნოემბერი 2020, 21:22

საზოგადოება

პირველად ისტორიაში საქართველო „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ მასპინძლობს

2020 წლის 27 ნოემბერს საქართველო პირველად უერთდება 29 ქვეყანას „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო აღნიშვნას. ღონისძიება მთელი ევროპის მასშტაბით იმართება და მისი მიზანია მეცნიერებისა და ფართო საზოგადოების დაახლოება

27 ნოემბერი 2020, 21:21

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 022 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 022 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 521 ადამიანი გარდაიცვალა.

მიხეილ სადრაძე

27 ნოემბერი 2020, 21:13

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: დაკავებულთა ადვოკატებს საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დრომდე არ მოუთხოვიათ

დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ და განაცხადეს, რომ დაკავებულების ადვოკატებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს დოკუმენტაცია, რითაც შეკრებილების თქმით, მათი უდანაშაულობა დასტურდება.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:58

COVID19

ბექა დოჭვირი: მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი დავიჭიროთ შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის

რეგულაციების შემოღებისას, ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები.

დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი 2020, 20:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენი თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც დაამტკიცებს, რომ „80 მილიონი ხმა“ თაღლითურად არ მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლის პირობა დაასახელა.

ილია მეორე

27 ნოემბერი 2020, 20:23

საზოგადოება

ილია მეორე მრევლს მიმართავს

საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. „ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

27 ნოემბერი 2020, 20:17

ეკონომიკა

New York Times-ი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის „Lost Eden“-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა „The New York Times“-ი სტატიას აქვეყნებს.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:15

COVID19

ბექა დოჭვირი: რეგულაციები მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე

დღევანდელი რეგულაციები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე მთავრობა კონსულტაციებს აწარმოებდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

27 ნოემბერი 2020, 20:12

მსოფლიო

ოფიციალური თეირანი ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელის კვალზე საუბრობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ სერიოზული მინიშნებები არსებობს იმის თაობაზე, რომ ისრაელს ირანელი ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობასთან კავშირი აქვს.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:07

ეკონომიკა

ბექა დოჭვირი მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტებზე: ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან

ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა.

აქსელ ფიშერი

27 ნოემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

აქსელ ფიშერი: საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის პარალელურად რუსეთი ქვეყნის ორი რეგიონის ანექსიას განაგრძობს

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია-CDU) და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე, 2020 წლის 12 ივნისს, სოჭში შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ასლან ბჟანიას შეთანხმებას ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 19:44

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა.

ალეკო ელისაშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით ანგარიშდება, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკოს დაწერილ შედეგს

პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკო-ს დაწერილ შედეგს, - ამის შესახებ Facebook-ზე „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს.

27 ნოემბერი 2020, 19:28

COVID19

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში COVID19-ით ექიმი ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა. ის ტრავმატოლოგი იყო და ინტრვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

რაულ თუთარაული

27 ნოემბერი 2020, 19:19

სპორტი

რაულ თუთარაულმა ბრძოლა 14 წამში მოიგო

რაულ თუთარაულმა „ასა 114“-ის ორგანიზაციის ეგიდით პირველი ბრძოლა 14 წამში მოიგო. ქართველი მებრძოლის მეტოქე ბოსნიელი დრაგოლუბ სტანოიევიჩი იყო. მეტოქისთვის მიყენებული რამდენიმე უძლიერესი დარტყმის შემდეგ ექიმებმა ბოსნიელისთვის დახმარება სცადეს, თუმცა მან წამოდგომა ვეღარ შეძლო და ოქტაგონიც სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

27 ნოემბერი 2020, 19:06

COVID19

Reuters: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:05

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია

„მთავარია ორი თვის განმავლობაში წარმატებულად ვმართოთ ის პროცესი, რომელსაც წარმატებულად შევეჭიდეთ და მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ხატია დეკანოიძე

27 ნოემბერი 2020, 18:50

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება

თუ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება, - ამის შესახებ Facebook-ზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

27 ნოემბერი 2020, 18:36

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი თეირანის მახლობლად მოკლეს

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანელი ფიზიკოსი, მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელად მიიჩნევა, თეირანის მახლობლად მოკლეს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 18:34

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი მისიაა გვერდში დავუდგეთ ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან

ჩვენი მთავრი მისია დღეს ისაა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ეკონომიკურ დარგებს, რომელიც პირველ რიგში ქმნიან სამუშაო ადგილებს, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.