კახა კუჭავა: ე.წ. დამკვირვებლები შეეცდებიან დისკრედიტაცია მოახდინონ არჩევნების, რომელსაც ჩვენ მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩავატარებთ
კახა კუჭავა
ფოტო: არქივი
გლობალური პანდემია შეეხო არ მარტო საქართველოს არამედ, ყველა ქვეყანას. ჩვენ გვიწევს ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათაც, როგორც საქართველოს, მოუწია გარკვეული წესების შეცვლა და ახალ რეალობასთან შეგუება. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტს, ამ კუთხითაც ყველა არჩევნებს შეეხო ეს. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება იმის თაობაზე, რომ 7-კაციანი ჯგუფი ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას საქართველოში თუმცა, ჩვენ გვეყოლება სხვა დამკვირვებლები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, ოდირის მიერ იდენტიფიცირებული იქნა, რომ არსებობენ გარკვეული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან.
„ჩვენ გავაკეთეთ პატარა ანალიზი და კატალოგი დაურიგდება ყველას, რადგან ყველამ უნდა იცოდეს რეალურად ისინი ვისაც თავი მოაქვთ, რომ არიან დამოუკიდებლები - რამდენად არის პირდაპირ კავშირში ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან, გამგეობის წევრობიდან დაწყებული, დამფუძნებლები და დღესაც, ამა თუ იმ ორგანიზაციის აქტიური წევრები, რომლებიც უნდა გამოვიდნენ და გააკეთონ განცხადებები რომ არიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები. ისინი საჩივრებით თუ განცხადებებით შეეცდებიან გარკვეული დისკრედიტაცია მოახდინონ იმ არჩევნების, რომელსაც ჩვენ ნამდვილად თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატარებთ. ეს ინფორმაცია, რასაც თქვენ აქ ნახავთ არის სრულიად საჯარო, ეს არის მოპოვებული სხვადასხვა ოფიციალური ვებგვერდებიდან, ფეისბუქ-პოსტებიდან, იუთუბ არხებიდან და ა.შ. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ შეიძლება საჯაროდ იყოს ცნობილი და თქვენთვის ხელმისაწვდომი არ იყოს“, - განაცხადა ვიცე სპიკერმა.
მისი თქმით, უზრუნველყოფილი იქნება რომ შეგროვებული ინფორმაცია მიეწოდოს იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც ქვეყანაში არჩევნებისთვის ჩამოდიან და მათაც, ვინც უკვე აქ არიან, ასევე, ეს ინფორმაცია მიეწოდებათ საელჩოებსაც და ყველა დაინტერესებულ პირს. მისი განმარტებით, იყო ასეთი პრაქტიკა, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლებს თავიანთ ანგარიშებში გარკვეული განცხადებების ჩაწერა მოუწიათ, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა რომ იყო სიცრუე.
„ზუსტად ამის პრევენციას ემსახურება ეს, წინასწარ იცოდეს ყველამ, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებას არ შეიძლება პირდაპირ ვენდოთ. ეს უნდა გადამოწმდეს სანამ ამა თუ იმ ანგარიშში მოხვდება. აქ ასევე, მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით დაგვენერგა დემოკრატიის ის სტანდარტი, როდესაც ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის სუბიექტურად განწყობილი - იყოს თუნდაც დამკვირვებელი ან მიოღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ეს ინფორმაცია იყოს გაცხადებული. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭირვალობას ამ ქვეყანაში - დაინტერესდებიან, შეისწავლიან და შემდგომ თავიანთ აზრსაც დადებენ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
საპარლამენტო უმრავლსობის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები, შეეცდებიან მოიძიონ მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები.
„ფაქტი ერთია. ის, რომ დაკავშირებულია რომელიმე ორგანიზაცია, რომელიმე პარტიასთან - ეს კანონდარღვევა არ არის. მათ ამის უფლება აქვთ. მთავარია, ვინ როგორ იყენებს ამ სტატუსს - ეს არის მნიშვნელოვანი. როდესაც ამბობ, რომ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია ხარ და შემდგომ აკეთებ ისეთ განცხადებას, რომელიც პირდაპირ, ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს და ცდილობ ამით არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო - ეს არის პრობლემა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
მანამდე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია, ან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული ოპოზიციასთან.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდათ მეხუთე კოლონას საქართველოში. ეს არის ე.წ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, მდიდარი NGO-ები, ესენი არიან რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები
ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდათ მეხუთე კოლონას საქართველოში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 13:04
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმიანება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეხება.
27 აგვისტო 2026, 13:00
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.
27 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში
„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
27 აგვისტო 2026, 12:48
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს
აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 12:43
მსოფლიო
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 12:32
მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით უკრაინაზე იერიშის დროს ხუთმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
27 აგვისტო 2026, 12:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.
27 აგვისტო 2026, 12:06
საზოგადოება
მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.
27 აგვისტო 2026, 11:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.
27 აგვისტო 2026, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა
კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:49
საზოგადოება
ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ
ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 11:49
კულტურა
„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.
27 აგვისტო 2026, 11:47
საზოგადოება
გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:42
ტაბლოიდი
ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅
ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.
27 აგვისტო 2026, 11:41
პოლიტიკა
ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში
ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.
27 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად
კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.
27 აგვისტო 2026, 11:28
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
27 აგვისტო 2026, 11:23
კულტურა
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄
გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.


