imedi /  28 ოქტომბერი 2020, 15:45 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი ლიეტუვის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

28 ოქტომბერს, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა მიულოცა ლიეტუველ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ, განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს. მინისტრმა ლიეტუვის მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ მეტად ღირებული დახმარებისთვის, რომელსაც ლიეტუვა უწევს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგი, ისევე როგორც, ძალიან აქტიური ურთიერთქმედება სხვადასხვა დარგობრივ უწყებას შორის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას, ხაზი გაესვა საერთაშორისო სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. აღინიშნა, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის აუცილებლობა და ამ კუთხით, თანამშრომლობის მეტად განვითარება.

მინისტრმა ელჩთან ასევე განიხილა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები, საუბარი შეეხო 2021 წელს დაგეგმილ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და საქართველოს მოლოდინებს. გარდა ამისა, მინისტრმა და ელჩმა მიმოიხილეს გლობალური საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება.

ლიეტუვის ახლადდანიშნულმა ელჩმა, თავის მხრივ, გამოხატა მზაობა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას, ახალი, საინტერესო პროექტების განხორციელებას, ორი მეგობარი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

01 დეკემბერი 2020, 22:25

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა განიხილავს თუ არა საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შეძენის საკითხს

„არის ქართული რეგულაცია, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, აქამდეც და ამის მერეც, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ყველამ იცით, რომ ვართ კოვიდის პლატფორმაზე (COVAX), გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები ვაქცინის გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპული თუ ამერიკული მწარმოებლები არიან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა“, - განაცხადა იმნაძემ.

01 დეკემბერი 2020, 22:23

ტექნოლოგიები

ხვალ საქართველოში ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიხსნება

GeoIGF 2020 - ში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი...

იენს სტოლტენბერგი

01 დეკემბერი 2020, 22:19

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით რუსეთი მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით რუსეთი მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

01 დეკემბერი 2020, 22:08

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავში, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს, 60 წელს გადაცილებულ ქალს შეეჯახა. ადგილზე მობოლიზებულია პოლიცია. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ეიფელიკს კოშკი კიბე

01 დეკემბერი 2020, 21:59

ტაბლოიდი

ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი 274,4 ათას ევროდ გაიყიდა

ლოტის საწყისი ფასი 40 ათას ევროს არ აღემატებოდა. სპირალური კიბის ფრაგმენტი 3 მეტრის სიმაღლისაა და წარსულში ის ეიფელის კოშკის მეორე და მესამე სართულებს აკავშირებდა.

01 დეკემბერი 2020, 21:50

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 287 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 21 138 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 287 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 6 335 878 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 173 120 ადამიანი გარდაიცვალა.

მაიკ პომპეო

01 დეკემბერი 2020, 21:48

მსოფლიო

ბერძნული მედია: მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის. ინფორმაციას ამის შსახებ ბერძნული მედია ბერძნულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკა მელია

01 დეკემბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

ნიკა მელია დიალოგზე: გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა

„ჩვენი გეგმა არის ცნობილი, ჩვენი შეფასება არჩევნების მიმართაც ცნობილია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა საარჩევნო დღეს და მანამდეც მომხდარი. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღეს არ ყალბდება, მანამდეც. გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს“.

ეიფელის კოშკი

01 დეკემბერი 2020, 21:32

მსოფლიო

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ ღირსშესანიშნაობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

მამუკა ხაზარაძე

01 დეკემბერი 2020, 21:29

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ოპოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით ერთიანია

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, ვიდრე არ შეიცვლება და არ მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელზეც ახლა მიმდინარეობს ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკებები, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რადიოტელესკოპი არესიბო

01 დეკემბერი 2020, 21:25

ტექნოლოგიები

პუერტო-რიკოში მსოფლიოში სიდიდით მეორე რადიოტელესკოპი ჩამოინგრა

წელს ტელესკოპზე კიდევ ორი ავარია მოხდა - აგვისტოსა და ნოემბერში. ორივე შემთხვევაში გასკდა ტროსები, რომლებიც მოწყობილობის პლატფორმას აკავებდა. ბოლო ინციდენტის დროს აღჭურვილობა დაზიანდა. NSF-ი „არესიბოს“ კონტროლირებულ განადგურებას გეგმავს, რადგან ობსერვატორიის დანგრევის უსაფრთხო გზა არ არსებობს.

01 დეკემბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

ნატოს ექსპერტთა ჯგუფი: ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა

ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის“, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

01 დეკემბერი 2020, 21:14

სპორტი

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ ერთად ივარჯიშა

​​​​​​​კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს „რუბინთან“ ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. „ბოლო ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ის ყაზანში დაბრუნდა და გუნდს შეუერთდა,“-ნათქვამია განცხადებაში.

01 დეკემბერი 2020, 21:10

ტექნოლოგიები

ჩინეთის ხომალდი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა

მისიის მიზანი მთვარის გრუნტის მოგვარებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად მოდულს 48 საათი აქვს. ამ დროის გასვლის შემდეგ აპარატი კაფსულას, სადაც დაახლოებით 2 კილოგრამი გრუნტი მოთავსდება, ორბიტალურ მოდულზე მოათავსებს, რომელიც დედამიწაზე დაბრუნდება.

01 დეკემბერი 2020, 20:57

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 603 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯეიმს აპატურაი

01 დეკემბერი 2020, 20:51

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: მინისტერიალზე შეთანხმდებიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში ნატოს ქმედებებს გააძლიერებს

„საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებული იყო ამ საკითხით . რა უნდა გავაკეთოთ და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად - აი, ეს მეტწილად უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ინფორმაციის გაცვლა, საქართველოს უნარის და შესაძლებლობების გაძლიერება სანაპირო თავდაცვის საკითხებში , რეფორმების მხარდაჭერა და ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემები.ძალიან ბევრი ახალი იდეაა. მხარდაჭერის დამატებითი ღონისძიებები აისახა ნატო -საქართველოს არსებით პაკეტში და ამასთან ერთად გადაწყვეტილებებს ვიღებთ ცალკე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ცალკე , მაგრამ დიდწილად ინტეგრირებული არსებით პაკეტთან. ნატოს მინისტრები შეთანხმდებიან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად პაკეტზე“, - აღნიშნა აპატურაიმ.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2020, 20:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება

გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

01 დეკემბერი 2020, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 19 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 785 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან ვარშალომიძე

01 დეკემბერი 2020, 20:35

პოლიტიკა

ლევან ვარშალომიძე ასლან ვაშაყმაძის მუქარაზე: ასეთი განცხადებების შემდეგ, ამ ბრძოლასა და ამ აქციაში მისი ადგილი არ არის

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ვარშალომიძე პოლიციელების მიმართ ოპოზიციური პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ადგილს ოპოზიციის აქციებზე ვერ ხედავს. „ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, უკვე ერთობლივად გავემიჯნეთ ამას. ჩვენი სახეობა არაა ძალადობა. პირდაპირ გეტყვით, ასეთი განცხადებების შემდეგ, არამედ, აქ მოსვლა, არამედ, ამ ბრძოლასა და ამ აქციაში მისი ადგილი არ არის“ - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

სერგეი ლავროვი

01 დეკემბერი 2020, 20:30

მსოფლიო

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას დნესტრისპირეთიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე.