IMEDI /  29 ოქტომბერი 2020, 01:13 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: დავით გარეჯის საკითხი პარტიულ ჭრილში არასოდეს განგვიხილავს, ეს არის ზეპარტიული საკითხი

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

გარეჯის საკითხი და მისი საინფორმაციო უზრუნველყოფა ოპოზიციისა და მისი კონტროლირებადი ტელევიზიების მხრიდან, შეიძლება პირდაპირ შეფასდეს, როგორც პოლიტიკური დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „პოზიციაში “ისაუბრა.

„თვეების განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზია და მისი სატელიტური სისტემა საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ დავით გარეჯთან მიმართებაში აქვს დაშვებული გარკვეული შეცდომები. ისინი ტკეპნიდნენ დამცავ გარსს, რომ შემდეგ ვინმეს კითხვა არ დაესვა იმასთან დაკავშირებით, რაც მათ სავარაუდოდ უკვე ჩადენილი ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს გამოაშკარავდა. საზოგადოებამ დაინახა ღია საკითხი და ეს დიდი კითხვის ნიშანი არის გამოძიების საქმე. საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, მოლაპარაკებების დროს საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გამოეყენებინა 1938 წლის რუკის ორიგინალი, რომელიც საქართველოს აყენებდა უპირატეს პოზიციაში და მაღალი ალბათობით, შესაძლებელი იყო, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ეს ნაწილიც, რომელიც დღეს სადავოა მოქცეულიყო საქართველოს საზღვრებში. არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, დაეყრდნენ ისეთ რუკებს, რომლებიც საქართვლოს წამგებიან პოზიციაში აყენებდა. ამას აჩვენებს ის შედეგი, რაც დემარკაციის დროს იყო მიღებული. როდესაც ეს ფაქტი გამოაშკარავდა გამოძიება დაიწყო კონკრეტული პირების მიმართ და მათ აქვთ საშუალება თავი იმართლონ, ჰყავთ ადვოკატები, არსებობს სასამართლო. ამ დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები იწყებენ ორკესტრირებულ თავის მართლებას, რომ ეს მათ არ ჩაუდენიათ, მათ არაფერი დაუშავებიათ ამ საქმეში. და ვინ ეკითხებოდა, ან ვინ აბრალებდა მათ. სანამ მათ კითხვა ვინმემ დაუსვა, დაიწყეს ტავის მართლება. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა საერთოდ გაუგონარი განცხადება, წინსწრებით მისცა ჩვენება. შესაბამისად, კითხვის ნიშნებმა და ეჭვებმა კიდევ უფრო მოიმატა. ეს არის სასიგნალო საქმე, რადგან დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ეს არის ზეპარტიული საკითხი. ჩვენ არასოდეს ეს პარტიულ ჭრილში არ განგვიხილავს და დღესაც ამას ვხედავთ, როგორც ერის გამაერთიანებელ საკითხს, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ახალი გარემოებებით დავსხდეთ აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკებებში. ვცადოთ რაც შეგვიძლია, რომ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადავჭრათ ეს საკითხი მეგობრულად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

24 ნოემბერი 2020, 09:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედვად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით. ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდს“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“გვერდზე.

24 ნოემბერი 2020, 08:49

საზოგადოება

დღეს საქართველოში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ

სინოპტიკოსები 24 ნოემბერს ქუთაისში მცირე მოღუბლულობას პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. მზიანი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +17 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 08:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო განცხადებები სიტუაციის ზუსტ შეფასებას ემყარება

მისივე თქმით, ეს არის განცხადებები, რომელიც ემყარება სიტუაციის ზუსტ ანალიზს. „ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. თუნდაც ის ამბავი, რომ ოპოზიცია უარს ამბობს გადათვლაზე, ვიდეოთვალის გახსნაზე, ეს მეტყველებს იმაზე რომ ამ განცხადებებს საფუძველი გააჩნია“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ლინკოლნ მიტჩელი

24 ნოემბერი 2020, 08:11

პოლიტიკა

ლინლკოლნ მიტჩელი: ტრამპის გადაწყვეტილებებმა ბევრ ამერიკელ მოკავშირეს შეუქმნა პრობლემები, მაგრამ საქართველო ამას გადაურჩა

ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, როდესაც 2016 წელს, დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, საქართველოსთვის, ათწლეულების მანძილზე ამერიკასთან ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები საფრთხის წინაშე დადგა, რადგან ტრამპმა აირჩია ამერიკის იზოლაციური როლი მსოფლიო პოლიტიკაში.

შარლ მიშელი

24 ნოემბერი 2020, 01:05

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჯო ბაიდენი 2021 წელს ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე მიიწვია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საიუბარი გამართა.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორის ჯონსონი

24 ნოემბერი 2020, 00:44

COVID19

ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

24 ნოემბერი 2020, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 ნოემბერი 2020, 00:10

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

23 ნოემბერი 2020, 23:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 501 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

23 ნოემბერი 2020, 23:54

COVID19

ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

23 ნოემბერი 2020, 23:46

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 512 ადამიანი გარდაიცვალა.

23 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 206 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

23 ნოემბერი 2020, 23:36

მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

კახეთი

23 ნოემბერი 2020, 23:24

COVID19

კახეთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 70-ით გაიზარდა და ვირუსის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,711-ს მიაღწია. ბოლო ინფორმაციით რეგიონში კოვიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 158, გურჯაანი-569, დედოფლისწყარო -224, თელავი - 789, ლაგოდეხი - 297, საგარეჯო -257, სიღნაღი-177 და ყვარელი -240.

ესპანეთის მეფე ფილიპე VI

23 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე ფილიპე VI კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას ამის შსახებ ესპანეთის სამეფო სახლი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

23 ნოემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდი ავრცელებს.

23 ნოემბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

PACE: საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

თემურ ქეცბაია

23 ნოემბერი 2020, 22:05

სპორტი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვაში უმაღლესი დივიზიონის კლუბებიდან ყველა მისი კოლეგა მონაწილეობდა და 13 მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქართველ სპეციალისტს მისცა.

ლევან რატიანი

23 ნოემბერი 2020, 21:51

COVID19

ლევან რატიანი: თუ ერთმანეთზე მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ

„ძალიან რთულია, როდესაც საშველად გთხოვს პაციენტი და ვერ ეხმარები. იმედია ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ხვალიდან ყველა ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ რომ ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავალთ. თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.