imedi /  30 ოქტომბერი 2020, 21:05 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი: გახსოვდეთ საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავუწბილოთ მათ ეს იმედი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.

ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი - ჩვენი ძმები და დები არიან.

გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავუწბილოთ მათ ეს იმედი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ვერავინ და ვეღარასდროს გაბედოს მსახურად დაიყენოს ხალხი, დაჩაგროს და ღირსება შეულახოს მათ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში აღარასოდეს დაისადგუროს შიშმა და უსამართლობამ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მოქალაქემ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც არ იგრძნოს მიტოვებულად თავი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ადამიანს უსახსრობის გამო არ ეშინოდეს ექიმთან მისვლის. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქართველ კაცს არასოდეს მოუწიოს აჩეხოს ვაზი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ევროპული ხარისხის განათლების საქართველოში მიღების გარანტია, ჩვენ ოჯახებს - კეთილდღეობა, ხანდაზმულებს კი - ღირსეული სიბერე. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ურღვევი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა გაგრძელდეს ქვეყნის შენება და დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. მოდით, კვლავაც ერთად ვატაროთ ჩვენი ქვეყანა გამარჯვების გზაზე და კვლავაც ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

18 ივნისი 2025, 22:25

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თემა აღარ აქვთ და ახალი „ფეიკი“ გამოაცხვეს, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

თემა აღარ აქვთ და ახალი „ფეიკი“ გამოაცხვეს, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, - წერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

დანილო დელა ვალე

18 ივნისი 2025, 22:13

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: ჟურნალისტების დაკავება ხდება ყველგან

დღეს [ამერიკაში] დაახლოებით 300 ადამიანია დაკავებული [საპროტესტო აქციების ფონზე], ჟურნალისტების დაკავება ხდება ყველგან, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, დანილო დელა ვალემ.

რატი იონათამიშვილი

18 ივნისი 2025, 21:58

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: აგენტურულ ოპოზიციას უდგას არამხოლოდ კრიზისი, არამედ აპოკალიფსი

აგენტურულო ოპოზიციას უდგას არა მხოლოდ კრიზისი, არამედ აპოკალიფსი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას განცხადებას, რა დროსაც მან 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლა დააანონსა.

18 ივნისი 2025, 21:47

სამართალი

ვეტერანების შეურაცხყოფა და დარბევა, ახალგაზრდების პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა - საგამოძიებო კომისიამ კიდევ ერთი სხდომა დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანმიმართული სასტიკი ანგარიშსწორება, არაადამიანური მოპყრობა და საზოგადოებაში შიშის გავრცელება.

 ილია ინჯია

18 ივნისი 2025, 21:39

პოლიტიკა

ილია ინჯია: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენმა დელეგაციამაც და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციამაც აღნიშნა, ეს არის იმ მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენმა დელეგაციამაც და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციამაც აღნიშნა, ეს არის იმ მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

18 ივნისი 2025, 21:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ისევე როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე

ბრიტანეთის საელჩომ თითქოს რაღაც გაისროლა იმით, რომ ახსენა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

არჩილ კალანდია

18 ივნისი 2025, 21:23

პოლიტიკა

არჩილ კალანდია შალვა პაპუაშვილის თურქეთში ვიზიტზე: თურქეთთან სტრატეგიულ- პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. საერთო ჯამში, ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო

თურქეთთან სტრატეგიულ- პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, - განუცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძე

18 ივნისი 2025, 21:19

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება - საპარლამენტო გუნდის მხრიდან ყველა საგამოძიებო ორგანოს სრული მხარდაჭერა ექნება ამ ბრძოლაში

[ნარკოდანაშაულთან] უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. მისი თქმით, ამ გამოწვევასთან ბრძოლაში ყველა საგამოძიებო ორგანოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება.

ირაკლი კობახიძე

18 ივნისი 2025, 21:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება

იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში - მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა, გაგრძელდება ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

თორნიკე ჭეიშვილი

18 ივნისი 2025, 21:08

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ნარკოტრეფიკზე: საკანონმდებლო ცვლილებებთან, შესაბამის რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია ტანდემში შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას. დღევანდელი ეპიზოდი არის მნიშვნელოვანი ეტაპი პრობლემის დამარცხების გზაზე

საკანონმდებლო ცვლილებებთან, შესაბამის რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია ტანდემში შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა ნარკოტრეფიკთან დაკავშირებით.

დავით ჩიხელიძე

18 ივნისი 2025, 21:04

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, რაც მოკლე ფეხებიანი ტყუილია

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანი ტყუილია,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

18 ივნისი 2025, 21:00

სამართალი

გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს თვითნებურად განთავსებაზე: მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში არ უნდა მცოდნოდა და არც მქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ, ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით

მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში არ უნდა მცოდნოდა და არც მქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ, ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, - განუცხადა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს თვითნებურად განთავსებასთან დაკავშირებით.

ნინო ფოჩხუა

18 ივნისი 2025, 20:55

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული, წამსვე ფეიკს ფეიკზე უგონებენ - ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება

„ამათი საქმე როგორ არის ხომ იცით, ვინმე თუ გამოჩნდა დღის განმავლობაში, ასეთი დღეს მიშა მესხი იყო, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული და იხსენებდა იმ სისასტიკეს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა, წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ ექცევიან და ფეიკს ფეიკზე უგონებენ“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

18 ივნისი 2025, 20:44

საზოგადოება

კულტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის, შემდგომი რეაბილიტაციის და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანის და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ნინო ლაცაბიძის ორგანიზებით კულტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის, შემდგომი რეაბილიტაციის და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

18 ივნისი 2025, 20:44

პოლიტიკა

ოპოზიციამ რევოლუცია ვერ მოაწყო - წარუმატებელ გეგმას „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ყოფილი წევრი აღიარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიზანი, ძალადობრივი რევოლუცია და ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა - ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, ბორის ჩელეყურუა აღიარებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რევოლუციას აწყობდნენ, თუმცა მათი ქმედებები წარუმატებელი გამოდგა.

18 ივნისი 2025, 20:42

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროში წიგნის - „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - კახეთი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროში წიგნის - „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - კახეთი“ პრეზენტაცია გაიმართა.

18 ივნისი 2025, 20:30

პოლიტიკა

პარლამენტის წევრები უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

18 ივნისი 2025, 20:30

პოლიტიკა

ანტიკორუფციული ბიურო მოქალაქეთა პირადი ან პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას არ ითხოვს - უწყება რამდენიმე NGO-ს დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ამხელს

უწყება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ამხელს. ბიუროს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამოცანა გამჭვირვალობის დაცვაა კანონის ფარგლებში.

18 ივნისი 2025, 20:26

პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩოს მორიგი პოლიტიკური გზავნილი - რატომ მოითხოვს დიპლომატიური უწყება თვითმმართველობის არჩევნებზე იმ ორგანიზაციის მონიტორინგს, რომლის შეფასებასაც არ ენდობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიტანეთის საელჩოს მორიგი პოლიტიკური გზავნილი. დიპლომატიური უწყება ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებს ეხება და იმ ორგანიზაციის მონიტორინგს მოითხოვს, რომლის შეფასებასაც არ ენდობა.

18 ივნისი 2025, 20:24

პოლიტიკა

ქართულ-თურქული ურთიერთობები და საპარლამენტო კავშირები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დასრულებულია. „ქრონიკა“ თურქეთიდან

პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთში ვიზიტი დაასრულა.