Imedi /  31 ოქტომბერი 2020, 10:57 / სანდო წყარო

კახა კალაძე: არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე

კახა კალაძე

კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალძემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.

ხმის მიცემის შემდგ მან მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს აქტიურობისთვის.

„პირველი რაც მინდა აღვნიშნა, რომ უბნებზე ხალხმრავლობაა და მოსახლეობას მადლობა მინდა გადავუხადა, იმისათვის, რომ ყველა იხდის თავის მოქალაქეობრივ ვალს.

რაც შეეხება ჩემს არჩევანს. მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2020, 20:56

რეგიონი

ბათუმში, ფიტნესკლუბში „რეფორმერი“ პოლიციამ სავარაუდოდ, ერთი მოქალაქე დააკავა

ბათუმში, „რეფორმერი ფიტნესის" შენობის მიმდებარედ, რომელიც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიციაა მობილიზებული.

შსს

29 ნოემბერი 2020, 20:53

სამართალი

პოლიციამ სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია 1 პირი

გავრცელებული ინფორმაციით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომელთაც ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ჰქონდათ. აფთიაქის თანამშრომლებმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ორივე პირი ადგილზევე შეაჩერა. როგორც ამ დროისთვის დგინდება, ერთი მათგანი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე 20 წლამდე ასაკის.

ფორმულა 1 ავარია

29 ნოემბერი 2020, 20:26

სპორტი

„ფორმულა 1-ის“ ბაჰრეინის გრან-პრიზე რომენ გროჟანის ბოლიდი აფეთქდა. ვიდეო

ფრანგი სპორტსმენი პირველივე წრეზე რუს დანიილ კვიატის ბოლიდთან კონტაქტის შემდეგ ჯებირებს შეეჯახა. შედეგად გროჟანის ავტომობილი აფეთქდა და მას ცეცხლი წაეკიდა.

ირლანდია საქართველო

29 ნოემბერი 2020, 19:58

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიელთა უპირატესობით, ანგარიშით 20-7 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, როდესაც ბილი ბერნსმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. მე-16 წუთზე გიორგი ლელო გიორგი კვესელაძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

29 ნოემბერი 2020, 19:37

მსოფლიო

პოლიციამ დიეგო მარადონას ექიმის სახლსა და კლინიკაში ჩხრეკა ჩაატარა

ლეგენდარული ფეხბურთელი 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაადგენენ ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

ლეო მესი

29 ნოემბერი 2020, 19:10

სპორტი

ლიონელ მესიმ „ოსასუნასთან" გატანილი გოლი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა

„ოსასუნასთან" შეხვედრა კატალონიელებმა 4:0 მოიგეს და მესის გარდა სტუმართა კარში თითო ბურთი მარტინ ბრაიტვეიტმა, ანტუან გრიზმანმა და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი გუნდის არგენტინელი ლიდერი დასახელდა.

29 ნოემბერი 2020, 18:54

სპორტი

„ბოსტონის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა პოლ პირსმა, კალიფორნიაში სახლი $11 მილიონად გაყიდა

„ბოსტონის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა პოლ პირსმა კალიფორნიაში საკუთარი სახლი $11 მილიონად გაყიდა. ძვირადღირებული აგარაკი კალაბასის შტატში მდებარეობს, რომელიც პირსმა 2009 წელს 6.5 მილიონად შეიძინა და ახლა 4.5 მილიონით ძვირად გაყიდა.

29 ნოემბერი 2020, 18:48

რეგიონი

ქედაში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქედის მერთან ერთად საწარმოების მშენებლობა დაათვალიერა.

29 ნოემბერი 2020, 18:30

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩში ლელო დადო

მატჩის მე-16 წუთზე გიორგი კვესელაძემ ლელო დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. 30-ე წუთისთვის ანგარიშია 13-7 ირლანდიელების სასარგებლოდ.

29 ნოემბერი 2020, 18:29

რეგიონი

ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია დღეს ფოთის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის და ფოთის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

„მეზობელთა მარში“

29 ნოემბერი 2020, 18:15

მსოფლიო

ბელარუსში „მეზობელთა მარშის“ 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

მოქალაქეები ტრადიციულად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელთა მიხედვითაც ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. დღევანდელ დემონსტრაციას „მეზობელთა მარში“ უწოდეს. დემონსტრანტები ქუჩაში მცირე ჯგუფებად გადიან, მოგვიანებით კი ქალაქის ცენტრში აპირებენ შეკრებას.

29 ნოემბერი 2020, 17:32

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,170 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,170 ადამიანს გამოუვლინდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 118,195 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,361 ადამიანი. ვირუსისგან 73,676 პაციენტი განიკურნა.

ნიგერია ფერმერები

29 ნოემბერი 2020, 17:23

მსოფლიო

ნიგერიაში ფერმერებზე თავდასხმას 43 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა ბორნოს შტატში მოხდა, სადაც „ბოკო ჰარამის“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები მოქმედებენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ პარასკევს ფერმერებმა განაიარაღეს და დააკავეს „ბოკო ჰარამის“ წევრი, რომელიც მათ „აწამებდა“.

თბილისის ცენტრალი

29 ნოემბერი 2020, 17:09

ეკონომიკა

სავაჭრო ცენტრების დირექტორები რეკომენდაციების დაცვით ობიექტების გახსნას ითხოვენ

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების დირექტორები დღეს შეიკრიბნენ და ერთობლივი სამოშაო გეგმა შეიმუშავეს. დირექტორების განცხადებით, წინასაახალწლოდ რამდენიმე დღით დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის კარგ შედეგებს არ გამოიღებს. ამდენად, მათი მოთხოვნაა, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები რეკომენდაციების სრული დაცვით და ისინი მზად არიან, საამისოდ გაზრდილი სამუშაო საათებითაც იმუშაონ, ვიდრე წინასაახალწლოდ მხოლოდ რამდენიმე დღით მუშაობდნენ.

29 ნოემბერი 2020, 16:23

რეგიონი

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება

ლიდერები პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებსაც გამოეხმაურნენ. როგორც აქციაზე , „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ბექა დიასამიძემ განაცხადა, სახალხო მერიას აყალიბებენ, რომელიც ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

როი ჯონსონი და მაიკ ტაისონი

29 ნოემბერი 2020, 16:20

სპორტი

მაიკ ტაისონისა და როი ჯონსონის ბრძოლა ფრედ დასრულდა

შოუ 28 ნოემბერს, ლოს-ანჯალესში ჩატარდა. მონაწილეთა ასაკის გამო (ტაისონი 54 წლისაა, ჯონსი კი 51-ის) ბრძოლაში 12-ის ნაცვლად 8 რაუნდი იყო, თითოეული მათგანი 2 წუთს გრძელდება.

29 ნოემბერი 2020, 15:33

საზოგადოება

შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ „რეფორმერი ფიტნესი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა

ზურაბ ჯაფარიძე

29 ნოემბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში Reformer fitness-ის დარბაზი საცხოვრებელ ფართად იქირავა, - ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ ლაივ ჩართვისას განაცხადა. „საჯაროდ ვაკეთებ ასეთ რაღაცას, ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, რისი უფლებაც მაქვს, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება საცხოვრებელი სახლი, სანამ ეს რეგულაციები არსებობს. აქ ვაპირებ რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს მფლობელი ფართთან ერთად და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ სტუმრად ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 14:14

COVID19

კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინიკაში მიყვანისას კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა, ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია.

29 ნოემბერი 2020, 14:02

COVID19

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.