01 ნოემბერი 2020, 18:02 / სანდო წყარო

ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო

ჯიუტი ვარ, ცივი გონებით ბევრი ვიფიქრე და აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, ეს სამაჯური უსამართლობის სიმბოლოა და ძალადობრივია. მას აღარ შევიბამ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე და ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური ხალხში გადააგდო.

„ჩვენ ამ ომში ვართ და ვიქნებით, სანამ უახლოეს დღეებში არ გავიმარჯვებთ. ახლა, უკანდახევა ღალატია და ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ამ მოედანზე ყველა თაობას უბრძოლია და გაუმარჯვია. ისეთი ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. ზუსტად ვიცი, ვიჯდები ციხეში და ვუდგები თქვენთან ერთად ერი გაიმარჯვებს. სხვებს ვერ ვთხოვ, გამოდით და ვიბრძოლოთ მაშინ, როცა მე ვარ სამაჯურშებმული” – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის ივლისში დაუმაგრეს.

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტთან აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ნარკოტიკი

03 დეკემბერი 2020, 10:39

სამართალი

საქართველოში რუსეთის მოქალაქე 7 კგ „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ანჯელინა ფრიდმანი

03 დეკემბერი 2020, 10:39

COVID19

აშშ-ში 102 წლის ქალმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა

ფრიდმანი მოხუცებულთა პანსიონში ცხოვრობს, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი პირველად მარტში დაუდგინეს. მან კლინიკაში 1 კვირა გაატარა, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სიმპტომებიდან ქალს ცხელება აღენიშნებოდა.

03 დეკემბერი 2020, 10:34

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 22,046 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22,046 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 479 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1,106,789 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 17,602 ადამიანი გარდაიცვალა.

03 დეკემბერი 2020, 10:31

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

03 დეკემბერი 2020, 10:30

COVID19

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 9,5 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსის 35,551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,534,964-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 526 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 138,648-ს აღწევს. ჯამში 9 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

Trace International-

03 დეკემბერი 2020, 10:21

ეკონომიკა

Trace International: ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებს და ანგარიშებს, როგორიცაა Bertelsmann Stiftung, V-Dem Institute, World Justice Project, U.N. Development Program.

კრიშტიანუ რონალდუ

03 დეკემბერი 2020, 10:10

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა. ეს გოლი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, კიევის „დიანამოს“ კარში გაიტანა. ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაამარცხა, ამ შეხვედრის მეორე გოლი რონალდუს ანგარიშზეა. კრიშტიანუ რონალდუმ 750 გოლიდან, 450 „რეალის“ შემადგენლობაში გაიტანა, 118 - „მანჩესტერ იუნაიტედში“, 102 პორტუგალიის ნაკრებში, 75 - „იუვენტუსში“ და 5 ლისაბონის „სპორტინგში“.

03 დეკემბერი 2020, 10:05

სპორტი

ჟირუმ „სევილიასთან“ მატჩში პოკერი გაიფორმა

ლონდონის „ჩელსისა“ და „სევილიას“ შეხვედრა 34 წლის ოლივიე ჟირუს ბენეფისად იქცა. „ჩელსის“ ფორვარდმა მეტოქის კარში 4 ბურთი გაიტანა. „სევილიას“ ჟირუმ მე-8, 54-ე, 74-ე და 83-ე წუთზე გაუტანა. შეხვედრა ლონდენელტთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

ჰიუ კიას-ბიორნი

03 დეკემბერი 2020, 09:49

კულტურა

„შეშლილი მაქსის“ ვარსკვლავი ჰიუ კიას-ბიორნი გარდაიცვალა

კიას-ბორნმა კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას „შეშლილი მაქსში“ შესრულებულმა ბოროტი პერსონაჟის როლმა მოუტანა.

ბარაკ ობამა

03 დეკემბერი 2020, 09:35

COVID19

ბარაკ ობამა მზადაა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთოს

„თუ ექიმი (ენტონი) ფაუჩი მეტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, აუცილებლად გავიკეთებ აცრას. შემიძლია ეს საჯაროდ, კამერების წინ გავაკეთო და ვუთხრა ადამიანებს, რომ მეცნიერობას ვენდობი. გასაგებია ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ეჭვები, თუმცა მინდა შევახსენო თანამოქალაქეებს, რომ მხოლოდ ვაქცინაციით მოხერხდა ისეთი საშიში დაავადებების დამარცხება, როგორიცაა პოლიომელიტი, წითელა და ჩუტყვავილა“, - განაცხადა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა.

დმიტრო კულება

03 დეკემბერი 2020, 09:22

პოლიტიკა

დმიტრო კულება: მოხარული ვარ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად

„მოხარული ვარ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად. ფოკუსირებული დისკუსია იყო შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე. მივესალმები ნატოს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან“, - წერს კულება.

კორონავირუსი

03 დეკემბერი 2020, 09:12

COVID19

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების ინტენსიური პროგრამა იწყება

პირველ ეტაპზე შემოწმდებიან სიმპტომების მქონე პაციენტები. მოქალაქეს პასუხი ტესტირებიდან 20 წუთში ეცოდინება. ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით კერძო კლინიკები და ლაბორატორიებიც ისარგებლებენ.

თურქეთი ვაქცინაცია

03 დეკემბერი 2020, 08:58

COVID19

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ჩინურ პრეპარატს გამოიყენებენ

საწყის ეტაპზე თურქეთი ჩინეთისგან Sinovac-ის ვაქცინის CoronaVac-ის 10 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალს, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აცრიან.

ცესკო

03 დეკემბერი 2020, 08:50

პოლიტიკა

ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.

03 დეკემბერი 2020, 08:47

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად

„შეხვედრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სცენის მთავარ მონაწილეებს შორის არსებულ უთანხმოებასა და ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტის გამოცხადების საკითხსაც. მან ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად, არამედ კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალურ ეკონომიკური გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად. ყველა პარტიის ინტერესში შედის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობის აღსადგენად“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 08:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან

„ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ეკონომიკა დახმარება

03 დეკემბერი 2020, 08:14

ეკონომიკა

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

საუბარია იმ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე, რომელთაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო დროებით შეუჩერდათ საქმიანობა. მოქალაქეებმა 3-დან 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა გააკეთონ ელექტრონული განაცხადი, რის შემდეგაც ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

ამინდი

03 დეკემბერი 2020, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიანი ამინდი იქნება რუსთავშიც, დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღე იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

03 დეკემბერი 2020, 02:15

მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შსახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

03 დეკემბერი 2020, 02:08

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატები“ ისე მოქმედებდნენ, თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანონიერი ხმა უნდა დაითვალონ.