IMEDI /  03 ნოემბერი 2020, 12:30 / სანდო წყარო

ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძეს უნამუსო და პროვოკატორო უწოდა - ხმაურიანი დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება გუბაზ სანიკიძის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი მათგანის არ ეშინია და დადგა, დრო რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს.

„ოპოზიციამ ორიანზე ჩავატარეთ არჩევნები, შვიდი შტაბი გვქონდა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, როცა შეგვეძლო ერთი დიდი შტაბი გვქონოდა. არ დაიჯეროთ, არც ერთი ჩვენგანის არ ეშინია ბიძინას. სამჯერ მეტი რომ დავჯდეთ, არც ერთი ჩვენგანის, ჩემი ჩათვლით არ ეშინია. დგას ერთი დიდი კითხვის ნიშანი, ვისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს? - ბიძინა ივანიშვილს დედამიწაზე ერთი კაცის ეშინია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. არ დადგა დრო, რომ ჩამოვიდეს სააკაშვილი და ჩაერთოს ამ საქმეში?“, - განაცხადა სანიკიძემ.

აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს. „თქვენი არ ეშინია ბიძინას“, - მიმართა გუბაზ სანიკიძემ ნიკა მელიას, რასაც ნიკა მელიას მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „მართლა მოგზავნილი ხომ არ ხარ, რა გინდა რა, რას ემსახურება ეს?“.

„ვის უნახიხარ ბრძოლის ველზე, გამოდიხარ და მორალს კითხულობ“, - აღნიშნა მელიამ. ამის პასუხად კი გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „შენ რა იცი ბრძოლის ველი რა არის, რამ დაგაკომპლექსათ ამ მიშა სააკაშვილმა, რა გეშინიათ სულ ყველას?!“.

ამის შემდეგ ნიკა მელიამ სანიკიძეს უთხრა, რომ მასთან საუბარი არ უნდა, რადგან „იქცევა, როგორც პროვოკატორი".

„რამ გამოიწვია განერვიულება, რა ვთქვი, რომ დროა სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში, ბიძინა ივანიშვილს ვერ ვერევით. ერთობა რატომ იშლება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით, ეს მითხარით“, - დასძინა სანიკიძემ.

„გუშინ სად იომე, რომელ უბანთან იდექი, რომელი მუშტი მოგხვდა, რომელი ხმა დაიცავი, რა გააკეთე“, - მიმართა ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძეს, რაზეც სანიკიძემ მელიას უპასუხა: „მთელი დღე ოფისიდან არ გამოსულხარ“.

„ბიძინას თამაშს თამაშობ შენ, უნამუსო შენა, ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა პირველ რიგში ეს უნდა იცოდე... ხან ბიძინას აქებ, ხან მიშას აქებ, ხან პეტრე შეაქე, მიშაზე მეტი მიშისტი ხარ და ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მტრები? წადი, შვილო სახლში, დაიძინე, ჭამე“, - მიმართა მელიამ სანიკიძეს, რაზეც გუბაზ სანიკიძემ უპასუხა, „გაასწორე ლაპარაკი, შვილო მოიკითხე, მართლა შენ...“.

საბოლოოდ ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე სტუდიიდან გავიდნენ.

ყველა სიახლე

28 ივნისი 2022, 16:45

ეკონომიკა

მთავრობის განკარგულების თანახმად, საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე აიკრძალა

მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე, საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი იკრძალება. შესაბამის დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

28 ივნისი 2022, 16:32

მსოფლიო

ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღო

ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს. „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების ფონზე ევროკომისიამ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადება დაიწყო.

28 ივნისი 2022, 16:27

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში, პოლიციამ აბორტის უფლებების მომხრეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ვიდეო

ლოს-ანჯელესში, პოლიციამ აბორტის უფლებების მომხრეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას შეეცადნენ.

ოლაფ შოლცი

28 ივნისი 2022, 16:23

მსოფლიო

ოლაფ შოლცმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის წინაპირობა დაასახელა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის წინაპირობა დაასახელა. როგორც შოლცმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მხოლოდ მოსკოვსა და კიევს შორის „სამართლიანი სამშვიდობო შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ მოიხსნება.

28 ივნისი 2022, 16:20

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ისაუბრა იმ საერთაშორისო ფაქტორებზე, რაც ინფლაციაზე ახდენს გავლენას. "მაშინ როდესაც, Covid-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვები კიდევ მეტად შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის და ნავთობის ფასების მკვეთრად ზრდა განაპირობა. ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა საქართველოზეც ახდენს გავლენას. ჩვენი პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირებას დაიწყებს და 2023 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საფინანსო სექტორში გატარებულ რეფორმებზე, რაც ხელს უწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების უფრო მეტად დაცვას. პრეზენტაციის შემდეგ კობა გვენეტაძემ მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

28 ივნისი 2022, 16:14

საზოგადოება

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების საყურადღებოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების საყურადღებოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

28 ივნისი 2022, 15:52

მსოფლიო

ნაცისტური ბანაკის მცველს, 101 წლის კაცს, ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ნაცისტური გერმანიის დროს, ბერლინთან ახლოს მდებარე ბანაკის ყოფილ მცველს, რომელიც ახლა 101 წლისაა, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი

28 ივნისი 2022, 15:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ ხატიაშვილი: უმნიშვნელოვანესია სამთავრობო დონეზე შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გაიწერება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები აშშ-დან, საქართველოდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ბულგარეთიდან განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ საფრთხეებს, ნატო-ს გაფართოების პერსპექტივებს, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს.

28 ივნისი 2022, 15:14

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირა

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, თელავში, გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები მომზადდა, რაც სპორტში კარგი მმართველობის დანერგვას ემსახურება.

ემანუელ მაკრონი

28 ივნისი 2022, 15:12

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის მიმართ მტკიცე მიდგომა უნდა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

დმიტრი პესკოვი

28 ივნისი 2022, 15:01

მსოფლიო

BFMTV: კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს მაშინ დაასრულებს, როდესაც უკრაინის ხელისუფლება კაპიტულაციას გამოაცხადებს

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს მაშინ დაასრულებს, როდესაც უკრაინის ხელისუფლება კაპიტულაციას გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

28 ივნისი 2022, 15:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობას ეწინააღმდეგება, მოვუწოდებ მათ, რეორგანიზდნენ პარტიად

„პოლარიზაციისთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა. როცა ამას ითხოვენ, რა დეპოლარიზაციის სურვილზეა საუბარი? სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მონაწილეა პოლიტიკის ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან“.

მიხეილ ჩხენკელი

28 ივნისი 2022, 15:00

ტექნოლოგიები

მიხეილ ჩხენკელმა COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

28 ივნისი 2022, 15:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი და მიხეილ სარჯველაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შრომის და სოციალური საკითხების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის, სახალხო დამცველის ოფისის და სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები.

რატი იონათამიშვილი

28 ივნისი 2022, 14:58

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: EPP გახდა საქართველოში კრიმინალური პარტიების თავშესაფარი

„თუნდაც ის ბოლო რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული სწორედ ამ პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მიმართ იყო მტრული. ეს ახალი არ არის. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი აქტიურად განიხილებოდა, მაშინ ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს არ მიეღო ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა გამოუვიდათ, რომ საქართველოს არ მიეღო ევროპული პერსპექტივა და არც მომავალში გამოუვათ ისიც, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“,- განაცხადა აღნიშნა იონათამიშვილმა.

ელისო ბოლქვაძე

28 ივნისი 2022, 14:57

კულტურა

ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ვაღრამ დუმანიანს შეხვდა.

იაგო ხვიჩია

28 ივნისი 2022, 14:48

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ლელოს“ პოლიტიკიდან წასვლა უნდა და ხელს ნუ შევუშლით

„გინდა დეპოლარიზაცია - უნდა მიიღო ახალი პოლიტიკური შემადგენლობა, ახალი პარლამენტი და ასე მიხვიდე ევროპელებთან: ჩვენ ჩვენი საშინაო დავალებები შევასრულეთ, ახლა ამ კონფიგურაციით ვარსებობთ ქართული პოლიტიკური სპექტრი და მაზად ვართ, რასაც გვეტყვით შევასრულებთ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შალვა პაპუაშვილი

28 ივნისი 2022, 14:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და EPP-ს კავშირებიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ გარკვეულ უსამართლო დამოკიდებულებებს, მაგრამ ეს არ არის ახალი და შეგუებული ვართ

„გამომდინარე იმ კავშირებიდან, რომელიც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და EPP-ს შორის, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დამოკიდებულებებს, რომელიც უსამართლოა საქართველოს მიმართ, მაგრამ ეს არ არის ახალი, ადრეც ასე იყო და შეგუებული ვართ ამას“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

28 ივნისი 2022, 14:45

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილსა და ოპოზიციურ მედიას ჰგონია, რომ ვინმეს მათსავით მოკლე მეხსიერება აქვს - ყველაფერი კარგად გვახსოვს

მთელი საქართველო დავით იაკობაშვილს იცნობს, როგორც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს. სწორედ მას მიყიდა 2014 წელს, საქართველოს ბიუჯეტის და ქართული ჯარის ფულის მომპარავმა კეზერამ, თუმცა, დღეს ელენე გავრილოვნა ხოშტარია ამბობს, რომ დავით იაკობაშვილი, რომელიც რუსეთთან სერიოზული კავშირებით გამოირჩევა, თურმე კეზერაშვილის კი არა სხვების ბიზნესპარტნიორი ყოფილა, ის სხვები კიდევ სხვების და იმ სხვებს აქვთ სავარაუდოდ კავშირი საქართველოსთანო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

28 ივნისი 2022, 14:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალ ინიციატივაზე იმსჯელეს, რომლის მიზანი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სანოტარო მომსახურების სერვისით სარგებლობის წესების გამარტივებაა.