imedi /  04 ნოემბერი 2020, 19:02 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: მთავარი დარღვევა, რაც ამ არჩევნებში ვნახეთ და რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაში იმ ადამიანის ჩართვაა, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მსჯავრდებულია

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

ერთ-ერთი მთავარი დარღვევა, რაც ჩვენ ამ არჩევნებში ვნახეთ და რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა არის „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაში იმ ადამიანის ჩართვა, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და გარდა ამისა მსჯავრდებულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების ნებაა პარლამენტმა გააგრძელოს მუშაობა და მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

„ერთ-ერთი მთავარი დარღვევა, რაც ჩვენ ამ არჩევნებში ვნახეთ და რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა არის „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაში იმ ადამიანის ჩართვა, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და გარდა ამისა მსჯავრდებულია. ჩვენ არ გვიკვირს მათგან მსგავსი დესტრუქციული ქმედებები. ისინი გამოიყენებდნენ ამ ადამიანს არა მხოლოდ კლიპებში, აგიტაციებსა და ჩართვებში. ახლა კიდევ ვუყურებთ, რომ ხდება მოწოდება, მით უფრო, ასეთ მძიმე ფონზე, კოვიდთან დაკავშირებულ ვითარებას ვგულისხმობ და თან ამბობს, რომც დაგემართოთ, გადაიტანთ, იმიტომ რომ, თურმე, მან გადაიტანა ადვილად. ეს ძალიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება, რაც ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია მისგან. ამიტომ ის დარღვევა, რომლითაც მათ დაიწყეს არჩევნები და არაკონსტიტუციური ნაბიჯები გადადგეს ცდილობენ გააგრძელონ და ყველას აჩვენონ, რომ თითქოს, დარღვევები სადღაც სხვაგანაა. დარღვევებით დაიწყეს და ამითვე ამთავრებენ. მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცემათ, რადგან პირველ რიგში ეს ხალხის ნებაა და საზოგადოების ნებაა პარლამენტმა გააგრძელოს მუშაობა და მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ყველა სიახლე

ცესკო

26 ნოემბერი 2020, 09:31

პოლიტიკა

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით ცესკოს ცხრა პარტიამ მიმართა

ამ დროის მონაცემებით, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავთ „პატრიოტთა ალიანსს“, ლეიბორისტულ პარტიას, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“, „ლელოს“ და „გირჩს“. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა, ბოიკოტი კი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას. იგივე პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილს, რომლისთვისაც გაუგებარია, ერთი მხრივ, ბოიკოტი, მეორე მხრივ კი, დაფინანსებაზე განცხადების შევსება.

ლინას ლინკევიჩსი

26 ნოემბერი 2020, 09:07

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია, ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია

„ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია. ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია. ვხვდებით, რომ არის უკმაყოფილება, უთანხმოება, თუნდაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ ზომები უნდა იყოს ადეკვატური და ჩვენ პარლამენტის ბოიკოტს არ ვურჩევდით. მთლიანობაში, ეს ძირს გამოუთხრის პროცესს. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არის გადამეტებული რეაქცია“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

ხამძარი

26 ნოემბერი 2020, 08:49

სამართალი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ლაშა დარსალია

26 ნოემბერი 2020, 08:36

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადგილზე სამხედრო ტექნიკის არსებობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სტაბილურობისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 08:21

COVID19

საქართველოში ახალი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი

წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების პარალელურად, მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებზეც მუშაობს.

თოვლი

26 ნოემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.

ანგელა მერკელი

26 ნოემბერი 2020, 01:47

COVID19

ანგელა მერკელმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

მაიკლ ფლინი

26 ნოემბერი 2020, 01:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა გენერალი მაიკლ ფლინი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი თანაშემწე, მაიკლ ფლინი შეიწყალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 01:28

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ინფექციას შეზღუდვის გარეშე თუ მივეცით გავრცელების შესაძლებლობა, ძალიან დიდია რისკი, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 12-13-14 ათასი შემთხვევა მივიღოთ

რა თქმა უნდა, ძალიან რთული მისაღწევია ის ამოცანა, რომელიც არის დასახული, გვინდა ან ეპიდმიის ძალიან დრამატულ ტრაექტორიაზე მოვახდინოთ ზეგავლენა და მეორე მხრივ გვინდა, რომ ეკონომიკა საერთოდ არ დაზიანდეს, ეს ამ ეტაპისთვის სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ინფექციას შეზღუდვის გარეშე თუ მივეცით გავრცელების შესაძლებლობა, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ჩვენ 12-13-14 ათასი შემთხვევა მივიღოთ.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 01:13

COVID19

ლევან რატიანი: ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია

ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა ბლოკავს ჯაჭვის გავრცელებას.

26 ნოემბერი 2020, 01:13

მსოფლიო

შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება

ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი სამშაბათს დაამტკიცა. კანონი ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს ტამპონები და საფენები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ეს დასჭირდება. სკოლებმა, კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა შესაბამისი ჰიგიენური პროდუქტებში საპირფარეშოებში უნდა განათავსონ.

დონალდ ტრამპი

26 ნოემბერი 2020, 01:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მაქინაციებს მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მაქინაციებს მიმართა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 01:00

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ექიმის უნებართვოდ ანტიბიოტიკი არ მივიღოთ

„პაციენტების 80-85%-ის მართვა სახლში შეიძლება. მაგრამ ადამიანი, რომელიც 10 თვე ისმენდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულს საავადმყოფოში ვათავსებდით, ველოლიავებოდით, სანამ ორი pcr ტესტი არ იქნებოდი უარყოფითი არ ვუშვებდით, ზოგიერთი 40 დღეზე მეტხანს იწვა საავადმყოფოში, დააჯერე ახლა ამ ადმიანს რომ 4-5 დღე ექიმი რომ არ ურეკავს, ექიმი არ სჭირდება. ფსიქოლოგიურად ეს ადამიანები გატყდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ ექიმები, ყველა პლათფორმას ვიყენებთ, მნშვნელოვანია ვუთხრათ ამ პაციენტებს, რომ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთ ექიმზე მაინც ხელმისაწვდომობა არ აქვს, თუნდაც სტომატოლოგი იყოს, ჯობს დავეკითხოთ, არაინფიცირებული ოჯახის წევრი მივიდეს აფთიაქში, აფთიქარი სერიოზული პროფესიაა და ისიც ექიმია. უნებართვოდ არ მივიღოთ წამლები. ბერმა გადაწყვიტა, რომ ანტიბიოტიკი უნდა დალიოს, ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ექიმის უნებართვოდ ანტიბიოტიკი არ მივიღოთ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 00:58

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამ ტრაექტორიით გავაგრძელებთ მოძრაობას და არ ვიმოქმედებთ, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით თებერვლის ბოლოსთვის საქართველოში 4000-მდე გარდაცვლილი გვეყოლებოდა

პოლიტიკური პროცესების მძევალია ჩვენი ეპიდემია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. პრემიერიც ამბობს ამას და ბევრჯერ გაუსვა ხაზი, რომ ამან მოიტანა ეს. ერთის მხრივ, 2 მილიონი ადამიანის არჩევებზე მისვლა, ყველა მხარეს ეხება, მაგრამ ჩვენ ახლა ამ რეალობას უნდა შევხედოთ და ძალიან სწორი ნაბიჯებით უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:53

COVID19

ლევან რატიანი: ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ნევროლოგიური და იმუნური სტატუსი, ამიტომ პანიკა ცუდის ნიშანია

ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი, ნევროლოგიური სტატუსი და იმუნური სტატუსი, ამიტომ პანიკა ცუდის ნიშანია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „პანიკა ძალიან ცუდის ნიშანია. ცუდია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ადამიანის ორგანიზმში არის შფოთვა. ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი, ნევროლოგიური სტატუსი და იმუნური სტატუსი. როდესაც ადამიანი არის განცდაში, რომ დასანებოვნდება, აუცილებლად ცუდად გახდება, აუცილებლად გაურთულდება დაავადება. ეს არა მარტო კოვიდს ახასიათებს, ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში, თუ ადამიანი არ არის ბრძოლისუნარიანი და არ აქვს განზრახული, რომ ის ამ დაავადებას ამარცხებს, დაავადებასთან ერთად დამარცხდება. “, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:45

COVID19

ლევან რატიანი: დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის სამედიცინო პერსონალი, ყველა გმირია

დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის სამედიცინო პერსონალი ყველა გმირია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ იბრძვიან ისინი თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენც შეიძლება დავსნებოვნდეთ და სამწუხაროთ დავასრულოთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილი- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:45

COVID19

ლევან რატიანი: გეომეტრიული პროგრესიით თუ გაგვეზარდა დაავადება, მედპერსონალი ვერ ეყოფა ამდენ ინფიცირებულს

როდესაც ინფექცია ვრცელდება, მას სჭირდება მოვლა. მოვლას აქვს თავისი რესურსი, განსაკუთრებით სამედიცინო მედპერსონალის მხრივ. უსასრულო, გეომეტრიული პროგრესიით თუ გაგვეზარდა დაავადება მედპერსონალი არ ვართ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით, რომ ამდენ ინფიცირებულსა და დაავადებულს მოვუაროთ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ცნობილი ფაქტია, რომ 20% ადამიანებისა, რომლებიც ინფიცირდებიან ახალი კორონავირუსით, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 3 ათასის 20% არ არის ძალიან ცოტა. თანაც ეს არ არის დაავადება, რომლის ლიკვიდაციის პროცესიც 1 დღეშია შესაძლებელი, მას გარკვეული პერიოდი სჭირდება. განსაკუთრებით თუ პაციენტი ხვდება ინტენსიურ თერაპიაში. თვეობით წვანან, რადგან ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან, ემატებათ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები, როდესაც მულტიორგანულ უკმარისობასთან

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:40

COVID19

ლევან რატიანი: ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი

მე არ ვარ მომხრე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სჭირდება საველე ჰოსპიტალები, რადგან საბედნიეროდ გვაქვს ჰოსპოტალური სექტორი, რომელიც ამ ეტაპამდე მეტნაკლებად ართევს თავს. ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

26 ნოემბერი 2020, 00:39

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები

„როდესაც ვსაუბრობთ ვირუსის მართვაზე, რა თქმა უნდა, მთავრობას წამყვანი როლი აქვს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას, მაგრამ ამ პოლიტიკის ფარგლებში ცხადია, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნეს სუბიექტს აქვს თავისი წვლილი. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად, რამდენად თანმიმდევრულად დავიცავთ ყველა რეგულაციას, ყველა წესს, რომელიც გვეხმარება ვირუსის მართვაში და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატებაც. ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, პირბადეების მოხმარება საზოგადოებაში თუ გაიზრდება მნიშვნელოვნად 95%-მდე ეს 70%-მდე ანელებს ვირუსის გავრცელებას. ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესებაა საჭირო ამ დროს. ეს არის ძალიან კომპლექსური საგანი, კომპლექსური თემა. ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები

მაია ცქიტიშვილი

26 ნოემბერი 2020, 00:30

COVID19

მაია ცქიტიშვილი: რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც ხდება წესების დაცვის უგულებელყოფა, მით უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება

ნებისმიერი ტიპის მრავალრიცხოვანი შეკრება, განსაკუთრებით ისეთი შეკრება, სადაც არ ხდება წესების დაცვა, პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ ისაუბრა. მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის მრავალრიცხოვანი შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. „ჩვენ ვხედავთ დღეს ვირუსის გავრცელების მაღალ ტემპს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმ მაღალ მობილობასთან, რომელიც ჩვენ ყვე;ას გვქონდა არჩევნების წინა პერიოდშიც და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც არ ხდება წესების დაცვა, სადაც უგულებელყოფილია წესები, მიტ მეტი იქნება ვირუსის გავრცელება. ეს ეხება პოლიტიკურ აქციებს, ნებისმიერი სახის სხვა თავყრილობებს. აქციების ეს არის სფერო, სადაც წესების დაცვა ხდება ყველაზე ცუდად“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.