imedi /  21 ნოემბერი 2020, 12:30 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მესამე რაუნდის ფარგლებში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შუალედური ვარიანტი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ფარგლებში გამოიკვეთება, რომელიც გაიმართება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების საფუძველზე უნდა შეთანხმდნენ გარკვეულ ნაბიჯებზე, რაც უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდეს.

„შესაძლოა გარკვეული ვარაუდები ჩვენ გვქონდეს, მაგრამ ჯობს, რომ ეს ვარაუდები არ გავამხილოთ, ვიდრე არ შედგება მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რათა მოლაპარაკებებს ზიანი არ მივაყენოთ. დათმობაზე ან ერთი, ან მეორე მხრიდან როგორ შეიძლება იყოს საუბარი, არ ვიცი. არჩევნები შედგა და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. მოლაპარაკების საფუძველზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ ნაბიჯებზე, რაც უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდეს. დათმობაზე აქ ვერ იქნება საუბარი, აქ საუბარი გარკვეულ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ერთად, როგორც ჩვენი, ისე ოპოზიციის მხრიდან იმისთვის, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეს საერთო ნაბიჯები უნდა შეჯერდეს ამ არჩევნებზე და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ფრანსუა ფიიონი

29 ნოემბერი 2021, 21:14

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრემიერისთვის მეუღლის ფიქტიური დასაქმების საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

საფრანგეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ფრანსუა ფიიონისთვის მეუღლის ფიქტიური დასაქმების საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ედგარს რინკევიჩი

29 ნოემბერი 2021, 21:09

პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით მიიღება. კონსენსუსი კი მაგიდასთან, სადაც 30 წევრი ქვეყანაა ზოგჯერ რთულია, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

29 ნოემბერი 2021, 20:53

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

29 ნოემბერი 2021, 20:49

მსოფლიო

თურქეთში, ქარიშხალს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ქარიშხალს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

29 ნოემბერი 2021, 20:22

COVID19

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი მოელის, რომ კომპანიის კოვიდსაწინააღმდეგო აბები „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ მოელის, რომ კომპანიის კოვიდსაწინააღმდეგო აბები „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ნოემბერი 2021, 20:21

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება - ამ ეტაპზე, საწოლფონდის დეფიციტი არ არის

საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება, ყველა პაციენტი იმართება კლინიკის დონეზე, ამ ეტაპზე არ არის არანაირი საწოლფონდის დეფიციტი - ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს, ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის მოძიებადი, მაგრამ ადამიანური რესურსი არის ის რესურსი, რომლის ერთ-ორ წელიწადში მოძიება ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 ნოემბერი 2021, 19:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეცდომა ვერასდროს დაერქმევა იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა - ეს არის ცუდი ქმედებები და დანაშაულები

შეცდომა ვერასდროს დაერქმევა იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან დღეს სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

მამუკა მდინარაძე

29 ნოემბერი 2021, 19:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის პროცესზე მიყვანა იმიტომ სჭირდებოდათ, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ფიზიკური დასწრება იმისთვის უნდოდა, რომ „გაეკეთებინათ ის რაც დღეს იკადრეს“. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაც შეუძლია და ამით მისი სამართლიანი სასამართლოს ქონის უფლება არ ირღვევა, რადგან დღეს კოვიდრეგუალციებისა და სხვა მიზეზების გამო ასეულობით მსჯავრდებული ერთვება დისტანციურად.

29 ნოემბერი 2021, 19:50

პოლიტიკა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მოუსმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს მოუსმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის დასაწყისში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ელჩს მიესალმა და სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა.

29 ნოემბერი 2021, 19:46

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე დადასტურდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან

აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე დადასტურდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მიხეილ სარჯველაძე

29 ნოემბერი 2021, 19:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილისგან მოვისმინეთ ბევრი ისეთი მოსაზრება, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეეფერება

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილისგან ბევრი ისეთი მოსაზრება მოისმინეს, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

29 ნოემბერი 2021, 19:35

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა შეგვახსენა, რომ არ შეცვლილა და არანაირი სინანული არ აქვს

მიხეილ სააკაშვილმა შეგვახსენა, რომ არ შეცვლილა და არანაირი სინანული არ აქვს, - ამის შესახებ დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მან ხელიდან დიდი შესაძლებლობა გაუშვა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად სწორი პოზიციით წარმდგარიყო, რადგან სინანული ღირსებაა.

29 ნოემბერი 2021, 19:28

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ეს ის მიმართულებებია, სადაც რესურსები უნდა ჩაიდოს რომ ჩვენმა ქვეყანამ ნორმალურად იცხოვროს და ნორმალური ეკონომიკა გვქონდეს

პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2020-2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

ჯეკ დორსი

29 ნოემბერი 2021, 19:17

ტექნოლოგიები

CNBC: ჯეკ დორსი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს

Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.

ამირან სალუქვაძე

29 ნოემბერი 2021, 18:55

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: პარალელურ სამყაროში ცხოვრობს სააკაშვილი, ჩარჩენილია პრეზიდენტობის ეპოქაში და 9 წელია გვამადლის შუქს, გაზს

პარალელურ სამყაროში ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი, ჩარჩენილია პრეზიდენტობის ეპოქაში და 9 წელია გვამადლის შუქს, გაზს. პოლიციელებსა და ჯარისკაცებს ამადლის 15 თუ 17 წლის წინ შეკერილ ფორმებს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ბიუჯეტის ფულით არ იყო ნაყიდი და ერთი ადამიანის ქველმოქმედება იყო, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

29 ნოემბერი 2021, 18:55

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სააკაშვილისგან არ გვიგრძნია არანაირი თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სიცოცხლე მოუსპო, ცხოვრება დაუმახინჯა

არა მხოლოდ 7 ნოემბერთან დაკავშირებით, ჩვენ მისგან არ გვიგრძნია არანაირი ემპათია, თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სიცოცხლე მოუსპო, ჯანმრთელობა, ქონება წაართვა და ცხოვრება დაუმახინჯდა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შეაფასა. ბოჟაძე დაინტერესდა, რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა იმისთვის, რომ 7 ნოემბრის მოვლენები არ განვითარებულიყო.

29 ნოემბერი 2021, 18:52

COVID19

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭო: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ვაქცინის მესამე დოზის მნიშვნელობას ხაზს უსვამს

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ვაქცინის მესამე დოზის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

29 ნოემბერი 2021, 18:49

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: 2022 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების დაწყებისთვის, სამსახურების სრული მობილიზებაა საჭირო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც სამომავლო გეგმებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, 2022 წელს რუსთავის ბიუჯეტი 31 მილიონით გაიზარდა და 81 მილიონი ლარი გახდა. იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, მერიის სამსახურების სრული და დროული მობილიზებაა საჭირო.

ნინო ლაცაბიძე

29 ნოემბერი 2021, 18:39

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ნებისმიერი თანამშრომლისგან გულგრილობა დაუშვებელია, რა თქმა უნდა იქნება ძალიან მკაცრი მიდგომები

არავის არ ვაპატიებთ იმას, რომ თანხა, რომელიც გვაქვს გამოყოფილი ქალაქის ბიუჯეტიდან, დაიხარჯოს ისე, რომ არ ჰქონდეს ეფექტი, არ იყოს მორგებული მოსახლეობაზე და არ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც გვაქვს, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურების უფროსებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

ვლადიმერ ბოჟაძე

29 ნოემბერი 2021, 18:34

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ვნახეთ ძალიან სამარცხვინო შოუ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა დარჩა დიქტატორ სააკაშვილისგან

„თურმე ის იმიტომ შემოიპარა საქართველოში, რომ ნაძალადევის რაიონის განყოფილებას ჩაჰბარებოდა. თუ მართლა ციხის გამო ჩამოვიდა, შეეძლო ნებისმიერი გზით, კანონიერად შემოსულიყო ქვეყანაში და იქვე დააპატიმრებდნენ. იგივე შიმშილობასთან დაკავშირებით, დღესაც დასრულდა მითი, რომ თურმე ღმერთკაცი ყოფილა და 50 დღე უშიმშილია. აგერ, ვნახეთ როგორ ჯანმრთელობა ჰქონდა დღეს სასამართლოზე. თუმცა პირველ რიგში მისი მომხრეებისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო ის, როცა თქვა, რომ არის უკრაინის მოქალაქე და თარჯიმანი უნდა მოეყვანათ, იმიტომ რომ საქართველოს სასამართლოში უკრაინულად აპირებდა პასუხების გაცემა შეკითხვებზე. და მთავარი ტყუილი, რომ ის თითქოს ისტორიული ფიგურაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვის. იცით, კაცმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობისთვის უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე“, - ამბობს ბოჟაძე.