მამუკა მდინარაძე: მეორე ტურში არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ზღვარი არ არსებობს
მამუკა მდინარაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
მეორე ტურში ლეგიტიმაციისთვის ზღვარი არ არსებობს და რამდენი ამომჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და ეს იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილება, - ამის შსახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არჩევნებზე დაბალი აქტივობის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რომელიც საარჩევნო პროცესზე მოქმედებს.
მისივე თქმით, ზოგადად, საქართველოში, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა ბუნებრივია. მდინარაძემ განმარტა, რომ დაბალი აქტივობა დაფიქსირდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც, სადაც დაახლოებით, ამომრჩეველთა 38% მივიდა.
მდინარაძის განცხადებით, დაბალ აქტივობაზე ასევე გავლენას ახდენს დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა; ოპოზციის საჯარო განცხადებები, რათა მათი მხარდამჭერები არჩევნებზე არ მივიდნენ. გარდა ამისა, პროპორციული სიის გამო, ოპოზიციის 17 კანდიდატიდან 14, რადგან გამსვლელ სიაში იმყოფებოდნენ, უკვე ფლობენ პარლამენტარის მანდატს, „ქართული ოცნების“ კანდიდატებისგან განსხვავებით და ამის გამოც არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ არცერთი კანდიდატი გამსვლელ სიაში არ იმყოფება.
კიდევ ერთ ფაქტორად მდინარაძემ ასევე დაასახელა იმ პარტიათა კანდიდატები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს.
„აღნიშნული ფაქტორები მოქმედებს აქტივობაზე და ბუნებრივია, გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე პირველ ტურში იყო, თუმცა, მეორე ტურში ლეგიტიმაციისთვის ზღვარი არ არსებობს და რამდენი ამომჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და ეს იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში - 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში - 6.2%.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 11:34
მსოფლიო
მოლდოვის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა
„აღმოჩენილი ნამსხვრევები მოწმდება საფრენი აპარატის წარმომავლობისა და ინციდენტის გარემოებების დასადგენად. აღვნიშნავთ, რომ ამ ღამით მოხდა რუსეთის მასირებული თავდასხმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით“, - განაცხადეს სამინისტროში.
08 ივნისი 2026, 11:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროა, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე საუბრისას.
08 ივნისი 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს. მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა
ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სულთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირველ რიგში ბრიუსელმა. ეს მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ რეზოლუციას, რომლის განხილვასაც ევროსაბჭო გეგმავს და რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიენეა.
08 ივნისი 2026, 11:21
პოლიტიკა
არჩილ კალანდია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ-პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად
ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ-პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში არჩილ კალანდიამ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივ შეხვედრაზე.
08 ივნისი 2026, 11:21
მსოფლიო
ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე, დაშავებულთა კი 129-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა 3 დაღუპულისა და 5 დაშავებულის შესახებ.
08 ივნისი 2026, 11:15
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მორიგი საპროცესო შეთანხმებები გაფორმდება. დამატებით 4-მა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული.
08 ივნისი 2026, 11:10
პოლიტიკა
სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა, 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 68.7% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიცია დაიკავა. ამასთან, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.
08 ივნისი 2026, 11:05
მსოფლიო
ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების ფონზე ნავთობი ისევ გაძვირდა
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 3,20 დოლარით, ანუ 3,39%-ით გაიზარდა და ბარელზე 96,24 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI-ის ფასი კი 2,87 დოლარით, ანუ 3,17%-ით გაიზარდა და ბარელზე 93,41 დოლარი გახდა.
08 ივნისი 2026, 11:03
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ ფილმზე: შეუძლებელი იქნებოდა ეს ფილმი გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“. მათ ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილია, რომელიც ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის გააჩნია
კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ, ქართულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობს, რომლის ჩვენებაც 11 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება.
08 ივნისი 2026, 10:58
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
08 ივნისი 2026, 10:56
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა - ცესკო ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგებს აქვეყნებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც 8 ივნისს დილით ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგად განაცხადა, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,81% მიიღო.
08 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:53
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მორიგი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:36
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:30
სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:28
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:25
მსოფლიო
სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით ფხენიანში ჩავიდა
ბოლოს სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეას 2019 წელს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე ეწვია. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც პირისპირ მოლაპარაკებები, ისე დელეგაციების შეხვედრები.
08 ივნისი 2026, 10:06
საზოგადოება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
08 ივნისი 2026, 10:06
სპორტი
ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა, თუმცა მოგვიანებით მოედანი დამოუკიდებლად დატოვა
„კრისტიანი თავს კარგად გრძნობს და მოედანი დამოუკიდებლად დატოვა. კარდიოსტიმულატორმა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა. ის მცირე ხნით უგონოდ იყო, მაგრამ გონება ძალიან სწრაფად დაუბრუნდა და მასთან კონტაქტზე მალევე გავედით. ახლა ის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს ინციდენტი. თუმცა ახლა გონზეა, აცხადებს დანიის ფეხბურთის ასოციაცია.„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მასთან და საავადმყოფოს ექიმებთან“, - განაცხადა ბოესენმა.
08 ივნისი 2026, 10:00
მსოფლიო
ბიულეტენების 94%-ის დამუშავების შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მიიღო
ამ მონაცემების მიხედვით, 50,07%-ით (689 675 ხმა) მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა პარტიათა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც 23,35% (321 597 ხმა) მოიპოვა. მესამე პოზიციას იკავებს პარტიათა ბლოკი „სომხეთი“, ხმათა 9,96%-ით (135 808 ხმა).


