ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა
ფოტო: Shutterstock.com
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით აქვეყნებს კომენტარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო / ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად. წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც - ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.
ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.
სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას - დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.
დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი -საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 16:39
საზოგადოება
აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს.
13 აგვისტო 2026, 16:15
ეკონომიკა
მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევრები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.
13 აგვისტო 2026, 16:04
სამართალი
შსს: დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა
დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აღნუსხავს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა.
13 აგვისტო 2026, 15:54
სპორტი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო🏀
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აგვისტოს მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა 15 კალათბურთელი დაასახელა, რომელთაგანაც უშუალოდ სათამაშო განაცხადში 12 მოთამაშე მოხვდება.
13 აგვისტო 2026, 15:45
რეგიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა
შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
13 აგვისტო 2026, 15:41
მსოფლიო
მედია: ავიამზიდზე ვითარება გაუარესებულია, მცირდება აუცილებელი მარაგები და სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება
აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ წევრები პენტაგონსა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს პასუხს სთხოვენ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 15:16
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა
რუსეთის ფედერაციამ უკრაინულ მხარეს 261 დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 15:16
საზოგადოება
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
13 აგვისტო 2026, 15:03
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
13 აგვისტო 2026, 14:56
მსოფლიო
Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა
გერმანიაში ბავარიის რეგიონის ქალაქ ტროიხტლინგენში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა, რადგან რკინიგზის სადგურზე საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 14:56
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და კარიერა საკუთარი პროფესიის შესაბამისად დაიწყონ”, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
13 აგვისტო 2026, 14:55
სამართალი
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირთან ერთად, „ქურდული გარჩევების“, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში. უკანონო „ქურდული გარჩევების“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების განმტკიცებისა, სარგებლის და უპირატესობის მიღებისკენ.
13 აგვისტო 2026, 14:53
ეკონომიკა
გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა
გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.
13 აგვისტო 2026, 14:52
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი 2012 წელს: ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს
ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს, - ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილი 2012 წელს აცხადებდა.
13 აგვისტო 2026, 14:38
კულტურა
დუეინ ჯონსონმა ქალიშვილებისთვის სიმღერა ჩაწერა და მუსიკალური კარიერა წამოიწყო
„ეს სიმღერა ჩემგან ჩემი ქალიშვილებისთვის გზავნილია. აქ არ არის არანაირი წნეხი ან მოლოდინი გაყიდვებსა თუ რეიტინგებზე - ეს უბრალოდ გულიდან მოდის. ჩემს ოჯახში და ზოგადად პოლინეზიურ კულტურაში, სიმღერა და ცეკვა ყოველდღიურობის ნაწილია“, - განმარტა მან.
13 აგვისტო 2026, 14:37
რეგიონი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საპლაჟო ფრენბურთში ბათუმმა ტურნირს უმასპინძლა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საპლაჟო ფრენბურთში ბათუმმა ტურნირს უმასპინძლა
13 აგვისტო 2026, 14:34
სამართალი
ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენაზე სასამართლო პროცესები იმართება
ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენაზე სასამართლო პროცესები იმართება. სამტრედიის რაიონული სასამართლომ ბაქარ დვალიშვილი კანონდამრღვევად ცნო. მან შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს.
13 აგვისტო 2026, 14:25
რეგიონი
რეგიონული განვითარების მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზაუტაშვილი წარუდგინა
რეგიონული განვითარების მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზაუტაშვილი წარუდგინა.
13 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში. დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან
ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში, არ დაუშვა საქართველოს ჩართვა ომში, სანქციების დაწესებით ეკონომიკის ჩამოშლა და დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით.
13 აგვისტო 2026, 14:14
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები
თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.


