imedi /  09 დეკემბერი 2020, 22:59 / სანდო წყარო

გიორგი ვაშაძე: გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევდივართ, უკვე მიღებული გვაქვს

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

თუ შეთანხმება არ არის, პარლამენტში შესვლას არ ვიხილავთ, თუ შეთანხმება არის, რა თქმა უნდა, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას ვიხილავთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერიმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ის, რომ პარლამენტში არ შევლენ, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, შეხვედრაზე კი სხვადასხვა დეტალებზე ისაუბრებენ.

„პარტიაში შეხვედრა შეეხება ყველა მიმდინარე საკითხს, უამრავი თემა გვაქვს განსახილველი, ამ ორომტრიალში ვერ შევძელით კონკრეტულად, დეტალურად მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე. პოლიტსაბჭო რა, ეს იქნება უფრო დიდი სამუშაო შეხვედრა, სადაც აბსოლუტურად ყველა საკითხზე გვექნება მსჯელობა. ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა, არაფერი განსაკუთრებული. ეს არის პარასკევთან დაკავშირებით, იგივე განცხადების დაწერის პროცედურაში როგორ მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენ რა როლი გვექნება იმ სქემიდან გამომდინარე, რაზეც დღეს ვიმსჯელეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, პარტიაში ერთიანი პოზიციაა, რაც შეეხება იმას, პროცედურულად, თუ როგორ იმოქმედებენ, ვაშაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ.

კითხვაზე, მმართველი გუნდის მხრიდან შემოთავაზება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საკმარისი, ვაშაძე აცხადებს, რომ ამას ნაჩქარევად ვერ უპასუხებს.

„ვერ იქნება საკმარისი, არ ვიცი, ამ წინადადებაზე არც მიფიქრია, პირდაპირ გეტყვით, არ მინდა ნაჩქარევად გავაკეთო განცხადება. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა შემდეგი რაუნდის შეხვედრა, სადაც დეტალურად მოვისმენდით ამ ყველაფერს, მაგრამ ის, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მერე იქ რაღაც დადგინდეს და მერე დანიშნონ მთელი ეს პროცესი შეთანხმების, ასე ვერ მოხდება. ამოცანა არის შემდეგი - შეთანხმება უნდა შედგეს, შეთანხმება ან არის, ან არ არის. თუ შეთანხმება არ არის, პარლამენტში შესვლას არ ვიხილავთ, თუ შეთანხმება არის, რა თქმა უნდა, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას ვიხილავთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

10 აგვისტო 2026, 12:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების „პატრონების“ დავალება იყო, ყველაფერი გაკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯ ბოქსი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.

გურამ მაჭარაშვილი

10 აგვისტო 2026, 12:26

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი კირცხალიას წერილზე: თურმე საქართველოს ოკუპირება არაფერია და უკრაინაში რომ შეიჭრა რუსეთი, მაშინ უკვე საჭიროა ანტირუსული პროპაგანდა

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ, თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, მათი რიტორიკა განსაკუთრებით ანტირუსული გახდა

დობის მემორიალი

10 აგვისტო 2026, 12:23

ტაბლოიდი

„ჰარი პოტერის“ ფანებმა ელექტროკაბელის მარშრუტი დობის „საფლავის“ გამო შეაცვლევინეს

430 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების მაღალი ძაბვის კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც ხმელეთსა და ზღვის ფსკერზე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის უნდა გაიაროს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ჰარი პოტერის“ ფანებმა გაარკვიეს: თავდაპირველი მარშრუტი გამოგონილი პერსონაჟის, შინაური ელფი დობის მემორიალს შეეხებოდა.

10 აგვისტო 2026, 12:23

თავდაცვა

ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დარეგისტრირებული პირებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

10 აგვისტო 2026, 12:21

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

დავით ჩიხელიძე

10 აგვისტო 2026, 12:15

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია

როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ თითქმის ურეაქციოდ შეხვდე იმ ფაქტს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და ასობით ქართველი დაიღუპა?, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

შაკო კუჭაშვილი

10 აგვისტო 2026, 12:15

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: ნაც.ბინძური პროპაგანდის აქტორმა, ეკა კვესიტაძემ 2008 წლის აგვისტოს შემზარავი დღეების გასაპრავებლად მიიწვია გადაცემაში სააკაშვილის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინმე დავით დათაშვილი, რომელიც პირდაპირ იძახის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ახლობლები გავაფრთხილეო, იმ დროს როცა მშვიდობიანი მოქალაქეები საერთოდ არ იყვნენ გაფრთხილებულები

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, „ნაცმოძრაობის“ დროს დაზვერვის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, დავით დათაშვილის მიერ 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ უკვე დროა, აგვისტოს მოვლენები სრულფასოვნად იქნას გამოძიებული და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის განადგურებისთვის დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოგო

10 აგვისტო 2026, 11:55

სამართალი

შსს: დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს, არასრულწლოვან გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა გრძელდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს, არასრულწლოვნის, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

10 აგვისტო 2026, 11:52

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბარამიძის განცხადება არის გაგრძელება იმ რეზოლუციის, რომელსაც ბარამიძის პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი და დააბრალა საკუთარ სამხედროებს იმ ოპერაციის დაწყება, რომელიც მიიღო პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის თამადობით 2008 წელს

ბარამიძის განცხადება არის გაგრძელება იმ რეზოლუციის, რომელსაც ბარამიძის პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი და დააბრალა საკუთარ სამხედროებს იმ ოპერაციის დაწყება, რომელიც მიიღო პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის თამადობით 2008 წელს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

მასუდ ფეზეშკიანი

10 აგვისტო 2026, 11:35

მსოფლიო

მასუდ ფეზეშკიანი: ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფეზეშქიანმა ბაქოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა აზერბაიჯანის დახმარება ომის პერიოდში. მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა სატრანსპორტო მარშრუტები, ასევე განახლდა ირანის ბანკისა და საელჩოს მუშაობა.

ნინო წილოსანი

10 აგვისტო 2026, 11:32

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. ყველაფერი 2022 წლის შემდეგ შეიცვალა- როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება

დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

გია აბაშიძე

10 აგვისტო 2026, 11:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ნაცხელოვანთა“ მორალი და პატრიოტიზმი თარიღებისა და გეოგრაფიული კონიუნქტურის მიხედვით, აგენტონკრატიიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად იცვლება. 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის სცენებზე წლობით საქმიანობა, ხოლო 2022 წელს უეცარი გარდაქმნა „ანტირუს მებრძოლებად“ - ურიდებელი ოპორტუნიზმის კლასიკური ნიმუშია

რა თქმა უნდა, არავინ აყენებს ეჭვქვეშ ილიკო სუხიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის (მემანიშვილის), ნინო ქათამაძისა თუ „რუსი ბანის“ სტატუსით ცნობილი პაატა ბურჭულაძის შემოქმედებით დამსახურებებს. თუმცა, დღეს მათი პათეთიკური განცხადებები პატრიოტიზმსა და სოლიდარობაზე უბრალოდ ტრაგიკომიკურია, რადგან თავიდან ბოლომდე სელექციური ე.წ. ანტირუსულობითა და ფარისევლობითაა გაჟღენთილი, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ალექსანდარ ვუჩიჩი

10 აგვისტო 2026, 11:28

მსოფლიო

ალექსანდარ ვუჩიჩი: მიპასუხეთ - დავუწესეთ რუსეთს სანქციები? არა. რა დავკარგეთ? აბსოლუტურად არაფერი

„სერბეთი რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს არ მიუერთდება. თვეების განმავლობაში მეუბნებოდნენ, როგორც ჩავახუტე სერბეთი პუტინს, როგორ გახდა სერბეთი რუსეთის კოლონია. მთელი ჩემი ცხოვრება დავუთმე და მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი, იმისთვის რომ სერბეთმა სუვერენული და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს, ასე რომ ისინი მიზეზს ეძებენ არა პოლიტიკური კრიტიკისა და თავდასხმისთვის, არამედ სერბეთის წინააღმდეგ სასტიკი და უაზრო კამპანიისთვის. მიპასუხეთ - დავუწესეთ რუსეთს სანქციები? არა. რა დავკარგეთ? აბსოლუტურად არაფერი“, - აცხადებს ვუჩიჩი.

10 აგვისტო 2026, 11:28

პოლიტიკა

როგორ უმღეროდნენ რუსებს აგვისტოს ომის შემდეგ დღევანდელი თითქოსდა რუსოფობები, ამის კონკრეტულ მაგალითებს სატელევიზიო არქივი ინახავს. ვიდეო

კონკრეტულ მაგალითებს, რომლებზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია რუსოფობიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სატელევიზიო არქივი ინახავს.

10 აგვისტო 2026, 11:26

სამართალი

სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება

სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები დღესაც გრძელდება.

კობა ლიკლიკაძე

10 აგვისტო 2026, 11:25

პოლიტიკა

კობა ლიკლიკაძე: როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ

მაშინ, როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, ერთხელ, როგორც გაზეთ „საქართველოს" კორესპონდენტი, მერე, როგორც უკვე გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი, მე არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ,- აღნიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კობა ლიკლიკაძემ ჟურნალისტებთან.

დონალდ ტრამპი

10 აგვისტო 2026, 11:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა

„აშშ ირანთან მხოლოდ ნაწილობრივ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ვაკვირდებით ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, მათ შორის მაღალ ინფლაციასა და ფინანსური რესურსების ნაკლებობას. ირანი ეკონომიკურად „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ და სამხედროებისთვის ხელფასების გადასახდელადაც კი არ აქვს საკმარისი თანხა. აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა“, - აცხადებს ტრამპი.

10 აგვისტო 2026, 11:17

მსოფლიო

სეუტაში მიგრაციის კრიზისის მოგვარების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ესპანეთის აფრიკულ ანკლავ სეუტაში ადგილობრივმა მცხოვრებმა მიგრაციის კრიზისის მოსაგვარებლად, გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით აქცია გამართა.

10 აგვისტო 2026, 11:14

რეგიონი

იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. პროექტის მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.

10 აგვისტო 2026, 11:09

მსოფლიო

კანადაში ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერი სიცხისა და ქარის გამო კანადის ბრიტანულ კოლუმბიაში ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება. გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის ფართობი ორჯერ გაიზარდა. სტიქიის რეგიონში ევაკუაციაა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.