imedi /  10 დეკემბერი 2020, 18:52 / სანდო წყარო

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური ელექტორატი, რომელმაც ხმა მისცა პლურალისტურ და პროპორციულ პარლამენტს, აღმოჩნდა მოტყუებულიც, გადაგდებულიც და რაც მთავარია გაბრაზებულიც

გურამ ნიკოლაშვილი

გურამ ნიკოლაშვილი

ოპოზიციური ელექტორატი, რომელმაც ხმა მისცა პლურალისტურ და პროპორციულ პარლამენტს, პარტიები კი თავისი გემოვნებით შეარჩია, აღმოჩნდა მოტყუებულიც, გადაგდებულიც და რაც მთავარია გაბრაზებულიც, რადგანაც მათივე სახელით დღეს ვითომ ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიები ნაცმოძრაობის მიერ ორკესტრირებულ ერთიან ბოიკოტზე ლაპარაკობენ, - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ ბლოგს ,,ნიღაბჩამოხსნილი ოპოზიცია“ აქვეყნებს.

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ვითარების ესკალაციის, გრძელვადიანი კრიზისის და სახელმწიფოს დასუსტების მიმართულებით და იმის გათვალისწინებით, რომ არსებული გამოწვევები რეალურად კარგად ესმით, ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მავნებლობა.

აქვე, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ციტირებს მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, რომელმაც პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს კითხვაზე, თუკი გაწიკწიკებულ საარჩევნო კოდექსს და წესებს მივიღებთ, რაც ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს, ღირს თუ არა ამაზე წასვლა , უპასუხა რომ არა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა.

,,სამართლებრივ და სტაბილურ სახელმწიფოებრივ ველში დარჩენა გარდა პოლიტიკური მარცხისა ამ ადამიანებს კონკრეტული პასუხისმგებლობით ემუქრება. სწორედ ამიტომ გამოიგონეს მათ მითი გაყალბების შესახებ და ამიტომაც შევიდნენ ელჩების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში მათი ჩაშლის მიზნით. ის წინაპირობები, რაც დააყენეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელახალი არჩევნების ან პლებისციტის ჩატარების მიზნით და ვითომ პოლიტპატიმრების განთავისუფლებისა თუ ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების სახით, ეფუძნებოდა პოზიციას, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის აზრთა მთავარ სხვადასხვაობას სწორედ ეს წანამძღვარი განაპირობებს. ქართული ოცნება ვერასდროს მიიღებს სიცრუეს რეალობად და ვერ გამართავს მოლაპარაკებებს იმ საკითხებზე, რაც ორგანულად გამომდინარეობს რეალობის მცდარი აღქმიდან. გარდა იმისა, რომ პარტიებმა სასურველს ვერ მიაღწიეს, გამოავლინეს დესტრუქციისა და ბოღმის ისეთი ხარისხი, რამაც საკუთარი ამომრჩევლის ორჯერ მოტყუებისკენაც გადაადგმევინათ ნაბიჯი. პირველ ეტაპზე ისინი თვეების მანძილზე ატყუებდნენ ამომრჩეველს, რომ მათი გამარჯვება იყო გარდაუვალი, ხელისუფლება შეიცვლებოდა და ამას შეძლებდნენ სწორედ პროპორციული არჩევნების მეშვეობით. ეს პროპაგანდა ნიაღვარივით მოედინებოდა ნაძარცვი ფულით შექმნილი სამი ტელევიზიის მეშვეობით, რომლებიც სრული ცინიზმით სპეკულირებენ ისეთ ობიექტურ რეალობაზე, როგორიც სიღარიბე და გაჭირვებაა. აბსურდული დაპირებები, ილუზიის შექმნა, რომ საქართველოს მყისიერი გარდაქმნა შესაძლებელია და მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა საჭირო, რეალურად არსებულ გაჭირვებულ და უკმაყოფილო ადამიანებს მოსმენილი პოპულიზმის ტყვედ აქცევს. ეს მოცემულობა გადაიზილა ვითომ ანტირუსულ რიტორიკაში და სწორედ ამ პროპაგანდის მეშვეობითაა აღებული ის ხმებიც, რაც „ნაცმოძრაობებმა“ მიიღეს. ქვეყნის ნათელი მომავალი პარტიათა აზრით უკავშირდებოდა კოალიციურ მმართველობას, კონსენსუსზე დაფუძნებულ ხელისუფლებას, რისთვისაც მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პარტიის შესვლა და პლურალიზმის უზრუნველყოფა. როდესაც კითხვა ჩნდებოდა იმ განსხვავებებსა და წინააღმდეგობებზე, რაც ამ პარტიებს ერთმანეთთან გააჩნდათ, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ საკუთარ იდენტობას და ამომრჩეველს არ დაკარგავდნენ და სახელისუფლო კოალიციას სწორედ მათ ინტერესების საუკეთესოდ გათვალისწინების მეშვეობით შექმნიდნენ.

არჩევნების შედეგმა ნაცმოძრაობასა და მის სატელიტ პარტიებს მწარე მარცხი აგემა. ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმებისა და სადეპუტატო ადგილების ნახევარი, მთელმა დანარჩენმა ოპოზიციამ კი მეორე ნახევარი გაინაწილა. ოპოზიციურ პარტიათა ელექტორალური ტყუილი არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით საპნის ბუშტივით გასკდა. რეალობა, რომელიც ყველა წინასაარჩევნო კვლევით დასტურდებოდა, რომ ოცნება კვლავ მმართველ პარტიად დარჩებოდა, ოპოზიციური პარტიების წინაშე მთელი სიცხადით დადგა. გამსკდარმა ტყუილმა რეალობის აღიარების ნაცვლად წარმოშვა მეორე ტყუილი, სხვადსხვა სპეკულაციათა მეშვეობით სახელდახელოდ შეითხზა გაყალბების მითი და საკუთარივე ამომრჩეველს შესთავაზეს მეორე ტყუილი ბოიკოტის გამოცხადების მიზანშეწონილობის სახით. რაც მთავარია, ოპოზიციონერთა უტიფარი მსჯელობა და განცხადებები თავიანთივე ამომრჩევლის სახელით კეთდება, თითქოს სწორედ ბოიკოტი იყოს ხალხის დაკვეთა.

ოპოზიციური ელექტორატი კი, რომელმაც ხმა მისცა პლურალისტურ და პროპორციულ პარლამენტს, პარტიები კი თავისი გემოვნებით შეარჩია, აღმოჩნდა მოტყუებულიც, გადაგდებულიც და რაც მთავარია გაბრაზებულიც, რადგანაც მათივე სახელით დღეს ვითომ ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიები ნაცმოძრაობის მიერ ორკესტრირებულ ერთიან ბოიკოტზე ლაპარაკობენ. თუნდაც იმ მოლოდინის ხორცშესასხმელად, რასაც ოპოზიცია პირდებოდა ხელისუფლებაში მოსვლისას ამომრჩეველს, აუცილებელია სტაბილური და მშვიდი პოლიტიკური ვითარება, ეროვნული თანხმობა და კონსენსუსი, რაც ისედაც არსებული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე კიდევ უფრო რთული მისაღწევია. ობიექტური გარემოებები ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას ქვეყანაში. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ვითარების ესკალაციას, გრძელვადიანი კრიზისის და სახელმწიფოს დასუსტების მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ არსებული გამოწვევები რეალურად კარგად ესმით, ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მავნებლობა. რეზიუმეს სახით კი ტექსტი შეგვიძლია დავასრულოთ გვარამია-ელისაშვილის დიალოგის მოკლე პასაჟით: ა.ელისაშვილი – „კი მაგრამ, თუკი გაწიკწიკებულ საარჩევნო კოდექსს და წესებს მივიღებთ, რაც შენი შვილების მომავალს და ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს, ეს არ არის მნიშვნელოვანი შედეგი და არ ღირს ამაზე წასვლა”? ნ.გვარამია – “არა. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა”. ამდენად, აღნიშნული პარტიებისა და ფიგურების მოტივაცია ოპოზიციური ამომრჩევლისთვისაც ნათელი ხდება და ამას ნებისმიერ ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდება ჰქვია. ჩატარებულმა არჩევნებმა ნიღაბი ჩამოხადა პარტიული ძალებისა და ფიგურების ჭეშმარიტ სახეს, ამომრჩეველმა დაინახა ის საგულდაგულოდ დაფარული, რაც ბიბლიური ჭეშმარიტებასავით გაცხადდა განვლილ 2020 წელს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 12:37

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სანქციებმა ირანი შესაძლოა ბომბებზე მეტად დააზიანოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ გაცილებით ნაკლები ყურადღება მიიპყრო, ვიდრე მისმა დაბომბვის კამპანიამ, თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ სწორედ ეკონომიკურმა ზომებმა შესაძლოა თეირანის რეჟიმს უფრო მძიმე დარტყმა მიაყენოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:35

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა.

28 ივლისი 2026, 12:34

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს ,,ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

კრიშტიანუ რონალდუ

28 ივლისი 2026, 12:27

კულტურა

The Sun: კრიშტიანუ რონალდუ მხატვრულ სერიალზე მუშაობს

The Sun-ის ცნობით, სერიალი მოგვითხრობს გამოგონილ ბრიტანელ საფეხბურთო აგენტზე, სტენლი დალტონზე, რომლის როლსაც „სამშობლოსა“ და „მილიარდების“ ვარსკვლავი დემიენ ლუისი შეასრულებს. პროექტის იდეა ცნობილ საფეხბურთო აგენტს, დარენ დეინს ეკუთვნის, გადაღებები კი ლონდონში უკვე მიმდინარეობს. რონალდუსთან ერთად სერიალში ასევე გამოჩნდება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი.

28 ივლისი 2026, 12:20

მსოფლიო

იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

სამხრეთ იაპონიაში ცოტა ხნის წინ 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვების სანაპიროებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

გამოკითხვა: ირანთან ომს ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, უმეტესობა კი ტრამპის მიზნებს გაურკვევლად მიიჩნევს

სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს ირანთან მიმდინარე ომს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო.

28 ივლისი 2026, 12:04

რეგიონი

იმერეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია ჩატარდა

ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობი წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 11:42

კულტურა

„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა

კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.

28 ივლისი 2026, 11:36

მსოფლიო

თურქეთის ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება

ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.

დავით სონღულაშვილი

28 ივლისი 2026, 11:13

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.

ლარი

28 ივლისი 2026, 11:01

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱

„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.

28 ივლისი 2026, 10:53

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

28 ივლისი 2026, 10:51

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 10:48

ტექნოლოგიები

WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა

2026 წლის დასაწყისში მომხმარებლები ჩატბოტისგან ვირუსების მოდიფიკაციის, ტოქსიკური ნივთიერებების შექმნისა და პათოგენების გავრცელების გზების გარკვევას ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ენობრივი მოდელი მომხმარებლებს ეტაპობრივ სახელმძღვანელოებს აძლევდა. OpenAI-ის თანამშრომლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პასუხები იმდენად მარტივ განმარტებებს შეიცავდა, რომ ისინი სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი გასაგები იყო. ექსპერტებმა მიღებულ მონაცემებს „სახიფათოდ ზუსტი“ უწოდეს.

28 ივლისი 2026, 10:45

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივლისი 2026, 10:45

მსოფლიო

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

28 ივლისი 2026, 10:40

ჯანდაცვა

საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა

საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 10:40

ტექნოლოგიები

კვლევა: სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა ადამიანები ბოლო წლებს დაავადებებთან ბრძოლაში ატარებენ

„მოსახლეობის უმრავლესობა ახლა ათწლეულს ან მეტს ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობაში ატარებს“, - განმარტა დოქტორმა ნგმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეტი წელი იხარჯება ქრონიკული დაავადებების მართვაზე, როგორებიცაა წელის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები და დიაბეტი.