imedi /  10 დეკემბერი 2020, 18:57 / სანდო წყარო

გურამ ნიკოლაშვილი: ელისაშვილის განაცხადმა ოპოზიციურ ველზე სერიოზული წყალგამყოფი გაავლო და მკაფიოდ გამოაჩინა, თუ ვინ ვის თამაშს თამაშობს ქართველი ხალხის ნებასთან შეურიგებელი ოპოზიციის ფლანგზე

გურამ ნიკოლაშვილი

გურამ ნიკოლაშვილი

ძირითადი ფაქტორი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დარაზმულ პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს, კრავს და ერთ დესტრუქციულ დაჯგუფებად აქცევს – არის, ერთის მხრივ, საერთო ან ინდივიდუალური დანაშაულებრივი წარსული და მეორეს მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების შიში ანუ სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის – სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის ამოქმედების პერსპექტივა, რაც მხოლოდ გამართულად ფუნქციონირებადი სახელმწიფოს პირობებშია შესაძლებელი, - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვრცელ ბლოგს ,,ნიღაბჩამოხსნილი ოპოზიცია“ აქვეყნებს.

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის მათთვის სასურველი შედეგი არა კონსოლიდირებული დემოკრატია, სახელმწიფოს წინსვლის და განვითარების თაობაზე ალტერნატიული იდეების გენერირება და მათი დანერგვისთვის ბრძოლაა, არამედ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლაა, რასაც ან ხელისუფლებაში მოსვლით სურთ რომ მიაღწიონ ან მუდმივ პოლიტიკურ კრიზისსა და ქაოსში ამყოფონ სახელმწიფო, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ იფუნქციონირონ.

მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის მათთვის სასურველი შედეგი არა კონსოლიდირებული დემოკრატია, სახელმწიფოს წინსვლის და განვითარების თაობაზე ალტერნატიული იდეების გენერირება და მათი დანერგვისთვის ბრძოლაა, არამედ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლაა, რასაც ან ხელისუფლებაში მოსვლით სურთ რომ მიაღწიონ ან მუდმივ პოლიტიკურ კრიზისსა და ქაოსში ამყოფონ სახელმწიფო, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ იფუნქციონირონ.

ნიკოლაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მოქმედებს პრინციპით – ძალა ერთობაშია, ამ ერთობის საფუძვლად კი საკუთარი წარსული ცოდვები და დანაშაულის განცდა უქცევიათ. აქვე, საჯარო პოლიტიკის რამდენიმე პოლიტიკოსზე საუბრობს და როგორც თავად აცხადებს, იმ საგმირო საქმეებზე წერს, რასაც მათ კანონი ედავება და რის გამოც ისინი სააკაშვილის ყმებად დარჩნენ.

,,ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით წარმართული მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიზნად ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობასა და დაახლოებას ისახავდა, დასასრულს უახლოვდება. ნაციონალური მოძრაობის წიაღში წარმოქმნილმა პარტიებმა და მათმა სატელიტებმა კვლავ ბოიკოტის რეჟიმში გადაწყვიტეს დარჩენა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. გამონაკლისი – ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია აღმოჩნდა. ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შესვლაზე ელისაშვილის განაცხადმა ოპოზიციურ ველზე სერიოზული წყალგამყოფი გაავლო და მკაფიოდ გამოაჩინა, თუ ვინ ვის თამაშს თამაშობს ქართველი ხალხის ნებასთან შეურიგებელი ოპოზიციის ფლანგზე. გარდა იმისა, რომ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენილმა პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი სულ მცირე ორჯერ მოატყუეს, რასაც მოგვიანებით ავხსნით, ამავე დროს, გვიჩვენეს მოქმედების ალგორითმი, რაც სრული სიზუსტით ასახავს მათი გადაწყვეტილებების მოტივსა და საფუძველს. შეთანხმებული გადაწყვეტილებით პარტიებმა ისიც ნათლად აჩვენეს, რომ არავითარი თანასწორი და კოალიციური მთავრობისკენ ისინი არასოდეს მიისწრაფოდნენ. მათი მხარდაჭერა ცალსახად და სავალდებულოდ პირადად მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიისთვის იყო განკუთვნილი. ძირითადი ფაქტორი, რაც ნაციონალური მოძრაობის გარშემო დარაზმულ პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს, კრავს და ერთ დესტრუქციულ დაჯგუფებად აქცევს – არის, ერთის მხრივ, საერთო ან ინდივიდუალური დანაშაულებრივი წარსული და მეორეს მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების შიში ანუ სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის – სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის ამოქმედების პერსპექტივა, რაც მხოლოდ გამართულად ფუნქციონირებადი სახელმწიფოს პირობებშია შესაძლებელი. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის მათთვის სასურველი შედეგი არა კონსოლიდირებული დემოკრატია, სახელმწიფოს წინსვლის და განვითარების თაობაზე ალტერნატიული იდეების გენერირება და მათი დანერგვისთვის ბრძოლაა, არამედ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლაა, რასაც ან ხელისუფლებაში მოსვლით სურთ რომ მიაღწიონ ან მუდმივ პოლიტიკურ კრიზისსა და ქაოსში ამყოფონ სახელმწიფო, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ იფუნქციონირონ. ისინი მოქმედებენ პრინციპით – ძალა ერთობაშია, ამ ერთობის საფუძვლად კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკუთარი წარსული ცოდვები და დანაშაულის განცდა უქცევიათ. მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის საფრთხე მათ მოკავშირეებად აქცევს და საერთო მომავლისთვის საბრძოლველად განაწყობს. აღწერილი სურათის ყველაზე ნათელი ილუსტრაცია, ალბათ მაინც გვარამიასა და ოქრუაშვილის სტუდიური ჭიკჭიკია. ახალგაზრდებს ალბათ არ ახსოვთ, მაგრამ მინიმუმ 13-წლიანი პოლიტიკური მეხსიერების მქონე დამკვირვებელი ადვილად დაინახავს შიშისა და უპრინციპობის მთელ სიღრმეს, რამაც ეს ორი ადამიანი 2020 წლის შემოდგომაზე მოკავშირეებად აქცია. თავდაცვის ექსმინისტრი ოქრუაშვილი ხომ სწორედ პროკურორმა გვარამიამ დაიჭირა 2007 წლის სექტემბრის ბოლოს.

გავყვეთ სიას და ჩამოვთვალოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და გავიხსენოთ ის საქმენი საგმირონი, რასაც მათ კანონი ედავება და რის გამოც ისინი სააკაშვილის ყმებად დარჩნენ.

ნიკანორ მელია, – რომლის წინააღმდეგაც გამოძიება 2019 წლის 21 ივნისს დაიწყო სსკ 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ბრალდება თბილისში 20 ივნისის ცნობილ მოვლენებს უკავშირდება, სადაც მოვლენათა ესკალაცია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებებს მოჰყვა, გამორჩეულად კი ნიკა მელიას გამოსვლებს, რომელმაც აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მომიტინგეთა ძალადობრივ ქმედებებს მოყოლილმა საპოლიციო ოპერაციამ არეულობა და ადამიანთა დაზიანება გამოიწვია. 2019 წლის 3 ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მელიას საქმის არსებითი განხილვა, რომელიც ჯერ ისევ არ დასრულებულა. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე. მელიას მიერ სამაჯურის დემონსტრაციული მოხსნაც ხომ ერთგვარი ვიზუალიზაცია იყო მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის დაუოკებელი წყურვილის და სწორედ ამ მიზნით პოლიტიკაში მისი აგრესიული ფორმით მონაწილეობისა.

2. ნიკოლოზ გვარამია – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20 ივლისს აღიძრა. იმავე წლის 9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი სს კოდექსის სამი მუხლით წარედგინა საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. დაახლოებით ერთ თვეში ბრალი დაზუსტდა და ბრალდებას დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო ლეგალიზების ფაქტი დაემატა. გვარამიას ბრალდება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაში ედავება და მისი მაქინაციის თანამონაწილეებად კიდევ ორი პირია პასუხისგებაში მიცემული. სისხლის სამართლის საქმე 2013–16 წლებში რუსთავი ორის კომერციული რეკლამის შემოსავლების ეგრეთ წოდებული „გაყიდვების სახლის“ გავლით ფინანსურ მაქინაციაში მოქცევას ეხება. 2015 წლის 5 აგვისტოს ტელეკომპანია რუსთავი-2-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა ქიბარ ხალვაშმა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა კომპანიის უძრავი ქონებისა და წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა გვარამიამ რეკლამის გამყიდველი სახლებთან შეთანხმებით დაიწყო მათგან კომპანიის ფუნქციონირებისათვის მინიმალური შემოსავლის მიღება, ხოლო გაყიდული რეკლამის ღირებულების საგრძნობი ნაწილის გამყიდველ კომპანიებში ჩატოვება. თუკი 2014 წელს „ინტერმედიამ“ რუსთავი ორის შემოსავლის რვა პროცენტი დაიტოვა გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2015 წელს იმავე დამფუძნებელთა „ინტერმედია პლიუსმა“ ახალი ხელშეკრულებით რუსთავი ორის შემოსავლის უკვე 24 პროცენტი დაიტოვა. კომპანიაში დალექილი შემოსავლის ნაწილი ნიკა გვარამიას პირადი გადაწყვეტილებით მოხმარდა ვაკეში ორი პრესტიჟული ბინის შეძენას, თითოეული 120 კვადრატული მეტრის ფართით, რომელიც გაფორმდა „ინტერმედია პლიუსის“ სახელზე 2016 წლის სამ აგვისტოს. სქემის მეორე ეტაპზე, გვარამიამ როგორც ფიზიკურმა პირმა უკანა რიცხვით გააფორმა სესხის ფიქტიური ხელშეკრულება „ინტერმედია პლიუსთან“, რომელსაც თითქოს 510 ათასი ლარი ასესხა. „ინტერმედიაპლიუსს“ ნაყიდი ბინები საბოლოოდ 2016 წლის 20 დეკემბერს გადაეცა. 2017 წლის 21 მარტს კი „ინტერმედიაპლიუსის“ დირექტორმა ფიქტიური სესხის გაქვითვის სანაცვლოდ ორივე ბინა ნიკა გვარამიას საკუთრებაში გადასცა. უკანონოდ დაუფლებული ქონება გვარამიამ იმავე წლის ივლისსა და სექტემბერში გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითიც მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, 600 ათას ლარზე მეტი, რომელიც კონვერტაციის შემდეგ ბანკის სხვადასხვა ანგარიშებზე შეიტანა. მსგავსი სქემა აამოქმედა ნიკა გვარამიამ პირადი მოხმარებისთვის ძვირადღირებული ავტომანქანის „პორშე მაკანის“ დასაუფლებლად. პორშეს ცენტრში არჩეული ავტომანქანა საკუთარი ოჯახის განკარგულებაში მიიღო ხელშეკრულებით, რომელიც ბარტერის საფუძველზე გაფორმდა „თეგეტა მოტორსსა“ და „პროესკო მედიას“ შორის. მანქანა ამ უკანასკნელზე გაფორმდა, თუმცა მას ნიკა გვარამია იყენებდა. „პროესკო მედია“ რუსთავი ორის მომსახურე სარეკლამო სააგენტოა, რომელსაც ზემოხსენებულმა „ინტერმედიამ“ იმავე „თეგეტა მოტორსის“ მიერ გამოცხადებული სარეკლამო ტენდერის მოსაგებად კონკურენტებთან შედარებით დაწეული ფასები მისცა. „პროესკო მედიამ“ ტენდერი მოიგო, ბარტერის პირობების შესრულება დაიწყო, რაც რუსთავი ორის ეთერში თეგეტას რეკლამის გაშვებას გულისხმობდა, რისთვისაც გააფორმა ხელშეკრულება ინტერმედიასთან, როგორც რეკლამის გამყიდველთან და ერთეულის ღირებულებად სტანდარტულზე ოთხჯერ ნაკლები მიუთითა. ეს სქემა ნიკა გვარამიამ 2019 წლის თებერვალში დაიწყო და მას შემდეგ შეწყვიტა, რაც სასამართლოს განჩინებით 27 აგვისტოს შპს „პროესკო მედიიდან“ პროკურატურამ დოკუმენტაცია ამოიღო. მანქანის კომპანიისთვის დაბრუნებით გვარამიამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა სცადა. საქმეზე სასამართლო განხილვა კვლავ მიმდინარეობს.

3. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – სიძე-ცოლისძმა ოჯახშიც, ბიზნესშიც, დანაშაულშიც და პოლიტიკაშიც განუყრელი წყვილია. გამოძიება წყვილს 16 მილიონ 664 ათას აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებისთვის ბრალი ავთანდილ წერეთელსაც აქვს წარდგენილი. ამ უკანასკნელის კომპანიების გამოყენებით, „სამგორი ემი“ და „სამგორი თრეიდი“, რომელთაც „თიბისი ბანკში“ სესხის გენერალური ხელშეკრულებები გააჩნდათ, აღნიშნული თანხა გაიცა 6 თვიანი სასესხო ხელშეკრულებით და 15 პროცენტიანი სარგებლით. ავთანდილ წერეთლის კომპანიებზე თანხა რამდენიმე ნაწილად ჩაირიცხა 2008 წლის 21 აპრილიდან 7 მაისის შუალედში და და რამდენიმე საათში აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განკარგულებაში, კომპანიებიდან მათ პირად ანგარიშებზე გადარიცხვის გზით. ამ ოპერაციით ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ნახეს პირადი სარგებელი, ხოლო საფრთხის ქვეშ დააყენეს ფინანსური კრიზისის წინაშე მდგომი ბანკი და მისი მეანაბრეები.

4. რეგულაციების თანახმად ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ ჰქონდათ სესხისთვის საკუთარივე ბანკის სახსრების გამოყენების უფლება, ამიტომაც გამოიყენეს წერეთლის არხი თანხის მისაღებად, რაც მოგვიანებით ბანკმაც დაადასტურა და ჯარიმაც გადაიხადა. 2008 წლის 31 დეკემბერს, წერეთლის კომპანიებზე გაცემულ სესხებს თიბისი ბანკმა მიანიჭა უიმედოს კლასიფიკაცია და ჩამოწერა. ბანკმა სესხის უზრუნველყოფა არც თავმდებ პირებს მოთხოვა, არც ანგარიშებიდან ჩამოაჭრა თანხა და არც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულ 125 ქონებაზე წარმოშვა საკუთრების უფლება. მეტიც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა წერეთლის კომპანიებზე გაცემული სესხისთვის დატვირთული ქონებები ეტაპობრივად გაათავისუფლა იპოთეკისგან. მეტიც, ბანკმა წერეთლის კომპანიებზე 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის თებერვალში დამატებით გასცა თითო-თითო მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხები. მოგვიანებით კი, 2012 წლის აგვისტოში, ბანკმა კომპანიები საერთოდ გაათავისუფლა სასესხო ვალდებულებისგან და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე ჩაანაცვლა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით სახელად. „მარტელო გრუპი“, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა და რომელიც ასევე კავშირშია თაღლითობაში მონაწილე პირებთან. ზუსტად ათი წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. 2010 წლის 29 დეკემბერს ქუთაისში ბანკის რეგიონალური ფილიალის მშენებლობის მონახულებისას პრეზიდენტმა თქვა, რომ მსგავსი ორდენი იშვითად გაიცემა, თუმცა ხაზარაძემ ეს დაიმსახურა. ავტორიტარი მმართველისთვის ეს დამსახურება მდგომარეობდა იმაში, რომ ხაზარაძის სტრუქტურები ორგანულად ჩაეწერა სააკაშვილის ტოტალური მმართველობის რგოლებში, სადაც პროკურატურის, სასამართლოს, სასჯელაღსრულების ყველა რგოლი სინქრონულად მოქმედებდა ადამიანის გასანადგურებელ რეპრესიულ აპარატად. ფინანსური ეგზეკუციის ბოლომდე მისაყვანად კი ძალოვან სტრუქტურებთან ერთად მიტაცებული აქტივის შენარჩუნება იყო საჭირო, რაც თიბისი ბანკის მეშვეობით არაერთხელ განხორციელდა. ქოქოლაძის „ელიტ ელექტრონიქსის„, საწვავის ქსელი „მაგნატის“ თუ სხვა მაგალითები ყველაზე მკაფიო დასტურია. ხაზარაძე-სააკაშვილის წარმატებული თანამშრომლობა როგორ ჩანს იმაზე სიღრმისეულია, ვიდრე ეს აქამდე ჩანდა, რაკიღა ახალშექმნილმა „ლელომაც“ სრულიად მოულოდნელად კიეველი მოქალაქის სატელიტობა არჩია.

5. გიგი უგულავა – თბილისის ყოფილი მერი, რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა ციხეში დადასტურებული დანაშაულებების გამო, თუმცა ამით მის მიმართ მართლმსაჯულების პრეტენზიები ამოწურული არაა. გიგი უგულავას დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებულია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შედეგად განვითარებულ პროცესებში, რასაც ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური, ქონებრივი და ბოლოს ფიზიკური განადგურება მოჰყვა შედეგად. უგულავამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააუქმა მთაწმინდის პარკის იჯარის ხელშეკრულება პატარკაციშვილის კომპანია შპს „ლინკსთან“ და კომპანია აზარალა 33 მილიონზე მეტი ლარით, რაც პარკის რეაბილიტაციაზე 2006–07 წლებში დაიხარჯა. უგულავა მონაწილეობდა რიყის გაყიდვისა და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უკან გამოსყიდვის საქმეშიც, სადაც 10 მილიონიანი სარგებელი შექმნეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ, რომელიც მთავარი ფიგურა გახლდათ ტელეიმედის მიტაცების საქმეში. გიგი უგულავას ლეგენდარულ სქემას თბილისის განვითარების ფონდის სახსრების წინასაარჩევნოდ გამოყენება წარმოადგენს. ფონდის კუთვნილი 50 მილიონი ლარი პარტიული აქტივის ხელფასებად გაიწერა და გაიფლანგა. 2009–11 წლებში უგულავამ თბილსერვისის კუთვნილი 4 მილიონი ლარი ანალოგიურად გაფლანგა. ამ ცნობილ დანაშაულებთან ერთად უგულავას პასუხისგება კვლავ უწევს ნაკლებად ცნობილ საქმეზე, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და ეხება მის ნათესავზე გაფორმებულ 465 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას მთაწმინდაზე, პრესტიჟულ კორპუსში. გიგი უგულავა ქონების რეალურ მფლობელს წარმოადგენს, რომელიც საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მოიპოვა.

6. ირაკლი ოქრუაშვილი – სააკაშვილის რეჟიმის მიერ დევნილი პირი და მისივე თანამებრძოლი, რომელმაც სამართლის პოვნა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეძლო, დღეს კვლავ ოპოზიციონერთა რიგებშია და სააკაშვილის მოკავშირეა. მის მიმართ მიმდინარე გამოძიებაც ნიკა მელიას მსგავსად 20 ივნისის მოვლენებს ეხება, სადაც იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა პარლამენტში შეჭრის მცდელობასა და ორგანიზებაში“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 12:37

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სანქციებმა ირანი შესაძლოა ბომბებზე მეტად დააზიანოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ გაცილებით ნაკლები ყურადღება მიიპყრო, ვიდრე მისმა დაბომბვის კამპანიამ, თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ სწორედ ეკონომიკურმა ზომებმა შესაძლოა თეირანის რეჟიმს უფრო მძიმე დარტყმა მიაყენოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:35

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა.

28 ივლისი 2026, 12:34

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს ,,ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

კრიშტიანუ რონალდუ

28 ივლისი 2026, 12:27

კულტურა

The Sun: კრიშტიანუ რონალდუ მხატვრულ სერიალზე მუშაობს

The Sun-ის ცნობით, სერიალი მოგვითხრობს გამოგონილ ბრიტანელ საფეხბურთო აგენტზე, სტენლი დალტონზე, რომლის როლსაც „სამშობლოსა“ და „მილიარდების“ ვარსკვლავი დემიენ ლუისი შეასრულებს. პროექტის იდეა ცნობილ საფეხბურთო აგენტს, დარენ დეინს ეკუთვნის, გადაღებები კი ლონდონში უკვე მიმდინარეობს. რონალდუსთან ერთად სერიალში ასევე გამოჩნდება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი.

28 ივლისი 2026, 12:20

მსოფლიო

იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

სამხრეთ იაპონიაში ცოტა ხნის წინ 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვების სანაპიროებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

გამოკითხვა: ირანთან ომს ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, უმეტესობა კი ტრამპის მიზნებს გაურკვევლად მიიჩნევს

სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს ირანთან მიმდინარე ომს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო.

28 ივლისი 2026, 12:04

რეგიონი

იმერეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია ჩატარდა

ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობი წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 11:42

კულტურა

„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა

კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.

28 ივლისი 2026, 11:36

მსოფლიო

თურქეთის ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება

ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.

დავით სონღულაშვილი

28 ივლისი 2026, 11:13

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.

ლარი

28 ივლისი 2026, 11:01

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱

„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.

28 ივლისი 2026, 10:53

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

28 ივლისი 2026, 10:51

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 10:48

ტექნოლოგიები

WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა

2026 წლის დასაწყისში მომხმარებლები ჩატბოტისგან ვირუსების მოდიფიკაციის, ტოქსიკური ნივთიერებების შექმნისა და პათოგენების გავრცელების გზების გარკვევას ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ენობრივი მოდელი მომხმარებლებს ეტაპობრივ სახელმძღვანელოებს აძლევდა. OpenAI-ის თანამშრომლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პასუხები იმდენად მარტივ განმარტებებს შეიცავდა, რომ ისინი სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი გასაგები იყო. ექსპერტებმა მიღებულ მონაცემებს „სახიფათოდ ზუსტი“ უწოდეს.

28 ივლისი 2026, 10:45

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივლისი 2026, 10:45

მსოფლიო

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

28 ივლისი 2026, 10:40

ჯანდაცვა

საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა

საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 10:40

ტექნოლოგიები

კვლევა: სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა ადამიანები ბოლო წლებს დაავადებებთან ბრძოლაში ატარებენ

„მოსახლეობის უმრავლესობა ახლა ათწლეულს ან მეტს ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობაში ატარებს“, - განმარტა დოქტორმა ნგმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეტი წელი იხარჯება ქრონიკული დაავადებების მართვაზე, როგორებიცაა წელის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები და დიაბეტი.