მეათე მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩია

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: არქივი
მეათე მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარე აირჩია.
კენჭისყრაში მონაწილეობა 86-მა დეპუტატმა მიიღო და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე ერთხმად დაამტკიცა.
„საკონსტიტუციო რეფორმის და მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილებების გატარების შემდეგ, დღეს, მეცხრე მოწვევის პარლამენტი დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, ჯეროვანი მმართველობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ესტრაფეტას გადასცემს ახალ მეათე მოწვევის პარლამენტს. მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს ოთხ წლიანი მუშაობისა და თანამშრომლობისთვის. საქართველო არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტი, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა. ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამონახვა გარეთ. პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი მოქალაქეების გამოცხადებული ნდობა და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა, პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებზე, რომელიც 2 მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობს.
ყველა სიახლე

24 მარტი 2025, 17:35
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო. გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ
საპარლამენტო დელეგაციის წევრები სერბეთში შეხვედრებს მართავენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დეპუტატებთან ერთად, სერბ კოლეგას შეხვდა.

24 მარტი 2025, 17:29
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ძალიან მნიშვნელოვანი და პრაგმატული შეხვედრები გვქონდა დღეს პარლამენტში, რაც გამოიხატება საპარლამენტო დიპლომატიის კიდევ უფრო განვითარებით
ძალიან მნიშვნელოვანი და პრაგმატული შეხვედრები გვქონდა დღეს პარლამენტში, რაც გამოიხატება საპარლამენტო დიპლომატიის კიდევ უფრო განვითარებით, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

24 მარტი 2025, 17:25
მსოფლიო
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ის და ილონ მასკი მემარცხენე კლასისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ
ტრამპი და მასკი, რადიკალური მემარცხენე კლასისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ - ამ სათაურის ვიდეოს საკუთარ სოციალურ ქსელში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აზიარებს.

24 მარტი 2025, 17:22
პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: საქართველოს შიდა საქმეებში ბრიუსელის ჩარევა მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე. საქართველოს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ჩვენგან
ორმხრივი პარტნიორობა, თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებში, ურთიერთობების სამომავლო გაღრმავება, ევროინტეგრაცია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

24 მარტი 2025, 17:18
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიიარტოს: ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ამით ვამაყობთ - ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, რათა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ამით ვამაყობთ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

24 მარტი 2025, 17:14
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

24 მარტი 2025, 17:11
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარების შესახებ: თქვენ და თქვენისთანა „ცეხავიკები“, არა ნაკლები დამნაშავეები ხართ, ვიდრე თავად „რეკეტის“ დამგეგმავი და შემსრულებელი პერსონები
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კონკრეტულად კი „მაგნატის“ საქმის განხილვაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

24 მარტი 2025, 17:10
ეკონომიკა
„Starring Georgia“-მ გურიაში მეწარმეებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარა
„Starring Georgia“ გურიის ადგილობრივი მეწარმეების გადამზადებას აგრძელებს. პროექტის „გურია მთავარ როლში” ეგიდით, 22 და 23 მარტს ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში გაიმართა რიგით მეორე ტრენინგი სახელწოდებით „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“.

24 მარტი 2025, 17:09
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ყველაფერი გახდა კრიტიკული 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია და საქართველოშიც ბუნებრივად მზადდებოდა მეორე ფრონტის პროექტი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხოელი თანამდებობის პირების მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს მედიასთან ეხმიანება.

24 მარტი 2025, 16:44
ეკონომიკა
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა.

24 მარტი 2025, 16:34
სპორტი
თბილისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ქართული ფინალი შედგა
-70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ერთმანეთს გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი შეხვდნენ. გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ზურაბ ზურაბიანი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

24 მარტი 2025, 16:24
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულება გაძლიერდა
ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

24 მარტი 2025, 16:21
რეგიონი
გორის მერიის დაფინანსებით, 4-თვიანი კურსის ფარგლებში, 30 მოსწავლე კომპიუტერულ პროგრამებს შეისწავლის
გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „Pascal STEAM Community“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 მარტი 2025, 16:12
საზოგადოება
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ნოვრუზ-ბაირამობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ნოვრუზ-ბაირამობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო.

24 მარტი 2025, 15:56
მსოფლიო
მაიკ უოლცი: ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია.

24 მარტი 2025, 15:41
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელა.

24 მარტი 2025, 15:41
პოლიტიკა
კახა კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს
დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.

24 მარტი 2025, 15:36
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება.

24 მარტი 2025, 15:25
მსოფლიო
პიტერ სიიარტო: საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელი მაგალითია - ჩვენ ამას არ დავუშვებთ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

24 მარტი 2025, 15:19
საზოგადოება
საქართველოს პირველი არხი: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება რეპუტაციის შემლახველი და იმიჯის დამაზიანებელი საჯარო განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას
საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს.