დღეს პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე კომიტეტზე თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ. კომიტეტების ძირითადი საქმიანობა ისევ დებულებების შემუშავება-დამტკიცება იქნება.
ამ დღის წესრიგით სხდომას გამართავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, განათლების, აგრარულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციისა და სხვა კომიტეტები.
მეათე მოწვევის პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგენით, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე აირჩია. კენჭისყრაში 86 დეპუტატი მონაწილეობდა.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2024, 11:25
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან
კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.
10 სექტემბერი 2024, 11:25
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ
საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
10 სექტემბერი 2024, 11:20
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი საკმარისი უნდა იყოს დავით კეზერაშვილის დასაპატიმრებლად, მაშინ როცა ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას აცნობა, რომ ეგრეთ წოდებული „ქოლცენტრების“ საქმის მორიგი ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ასევე დადასტურდა დაკავებული კრიმინალების პირდაპირი კავშირი რადიკალური ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა მამტკიცებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერებისათვის მოპარული თანხები სწორედ დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.
10 სექტემბერი 2024, 11:18
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება
2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
10 სექტემბერი 2024, 11:14
რეგიონი
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის 2024-ის ფარგლებში, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
10 სექტემბერი 2024, 11:10
მსოფლიო
გერმანიამ სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სახმელეთო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლი დააწესა
„სანამ არ შეიქმნება თავშესაფრის მინიჭების ახალი, საერთო ევროპული სისტემა და არ მიიღება დამატებითი ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის, ვალდებულები ვართ გავაძლიეროთ კონტროლი ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
10 სექტემბერი 2024, 10:59
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა.
10 სექტემბერი 2024, 10:53
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია
კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
10 სექტემბერი 2024, 10:53
პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს
დღეს, 20:00 საათზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.
10 სექტემბერი 2024, 10:50
კულტურა
მუზეუმელთა ალიანსის ყოველწლიური ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმელთა ალიანსმა მესამე ყრილობაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა, ტრადიციულად საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა.
10 სექტემბერი 2024, 10:12
სპორტი
ვილი სანიოლი: ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან
„ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, - განაცხადა სანიოლმა.
10 სექტემბერი 2024, 10:11
სპორტი
ლუკა ლოჩოშვილი: ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია - მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს
„ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას", - აღნიშნა ფეხბურთელმა.
10 სექტემბერი 2024, 10:09
სპორტი
საბა გოგლიჩიძე: ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას
ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას,- განაცხადა ეროვნული ნაკრების წევრმა საბა გოგლიჩიძემ.
10 სექტემბერი 2024, 10:08
საზოგადოება
ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის Deccan Herald-ის და ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალის Hello3E-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
10 სექტემბერი 2024, 10:02
მსოფლიო
შოიგუს განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს მანამ, სამან უკრაინელები კურსკის ოლქიდან არ გავლენ
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შიგუს განცხადებით, მოსკოვი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს მანამ, სანამ უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქიდან არ გავლენ. “მანამ, სანამ ჩვენ მათ [უკრაინელებს] ჩვენი ტერიტორიიდან არ გავაგდებთ, რა თქმა უნდა, არავითარი მოლაპარაკებების წარმართვას არ ვაპირებთ“, - თქვა შოიგუმ. ის აგრეთვე უკრაინის ხელისუფლებას კურსკის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებით მანიპულაციაში ადანაშაულებს და მას ბირთვულ ტერორს უწოდებს.
10 სექტემბერი 2024, 09:54
კულტურა
გარდაიცვალა მსახიობი ჯეიმს ერლ ჯონსი, რომელიც დართ ვეიდერსა და მუფასას ახმოვანებდა
თითქმის 60-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯონსმა ათობით ფილმში ითამაშა. ის ასევე ახმოვანებდა მუფასას მულტფილმში „მეფე ლომი“. ჯონსი სამი „ტონის“, ორი „ემის“ და ერთი „გრემის“ მფლობელია. 2011 წელს მან მიიღო საპატიო „ოსკარი“ კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
10 სექტემბერი 2024, 09:46
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი ძარცვავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს. უცხო ფულს, განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს
„საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი, როგორც ჯარს ძარცვავდა, ახლა ძარცვავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს. ხოლო ამ ნაძარცვ თანხებს შემდეგ იყენებს იმისთვის, რომ „ნაცკლასტერი“ დააფინანსოს და ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს. უცხო ფულს, განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, - აცხადებს გორდულაძე.
10 სექტემბერი 2024, 09:43
მსოფლიო
Reuters: შვედეთი უკრაინას 440 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს
შვედეთი უკრაინას 440 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას Reuters-ი შვედეთის თავდაცვის მინისტრზე პოლ იონსონზე დაყრდნობით ავრცელებს. იონსონის ცნობით, დახმარების მე-17 პაკეტი უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის დაფინანსებასთან ერთად, საბრძოლო მანქანებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, დამატებით საბრძოლო ნავებს, რაკეტებსა და შენიღბვისთვის საჭირო აღჭურვილობას მოიცავს.
10 სექტემბერი 2024, 09:42
რეგიონი
ირაკლი ქარსელაძე: ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება მაღალი ტემპით გრძელდება
„მაღალი ტემპით გრძელდება ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს გავჭერით 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის ძირითადი გვირაბი და დღეს უკვე გაჭრილია საევაკუაციო, ასევე 9 კმ-იანი, 6 მეტრი დიამეტრის გვირაბიც. მიმდინარებს საინჟინრო ქსელების, ელექტრო მომარაგების, შეტყობინების, უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სისტემების მოწყობის ინტენსიური სამუშაოები. ასევე, კარგი პროგრესია მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით, სადაც შენდება ტექნოლოგიურად უნიკალური დაბალანსებული კონსოლური ხიდი, რომლის მსგავსიც საქართველოში პირველად შენდება. ეს იქნება ყველაზე მაღალი ხიდი, რომლის ბურჯების სიმაღლე 48 და 47 მეტრია. აქამდე ყველაზე მაღალი 42 მეტრის სიმაღლის ბურჯები ხაშურის შემოვლით გზაზე გვქონდა,“ - აღნიშნა მინისტრმა.
10 სექტემბერი 2024, 09:32
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ვისმენდით ალოგიკურ განცხადებებს - თუ საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება „ენჯეო“, ხელისუფლების გავლენის გამტარებელია, მაგრამ თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლებისგან ფინანსდება, მაშინ უცხო ძალის გავლენის გამტარებელი არ არის
„კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, მათ შორის გარკვეული არასამთავრობოების მხრიდან ვისმენდით ალოგიკურ, ერთმანეთთან შეუსაბამო განცხადებებს. თუ საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ის არის საქართველოს ხელისუფლების გავლენის გამტარებელი, მაგრამ თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლებისგან ფინანსდება, მაშინ უცხო ძალის გავლენის გამტარებელი არ არის. მაშინ ამ ადამიანებმა უნდა დაუსვან კითხვა, მაგალითად NED-ს, EED-ს, GIZ -ს, USAID-ს, IRI-ს, NDI-ს - ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებიდან და ბიუჯეტიდან ფინანსდებიან“, - აცხადებს გორდულაძე.