imedi /  16 დეკემბერი 2020, 15:35 / სანდო წყარო

თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ამნისტიის პროექტი ერთგვარი ირიბი დაკმაყოფილება იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის, რომელიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხება

თეა ბოკუჩავა

თეა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა ამნისტიის პროექტს ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ ეს პროექტი ერთგვარი ირიბი დაკმაყოფილება იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის, რომელიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „რუსთავი 2-ის“ეთერში განაცხადა.

„ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ-ერთი პრინციპული საკითხი იყო სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, თუ ეს ამნისტია წულუკიანის მიერ შემუშავებული შემოვლითი გზაა ოპოზიციის ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივია ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ამას გვიჩვენებს დრო, როდესაც ისინი გაასაჯაროვებენ იმ კანონპროექტის დეტალებს, რომლის მიღებასაც ერთპარტიულ პარლამენტში აპირებენ“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე ამნისტიის გამოცხადება იგეგმება.

ყველა სიახლე

13 ნოემბერი 2024, 10:05

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-დე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საფეხმავლო გზა გაკეთდა თუშეთის, თრუსოსასა და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, მოეწყო თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ბილიკი, ბოჭორმის ციხის, გუდაურისა და ქვეშეთის დამაკავშირებელი ბილიკი, არშის ჩანჩქერებისა და ციხის, ასევე კარკუჩა-ბურსაჭირის ბილიკი.

13 ნოემბერი 2024, 10:04

მსოფლიო

ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე „ფოქს ნიუსის“ წამყვანი წარადგინა

თავდაცვის მდივნის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი აირჩია.

13 ნოემბერი 2024, 09:30

მსოფლიო

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. „ამ ობიექტებში სხვადასხვა ტიპის თანამედროვე იარაღი ინახებოდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ ამერიკულ და საერთაშორისო სამხედრო და სამოქალაქო გემებზე წითელი ზღვის და ადენის ყურის საერთაშორისო წყლებში თავდასხმებისთვის იყენებდნენ“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. საჰაერო იერიშში მონაწილეობდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები. „როგორც მოისმინეთ, ჩვენ გავაგრძელებთ „ჰუსიტებისთვის“ იმის თქმას, რომ მათი უკანონო და გაუაზრებელი თავდასხმები პასუხგაუცემელი არ დარჩება“, - დასძინა რაიდერმა.

13 ნოემბერი 2024, 09:27

მსოფლიო

შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ ჰაიტის მიმართულებით ყველა ავიარეისი ერთი თვით შეაჩერა

შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ ჰაიტის მიმართულებით ყველა ავიარეისი ერთი თვით შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკული ავიაკომპანიების ორი თვითმფრინავი ჰაიტის დედაქალაქზე გადაფრენისას ტყვიების სროლის გამო დაზიანდა.

13 ნოემბერი 2024, 09:21

მსოფლიო

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.

13 ნოემბერი 2024, 09:10

პოლიტიკა

Economist Intelligence Unit-ის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება. საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 11-ეა, შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა

საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო 22-ე, ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

13 ნოემბერი 2024, 09:06

რეგიონი

რუსთავში, ორი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ორი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

განახლებული შენობები სააღმზრდელო პროცესისა და ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო სივრცეებით და ახალი ინვენტარით სრულად იქნება უზრუნველყოფილი. ბენეფიციარების რაოდენობა გაიზრდება მე-11 და 25-ე საბავშვო ბაღებშიც, სადაც, ავარიული შენობების ადგილზე, ახალი ნაგებობები შენდება.

ვახტანგ ჩოჩია

13 ნოემბერი 2024, 09:05

არჩევნები 2024

ვახტანგ ჩოჩია: ოპოზიციას საპარლამენტო მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით

„ოპოზიცია კვლავ აგრძელებს სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივის გასაჯაროებას. ისინი მანიპულაციურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. განაცხადეს, რომ ჩახსნიან სიებს ცესკოდან, რაც შეუძლებელია, ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მათ [საპარლამენტო] მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით“, - აღნიშნა ჩოჩიამ.

13 ნოემბერი 2024, 09:00

მსოფლიო

რუსეთი უკრაინას დრონებით სხვადასხვა მხრიდან უტევს

რუსეთი უკრაინას დრონებით სხვადასხვა მხრიდან უტევს. გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძლებმა იერიშები მიიტანეს კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიჰივისა და პოლტოვის მიმართულებით.

რუსტემ უმეროვი

13 ნოემბერი 2024, 09:00

მსოფლიო

უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს „რამშტაინის“ ფორმატი შენარჩუნდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელსაც „რამშატაინის“ ფორმატს უწოდებენ, შენარჩუნებული იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უმეროვის თქმით, ცოტა ხნის წინ მას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რა დროს „რამშტაინის“ ფორმატის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. „ჩვენ გვსურს, რომ ის გაგრძელდეს. ჩვენ მასთან [ოსტინთან] განვიხილავდით ამ საკითხს. ჩვენ მათ მივმართეთ, რათა ეს საკითხი [აშშ-ის] ახალ თავდაცვის მდივანთან განიხილონ. მეც გავუგზავნი მას წერილს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა უმეროვმა.

13 ნოემბერი 2024, 08:58

სპორტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

ასპარეზობის პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნადია დოლოჰს მოუგო ანგარიშით 15:13 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

13 ნოემბერი 2024, 08:54

მსოფლიო

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეზე 22 წლის ჯეკ ტეიშეირას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჯეკ ტეიშეირა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში გასული წლის 13 აპრილს დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების აიტი სპეციალისტად მუშაობდა.

დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2024, 08:51

მსოფლიო

ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს

უკვე ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს. თავდაცვის მდივნის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი აირჩია. მას სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს, მსახურობდა ავღანეთისა და ერაყის მისიებში.

13 ნოემბერი 2024, 08:49

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტს თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა უმასპინძლა

შეხვედრისას ისრაელის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფა იქნება, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ბოროტ განზრახვებს ვერ შეასრულებს“.

13 ნოემბერი 2024, 08:45

საზოგადოება

მეტეხის ხიდზე დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მღვდელმსახურები პარაკლისს გადაიხდიან

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.

13 ნოემბერი 2024, 08:42

სპორტი

თბილისში ფიფას პრეზიდენტი ჩამოვიდა

ინფანტინო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა. კერძოდ კი დაათვალიერებენ ყოფილი „ავაზის“ ტერიტორიაზე დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას, რომელზეც ფეხბურთის ფედერაცია ფიფას თანადაფინანსებით მუშაობს.

ბადრი ჯაფარიძე

13 ნოემბერი 2024, 08:38

არჩევნები 2024

ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს

ცნობისთვის, პროკურატურა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს იკვლევს, გრძელდება გამოკითხვებიც. პროკურორები კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ვერცერთმა დაკითხულმა პირმა მტკიცებულებები ჯერ ვერ წარმოადგინა.

ავთანდილ კუნჭულია

13 ნოემბერი 2024, 08:32

არჩევნები 2024

ავთანდილ კუნჭულია: არ შეიძლება პარტიული სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა

„ორ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - პირველი არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ შესაძლოა არ იცის ქართული კანონმდებლობა, ვერ ერკვევიან მასში, ან მეორე შემთხვევაა - ისინი ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. არ შეიძლება [პარტიული] სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა“, - აღნიშნა კუნჭულიამ.

ლევან მახაშვილი

13 ნოემბერი 2024, 08:19

არჩევნები 2024

ლევან მახაშვილი: ყოველდღე, რასაც ვხედავთ, გასული ორი კვირის განმავლობაში, არის ოპოზიციის პოპულისტური განცხადებები, სინამდვილეში სიების ჩახსნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს

„ქართული ოცნების“ წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას კოალიცია ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ, პოპულისტური განცხადებებია და მეტი არაფერი.

ირაკლი კობახიძე

13 ნოემბერი 2024, 08:04

პოლიტიკა

დღეს ლიდერთა სამიტზე ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, სადაც სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.