ირმა ნადირაშვილი კობახიძის განცხადებაზე: ოპოზიცია არ შეცვლის თავიანთ გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტს მოუწევს საქმიანობის ერთპარტიულ სტილში გაგრძელება
ირმა ნადირაშვილი
ფოტო: ევროპული საქართველო
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. კობახიძის თქმით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.
ნადირაშვილის თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაqცია იმაზე, რომ მან ვერ შეძლო ოპოზიციის შეყვანა პარლამენტში და მიიღო ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილს სურს, რომ გარეთაც პოლიტიკური ვითარება იყოს ერთპარტიული, ისევე როგორც პარლამენტში. მისივე თქმით, ოპოზიციის რეაქცია იქნება ცალსახა და ნათელი და ისინი არ შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ერთპარტიულ სტილში გაგრძელება.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ეს არის შანტაჟის ენით საუბარი, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და იყოს დერმოკრატია.
როდესაც ამ ნაბიჯით იმუქრები, ეს ნიშნავს, რომ გინდა ერთპარტიული იყოს გარეთაც პოლიტიკური ვითარება, ისევე როგოც ეს ხდება პარლამენტში.
რაც შეეხება მცდელობას, რომ გაუუქმოს რეგისტრაცია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პირდაპირი ნაბიჯი პუტინის რუსეთისა და ლუკაშენკოს ბელორუსისაკენ.
რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ალბათ ეს იქნება ძალიან ცალსახა და ნათელი, შანტაჟის ენით საუბარი, დაფინანსების შეწყვეტა, მუქარა რეგისტრაციების გაუქმების შესახებ, ვერ შეცვლის ვითარებას, რომ ქვეყანაში არის ერთპარტიული პარლამენტი, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს და ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ამ სტილში გააგრძელება“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
ყველა სიახლე
13 ოქტომბერი 2024, 18:19
კულტურა
კახეთმა ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მერვედ უმასპინძლა
კახეთმა ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მერვედ უმასპინძლა. წინანდლის მამულში, მთელი დღის განმავლობაში მსმენელთა საფესტივალო მუსიკალურ განწყობაზე ფრანგი, იტალიელი, კოლუმბიელი და შვეიცარიელი ვირტუოზი მუსიკოსები ზრუნავდნენ. ფესტივალი ტრადიციულად, ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა.
13 ოქტომბერი 2024, 18:00
სპორტი
ვილი სანიოლი: უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ შეცვლის ქოჩორაშვილს და ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო პერიოდში ვიყავით და ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ, შემთხვევითობა არ ყოფილა
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი ქვეყნის გუნდი საგურამოშია, სადაც თამაშამდე ბოლო ვარჯიში გამართა.
13 ოქტომბერი 2024, 17:57
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე შუქრუთის აქციაზე: ჩვენი ჩართულობით შიმშილობის აქცია შეწყდა და მხარეები სამუშაო ფორმატზე გადავიდნენ
აღნიშნულის შესახებ „იმედინიუსს“ რატი იონათამიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, იგი შეხვდა როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე კომპანიის წარმომადგენლებს.
13 ოქტომბერი 2024, 17:52
არჩევნები 2024
თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით „ველოსპორტის თასი 2024“ გაიმართა
თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით ველოსპორტის თასი 2024 გაიმართა. შეჯიბრი დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე ჩატარდა.
13 ოქტომბერი 2024, 17:48
სპორტი
ირაკლი სულამანიძემ ვენეციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა კარატისტმა ირაკლი სულამანიძემ, ვენეციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
13 ოქტომბერი 2024, 17:36
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციონერები არც მალავენ, რომ ემზადებიან 27 ოქტომბრის შემდგომი პროცესებისთვის
არც მალავენ, რომ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრის შემდგომი პროცესებისთვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
13 ოქტომბერი 2024, 17:35
პოლიტიკა
ქეთევან ხომერიკი: ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა, მათ საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულება უხეშად დაარღვიეს
ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა და ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა - პეტრე სალუქვაძემ, სოფო ქარცივაძემ, ალეკო ბურჭულაძემ, გიორგი (ჟორია) სირაძემ, - წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ხომერიკი, სოციალურ ქსელში.
13 ოქტომბერი 2024, 17:33
რეგიონი
ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა
მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე მერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.
13 ოქტომბერი 2024, 17:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „მთავარი არხის“ კვლევის შედეგებზე: გვარამია, „მთავარი არხი“ ამბობს - რა შუაშია ხალხი და ცესკოს შედეგები, ეს არ მაინტერესებს, ტანით რას ვიგრძნობთ, ესაა მთავარიო
ეს არის „მთავარი არხის“ სურვილები, ალბათ ადმინისტრაციის კაბინეტში დაიწერა, ამას ამდენი, იმას - იმდენი, - ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.
13 ოქტომბერი 2024, 17:28
რეგიონი
გორში სახალხო დღესასწაული მიმდინარეობს
„გორის დღე 2024“ ჭავჭავაძის გამზირზე აღინიშნება. გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, სოფლის კუთხეები, გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები.
13 ოქტომბერი 2024, 17:20
არჩევნები 2024
ემიგრანტი პაატა ლიპარტელიანი: ათასნაირი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაწესებულების მეშვეობით არჩევდნენ ისეთ ტიპებს, რომელთაც შეეძლოთ, ქვეყანაში არსებული მცირე ნაპრალების გაღრმავება. ეს უნდა დასრულდეს
„ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ. არ შეიძლება იყო მანიპულირების ქვეშ მყოფი ქვეყანა. ათასნაირი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაწესებულების მეშვეობით არჩევდნენ ისეთ ტიპებს, რომელთაც შეეძლოთ, ქვეყანაში არსებული მცირე ნაპრალების გაღრმავება,
13 ოქტომბერი 2024, 17:18
არჩევნები 2024
დავით ევგენიძე: იმაზე დიდი ბედნიერება, როცა არ არის ომი და არის მშვიდობა, არ არსებობს. ქართველი ხალხი იმსახურებს ამას
მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მუსიკოსმა დავით ევგენიძემ, რომელიც ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში მუსიკოსებს შეხვდა. დავით ევგენიძემ საკუთარი კომპოზიცია შეასრულა, ასევე ადგილობრივ მუსიკოსებს საშუალება მისცა აუდიტორიისთვის რამდენიმე ნაწარმოები წარედგინათ. კომპოზიტორი მიიჩნევს, რომ მშვიდობა არის კაცობრიობისთვის ბედნიერება და ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ბედნიერებას.
13 ოქტომბერი 2024, 17:17
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ნაცების პარტიების ოთხეულს, დავალების შესაბამისად, სიტყვა „რუსულის“ შემდეგ ლექსიკონში სიტყვა „შეშინებული“ ჩაუმატებია და იმეორებენ თუთიყუშებივით
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მამუკა მდინარაძე წერს, რომ ნაცების პარტიების ოთხეულს, დავალების შესაბამისად, სიტყვა „რუსულის“ შემდეგ ლექსიკონში სიტყვა „შეშინებული“ ჩაუმატებია და იმეორებენ თუთიყუშებივით.
13 ოქტომბერი 2024, 16:50
რეგიონი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა
დაწესებულებაში დაინერგა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება, რაც არამხოლოდ სოციალური, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას გულისხმობს.
13 ოქტომბერი 2024, 16:49
მსოფლიო
გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სადგურზე გაზის ცისტერნა აფეთქდა. აფეთქების მიზეზს სამართალდამცველები იკვლევენ.
13 ოქტომბერი 2024, 16:19
პოლიტიკა
თამარ კორძაია ეთანხმება ევროპარლამენტის რეზოლუციის პუნქტს რუსეთის სანქცირებაზე, რომლის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკა 14.5 მლრდ ლარით შემცირდებოდა, პურისა და ფქვილის ფასი 19%-ით გაიზრდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტი კი 11%-ით შემცირდებოდა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თამარ კორძაია, ეთანხმება ევროპარლამენტის რეზოლუციის ყველა პუნქტს, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რომლის შედეგადაც, საქართველოს ეკონომიკა 14.5 მილიარდი ლარით შემცირდებოდა, პურისა და ფქვილის ფასი 19%-ით გაიზრდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იანი ზრდის ნაცვლად კი ქვეყანა 11%-იან ვარდნას მიიღებდა.
13 ოქტომბერი 2024, 15:52
მსოფლიო
NBC News: ამერიკის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისრაელმა იმ სამიზნეების დიაპაზონი შეამცირა, რომელზეც ირანის მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ საჰაერო იერიშს აპირებდა
ამერიკის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისრაელმა იმ სამიზნეების დიაპაზონი შეამცირა, რომელზეც ირანის მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ საჰაერო იერიშს აპირებდა.
13 ოქტომბერი 2024, 15:17
საზოგადოება
სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
13 ოქტომბერი 2024, 15:10
საზოგადოება
სოფელ დიღომში რეაბილიტირებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
სპორტული კომპლექსის გახსნაზე საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ტაეკვონდოისტებმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა და ფეხბურთელებმა საჩვენებელი ვარჯიშები გამართეს. ღონისძიებას საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურაზ მღებრიშვილი ესწრებოდნენ.
13 ოქტომბერი 2024, 14:58
სამართალი
შსს: გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შემოვიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.