imedi /  22 დეკემბერი 2020, 17:24 / სანდო წყარო

მამუკა ხაზარაძე: გახლეჩილ, პოლარიზებულ და ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში, „ლელო“ ახალი, მძლავრი ალტერნატივა იქნება

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

ლელო - პოლიტიკური ბრძოლის ერთი წელი, - ამ სათაურით ავრცელებს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ „ლელო“ გააგრძელებს სამართლიან პოლიტიკურ ბრძოლას და ის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და მართალი ძალა ჩვენს გახლეჩილ, პოლარიზებულ და ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში, ახალი, მძლავრი ალტერნატივა იქნება“.

„შარშან ამ დროს, 22 დეკემბერს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად პარტია „ლელო“ დავაფუძნეთ. ერთი წლის წინ მთელი ქვეყნის წინაშე განვაცხადეთ, რომ „ლელო“ დაიბადა და ამიერიდან ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლე, ხოლო ჩვენი მიზანი – საქართველოს თავისუფლება, გაერთიანება და აღმშენებლობაა.
ჩვენ, „ლელოელებმა“, ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტის დამკვიდრება დავიწყეთ. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა არ არის ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური აღმშენებლობისთვის, მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვებისთვის.

ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მიზნისთვის არ გვიღალატია და სიტყვა არ გაგვიტეხავს. „ლელოს“ მატებოდნენ ახალი ადამიანები, ახალი წევრები, რადგან ჩვენი კარი ღია იყო ყველასთვის, ვისთანაც ღირებულებების ერთობა გვქონდა.

მე ჩემს თანაპარტიელებთან ერთად ვქმნიდი „ლელოს“ პოლიტიკურ ორგანიზმს. ჩვენ შევძელით და შევქმენით უძლიერეს პროფესიონალთა გუნდი. „ლელომ“ გააერთიანა თავისი საქმის პროფესიონალები, გულანთებული ახალგაზრდები და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები. შეიქმნა გუნდი, ძლიერი ლიდერებით, სუფთა წარსულით და ნათელი მომავლის ხედვით.

ჩვენ ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ყველა ის პრობლემა და სირთულე, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. შევხვდით ამ ქვეყნის ათიათასობით მოქალაქეს; ადამიანებს, რომლებიც საკუთარი დაუღალავი შრომით ქმნიან საქართველოს მომავალს, ზრდიან შვილებს. ოკუპირებული ქვეყნის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში, ხელისუფლებისგან მიტოვებულები, იცავენ ქართულ მიწას და მიუხედავად ყველა სირთულისა, არ ტოვებენ მამაპაპისეულ სახლ-კარს. ამ ადამიანებთან ურთიერთობამ, მათთვის ხელის ჩამორთმევამ, მათ თვალებში დანახულმა სითბომ და ქვეყნის სიყვარულმა მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მოგვცა ძალა – ძალა ბრძოლისა, რომელსაც დღესაც ვაგრძელებთ და არ გავჩერდებით, ვიდრე ეს ბრძოლა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გამარჯვებით არ დასრულდება.

ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, შევქმენით ყველაზე მასშტაბური ხედვა – ლელოს ახალი მარშალის გეგმა – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა. ამ პროგრამაში არ დარჩენილა საკითხი, რომელიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად არ განგვიხილავს; არ დარჩენილა რეგიონი, რომლის კლასტერულ განვითარებაზე არ გვიფიქრია. არ დარჩენილა ადამიანთა ჯგუფი, რომელთა კეთილდღეობაზეც არ გვიმსჯელია. ახალ მარშალის გეგმას ნამდვილად შეუძლია საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა და განვითარების სრულიად ახალ რელსებზე დაყენება.

როგორც ნაპოლეონს უთქვამს, სიტყვა „შეუძლებელს“ მხოლოდ სულელების ლექსიკონში თუ იპოვით. ჩვენ კი ძალიან ძლიერი, პროფესიონალი და ჭკვიანი ადამიანების გუნდი გვყავს. „ლელოსთვის“ ნამდვილად არაფერია შეუძლებელი.

ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ: ბრძოლა ათასგვარ ბინძურ ბრალდებასა და ცილისწამებასთან გვიწევდა. ხელისუფლება ორკესტრირებულად გვიტევდა, ყოველდღიურად გვატარებდა სასამართლო პროცესებზე და შეთითხნილი საქმის გამო საპატიმროთი გვემუქრებოდა, თუმცა ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებდით და ტყუილს სიმართლით ვუპირისპირდებოდით, სწორედ ეს დააფასა ქართველმა ხალხმა…
არჩევნების დღეს, როდესაც “ოცნებამ” ამომრჩევლის ხმები მოიპარა, როდესაც ადამიანებს ყველაზე მთავარი – არჩევანის უფლება წაართვა, “ლელომ” ყველაზე მტკიცე პოზიცია დაიკავა და უარი უთხრა გაყალბებულ არჩევნებს, უარი უთხრა არალეგიტიმურ პარლამენტს, უარი უთხრა მატყუარა და ხმების ქურდ ხელისუფლებასთან კოლაბორაციას.

ჩვენი პოლიტიკური ნათლობა უკვე შედგა! „ლელო“ უკვე ერთი წლისაა. ყველას გილოცავთ! გილოცავთ, რომ ამ გზაზე ახლა უფრო გაზრდილი, უფრო მტკიცე და უფრო ძლიერები ვდგავართ, რათა შევასრულოთ ის მთავარი, რაც საქართველოს ჰიმნში ერთად გავაჟღერეთ – დიდება თავისუფლებას!

ვიდრე ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იბრძოლებს თავისუფლებისთვის! თითოეული ადამიანის ხმისთვის! თითოეული ადამიანის უფლებისთვის! იქამდე საქართველო ივლის წინ!

მე, მამუკა ხაზარაძე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – „ლელო“ გააგრძელებს სამართლიან პოლიტიკურ ბრძოლას და ის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და მართალი ძალა ჩვენს გახლეჩილ, პოლარიზებულ და ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში, ახალი, მძლავრი ალტერნატივა იქნება. იქნება ადამიანების გამაერთიანებელი, იქნება ახალი საზოგადოებრივი მიზიდულობის და პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი.

ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი იარაღი სიმართლეა, ჩვენი საქმე – საქართველოა!“ – აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

ყველა სიახლე

ნინო ლაცაბიძე

28 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

28 მაისი 2026, 11:25

სპორტი

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

28 მაისი 2026, 11:12

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

28 მაისი 2026, 11:01

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 10:52

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.

თეა ბარბაქაძე ნინო თანდილაშვილი

28 მაისი 2026, 10:44

საზოგადოება

სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

28 მაისი 2026, 10:31

კულტურა

EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲

ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.

28 მაისი 2026, 09:51

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

28 მაისი 2026, 09:48

საზოგადოება

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

28 მაისი 2026, 09:42

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი

შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

28 მაისი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.

არჩილ გორდულაძე

28 მაისი 2026, 09:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.

28 მაისი 2026, 09:22

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

28 მაისი 2026, 09:08

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.