ზურაბ ჯაფარიძე: როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, სწრაფი მსვლელობა არ მისცეს პარტიების დაფინანსების კანონპროექტს, ნახეს, რომ ზეწოლის ბერკეტმა არ იმუშავა
ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: არქივი
მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტით იმ პარტიებზე ზეწოლას ცდილობდა, რომლებიც დამოკიდებულები არიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა.
მან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.
„მაგ კანონპროექტს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რაღაცნაირად ზეწოლის ბერკეტად უნდათ გამოეყენებინათ, რომ ეიძულებინათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩამოკიდებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე მათდა სამწუხაროდ, რაღაცნაირად შეეყვანათ პარლამენტში. ეგ დაფინანსება ზოგადად გასაუქმებელია. მერე ნახეს, რომ უკურეაქცია იყო და პირიქით, ყველამ თქვა, არ გვაინტერესებსო და ახლა უბრალოდ რაღაც დროს იგებენ, ვენეციის კომისიაში გაგზავნიან, დაელოდებიან. შესაბამისად, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მსვლელობა არ მისცენ სწრაფად, რადგან ნახეს, რომ ამ ბერკეტმა არ იმუშავა“, – განაცხადა განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ყველა სიახლე
14 იანვარი 2025, 21:11
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის
როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.
14 იანვარი 2025, 21:00
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელის წინააღმდეგ, აუცილებლად იქნება დასჯილი
ნებისმიერი მოქალაქე, სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც აღმართავს ხელს პოლიციელის წინააღმდეგ, ის იქნება აუცილებლად დასჯადი. ვეღარ მონათლავენ ძალადობრივ აქციას მშვიდობიან აქციად, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
14 იანვარი 2025, 21:00
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან
ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ.
14 იანვარი 2025, 20:57
პოლიტიკა
გელა ნიკოლაიშვილი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელზე: ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. მთავარი სამუშაო აქ მაინც საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას
ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. მთავარი სამუშაო აქ მაინც საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას.
14 იანვარი 2025, 20:37
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს
უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.
14 იანვარი 2025, 20:37
პოლიტიკა
მიხაილ როთი, როგორც ქართული ოპოზიციის მაშველი რგოლი - გერმანელი პოლიტიკოსის გახშირებული ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანელს გერმანული პოლიტიკა აღარ აკმაყოფილებს და ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ერევა. მიხაილ როთი ქართული ოპოზიციისთვის პროტესტის ტემპერატურის აწევას ცდილობს. ამბობს რომ ახალ არჩევნებს ითხოვს.
14 იანვარი 2025, 20:33
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ჯაშუშების წინააღმდეგ - ორგანიზაცია კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ნაცმძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდით ინტერესდება და სარჩელს ამზადებს. ორგანიზაცია კოლექტიურ„ ნაცმოძრაობას“ ღალატში ადანაშაულებს.
14 იანვარი 2025, 20:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო
ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო.
14 იანვარი 2025, 20:25
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია. დღეს მათ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. შეხვედრები ასევე დაგეგმილია ოპოზიციასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
14 იანვარი 2025, 20:22
პოლიტიკა
სააკაშვილის რეჟიმის მხილება - საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებამდე სამი კვირა რჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მოკავშირეებს იმ კომისიის სხდომების პირდაპირ ეთერში მოსმენას ურჩევს, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები უნდა შეისწავლოს.
14 იანვარი 2025, 20:00
სპორტი
ფაბრიციო რომანო: ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა, - დაწერა სოციალურ მედიაში გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
14 იანვარი 2025, 19:33
მსოფლიო
ავსტრალიის პრემიერი ილონ მასკს: ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის შესახებ კანონები და ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ ილონ მასკი გააფრთხილა, არ ჩაერიოს ქვეყნის მოახლოებულ არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
14 იანვარი 2025, 19:15
პოლიტიკა
მარინა ლობჟანიძე: დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და პრო-ქართული ორიენტაციისთვის
დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და პრო-ქართული ორიენტაციისთვის.
14 იანვარი 2025, 19:06
მსოფლიო
ზელენსკი: ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
14 იანვარი 2025, 18:58
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე: წელს, სამივე საერთაშორისო აეროპორტში 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით
„ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 621,506 მგზავრი, 3,110-რეისი)“.
14 იანვარი 2025, 18:40
მსოფლიო
ერდოღანი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მავნე ტენდენციებისა და გაუკუღმართებული იდეოლოგიებისგან
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მავნე ტენდენციებისა და გაუკუღმართებული იდეოლოგიებისგან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
14 იანვარი 2025, 18:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს
მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ბახმაროდან მიულოცა.
14 იანვარი 2025, 18:33
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არის გარკვეული ამოცანა, რომ როგორმე ეს ქვეყანა შეირყეს და სამხრეთ კავკასიაში გვქონდეს ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან ისინი, ვინც ფულს იხდის გარკვეული პროპაგანდისთვის
ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ლორა თორნტონს და კონგრესმენ ჯო უილსონს საერთოდ არ აინტერესებთ მე და თქვენ რას ვლაპარაკობთ, ჩვენი მსმენელი ამას როგორ აფასებს და არ აინტერესებთ ქართული საზოგადოება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
14 იანვარი 2025, 18:27
პოლიტიკა
ანჯაფარიძე: ვწერდი, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობის" გასამართლებისათვის, რაც ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს
აქციების დირიჟორმა ჯოხი აიქნია და მშვიდობიანი რეჟიმიდან აგრესიულზე გადასვლა უბრძანა ორკესტრს, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ორი დღის წინ წერდა, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობის" გასამართლებისათვის, რაც საკმაოდ ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს.
14 იანვარი 2025, 18:25
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე: 2024 წელი ქართული ავიაციისა და აეროპორტებისთვის ისტორიული იყო. არა ერთი რეკორდი მოვხსენით - საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ
2024 წელი ქართული ავიაციისა და აეროპორტებისთვის ისტორიული იყო. არა ერთი რეკორდი მოვხსენით. ჯამურად შევძელით და 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და ჯამურად, წინა წელთან შედარებით, 24% გვქონდა ზრდა, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.