ნიკოლოზ სამხარაძე: არანაირი საზღვრების დადგენა რუსეთის ფედერაციასთან არ მოხდება მანამ, სანამ აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებულია

ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: IMEDI
ნიკოლოზ სამხარაძემ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიხაელ პეტრიაკოვის დანიშვნა ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა.
„საზღვრების დადგენა მათ უნდა 2008 წლის შემდეგ. 12 წელია მათ უნდათ საზღვრების დადგენა. არაფრის დემონსტრირება არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ სამინისტროში მოხდეს. ადრეც არსებობდა ეს სამმართველო და უბრალოდ, ამ სამმართველოში შეიცვალა ერთი ადამიანი. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი. არანაირი საზღვრების დადგენა რუსეთის ფედერაციასთან არ მოხდება მანამ, სანამ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი და ვერც ვერავინ, საერთაშორისო საზოგადოებაში ვერ აღიარებს ამ ფიქტიური საზღვრების დადგენას. საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო სამართალი არის საქართველოს მხარეს. ამ შემთხვევაში ჩვენი ბერკეტი ეს არის. ერთადერთი რასაც ჩვენ რუსეთს ვუპირისპირებთ არის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და მათი მხარდაჭერა“, - განაცხადა სამხარაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა მიხაელ პეტრიაკოვმა დაიკავა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, ვიდრე მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია არ მოხდება და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულად არ შესრულდება.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 15:06
მსოფლიო
რუსეთის ელჩი გაეროში: ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა
ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, - განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებეზნიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

14 ივნისი 2025, 15:05
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის საელჩოზე: ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. „საუბარია, „ტაბულაზე“ და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებზე
ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. მოდით, ჩავიხედოთ, ვისზე არის საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემაზე საუბრისას.

14 ივნისი 2025, 14:58
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

14 ივნისი 2025, 14:45
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა
საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ორი დღის განმავლობაში მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.

14 ივნისი 2025, 14:38
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთის საელჩოს ასეულობით ათასი გირვანქა სტერლინგით უნდა დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც საჯაროდ არიან აღიარებულები, რომ მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, დაფინანსების თემაზე საელჩოს დუმილი ნიშნავს იმას, რომ საელჩო „დიფ სთეითის“ მიზნებშია გარეული.

14 ივნისი 2025, 14:38
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენი გააფრთხილა, თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 14:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ლიეტუვის საგარეო უწყების მხრიდან გვარამიას მხარდამჭერ განცხადებაზე: კანონს ჩახედონ და კეთილი ინებონ, გაეცნონ ამ საქმის მსვლელობას - ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე
ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოში კანონის ფარგლებშია, ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

14 ივნისი 2025, 14:33
საზოგადოება
პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს
პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყნის 23 წარმომადგენელი მონაწილეობს.

14 ივნისი 2025, 14:16
მსოფლიო
„ცაჰალი“ ცხრა ირანელი მეცნიერის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდნენ
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გუშინ ირანზე განხორციელებული თავდასხმის დროს ცხრა ირანელი მეცნიერი მოკლა, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 14:15
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: ეს არა მარტო ჩარევაა, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა - ქართველი ადამიანი არავის არაფერს აპატიებს, თუკი წავა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

14 ივნისი 2025, 13:41
მსოფლიო
რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს
რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 13:18
მსოფლიო
New York Post: USAID-ის ოფიციალურმა პირმა 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობა აღიარა: „საზოგადოების ნდობა შელახულია“
ფედერალური სამსახურის კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ USAID-თან ერთად 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობდნენ. სტატიას ამ შინაარსით New York Post-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 13:18
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია - რომელიმე მხარის მხარდაჭერის მოთხოვნა, უპირველესად ჩვენი სახელმწიფოს მტრობაა და სცილდება ჩვეულებრივ მავნებლობას
რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია, ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ მშვიდობის მომხრეები, მით უმეტეს თუ დიდ პოლიტიკურ თამაშში, რომლის შედეგადაც ესკალაცია უფრო გაიზრდება და ფართო მასშტაბებს მიიღებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

14 ივნისი 2025, 13:07
რეგიონი
ქუთაისში, „გემო ფესტში“ 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება აქვთ 3 დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.

14 ივნისი 2025, 12:40
საზოგადოება
სოსო გიორგაძე ბათუმის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სასკოლო ასაკის 2755 აღსაზრდელი, მათი მშობლები და აღმზრდელები ესწრებოდნენ. გამოსაშვები ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება იყო. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს

14 ივნისი 2025, 12:15
მსოფლიო
ირანული მედია: ისრაელის თავდასხმას მაღალი რანგის კიდევ ორი ირანელი სამხედრო პირი ემსხვერპლა
ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 12:15
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციაში“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგისა და წყლის სპეციალობა, სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.

14 ივნისი 2025, 12:14
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება. ნაკრები, რომელმაც ტურნირის პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხა, დღეს ჯგუფის ფავორიტთან საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს.

14 ივნისი 2025, 12:07
რეგიონი
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ანსამბლის, თეატრალური დასის, საგუნდო და სოლო შემსრულებლების მუსიკალურ-გასართობი წარმოდგენები. საზეიმო აქტივობებში ჩართულები იყვნენ ბავშვები.

14 ივნისი 2025, 12:02
სამართალი
შსს: ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით
შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე სამხარაძის დაკავებასთან დაკავშირებით „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ იგი გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით.