31 იანვარი 2021, 13:22 / სანდო წყარო

რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი ალექსეი მელნიკოვი: ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის გადასაცემად

ალექსეი მელნიკოვი

ალექსეი მელნიკოვი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, ალექსეი მელნიკოვი აცხადებს, რომ ახალმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული, არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი მოლდოვისთვის გადაცემა.

„2021 წლის აგვისტოში შესრულდება „დამოუკიდებლობის“ 13 წლისთავი. რა არის მისი შედეგები? რის გაკეთება მოახერხა რუსეთის დიპლომატიამ იმისთვის, რომ მიეღწია ეს „სახელმწიფოები“ თუნდაც მსოფლიო თანამეგობრობის ნახევარს ეღიარებინა? ვერაფრის. რუსეთის რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის გარდა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავინ აღიარა. ამავდროულად, ისინი რუსეთისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელსაც ბოლო არ უჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პროექტი წარუმატებელ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი ასეთი „ჩამოკიდებული“ ტერიტორიაა დნესტრისპირეთი. ახალი რუსეთის წინაშე ობიექტურად დგას ამოცანა, შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვასთვის გადასაცემად“ - წერს მელნიკოვი.

აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში რუსი პოლიტიკოსის ამ განცხადებას მოსახლეობის ნაწილის შეშფოთება მოჰყვა. როგორც „ეხო კავკაზაწერს, ​დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, ნამდვილად არის თუ არა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

08 მარტი 2021, 16:52

პოლიტიკა

კელი დეგნანი: შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით

დღეს, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომელიც გაიმართა USAID–ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

08 მარტი 2021, 16:51

რეგიონი

ჭიათურის მერმა 100 წლის ნატა შეყლაშვილს იუბილე და 8 მარტი ერთად მიულოცა

„საუკუნის იუბილეს და ქალთა დღეს ვულოცავ ქალბატონ ნატას. ჯანმრთელობას და თავისი დიდი ოჯახის დღეგრძელობას ვუსურვებ. ბედნიერებაა, რომ გვყვანან ასეთი ხანდაზმული და ძვირფასი ადამიანები", - განაცხადა ჭიათურის მერმა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

08 მარტი 2021, 16:34

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა, რითაც როჯერ ფედერერის რეკორდი დაამხო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა, რითაც როჯერ ფედერერის რეკორდი დაამხო. ATP-ის განახლებული რეიტინგი ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნინო ცაციაშვილი

08 მარტი 2021, 16:32

საზოგადოება

ნინო ცაციაშვილმა ,,ქალთა გაძლიერების ფორუმი 2021“-ში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში ,,ქალთა გაძლიერების ფორუმი 2021“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალთა გაძლიერების ფორუმი USAID/PROLoG-ის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.

მაკა ბოჭორიშვილი

08 მარტი 2021, 16:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტიდან რეგულარულად ინტერესდებიან საქართველოში არსებული ვითარებით

„ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტიდან რეგულარულად ინტერესდებიან საქართველოში არსებული ვითარებით და ეს დებატები მათ შესაძლებლობას მისცემთ, იმსჯელონ საქართველოზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა..

ბაშარ ასადი და ასმა ასადი

08 მარტი 2021, 16:20

COVID19

სირიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სირიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 მარტი 2021, 16:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებებისას კომპრომისები აუცილებელია.

გიორგი ხელაშვილი

08 მარტი 2021, 16:18

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ევროპელები აუცილებლად მონახავენ იმ ფორმატს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში მედიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„ხვალ ევროპარლამენტში დებატებზე ველოდებით ძალიან ფუნდამენტურად განხილვას. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირში ასე კარგად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესები. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოთი და ყველა საუბარი საქართველოს თითქოს რადარებიდან გაქრობაზე, დაკარგვაზე ყალბია და ტყუილია. რეალურად ერთი კვირა დარჩა და დიდი იმედი მაქვს, მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის მიუხედავად, შეთანხმებას მივაღწევთ და ამისათვის ორივე მხარემ კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს“.

ანა ფოტიგა

08 მარტი 2021, 16:17

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: ცვალებადი დინამიკა სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის უფრო ძლიერ ჩართულობასა და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს

ცვალებადი დინამიკა ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, დასავლეთის უფრო ძლიერ ჩართულობასა და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ თანმიმდევრული მიდგომა საჭიროა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ინვესტიციები, მართვა და სამართლიანი არჩევნები.

08 მარტი 2021, 16:07

საზოგადოება

პარლამენტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ვეტერანი სპორტსმენი ქალები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

08 მარტი 2021, 15:55

საზოგადოება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად მიმდინარეობს და მასში 6000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. პროცესი 12 მარტს გერმანული ენის ტესტირებით დასრულდება. ოლიმპიადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.

მაკა ბოჭორიშვილი

08 მარტი 2021, 15:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დიალოგი მხარეებს შორის საუბარს ნიშნავს და ველოდებით მეორე მხრიდანაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს

მმართველი გუნდი მზადაა დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს. დიალოგი მხარეებს შორის საუბარს ნიშნავს და ველოდებით მეორე მხრიდანაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მაქსიმალურ მზაობას, რათა დიალოგით ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს მივაღწიოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრის შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

08 მარტი 2021, 15:39

რეგიონი

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებს

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. ისინი დიაკვნების - კონსტანტინე გაბოსონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

08 მარტი 2021, 15:33

რეგიონი

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

08 მარტი 2021, 15:25

რეგიონი

კურორტ გოდერძიზე საბაგიროები გაიხსნა

დღეიდან, კურორტზე „გოდერძი“ სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი.

ანა ბრნაბიჩი

08 მარტი 2021, 15:25

მსოფლიო

სერბეთის პრემიერმა პრეზიდენტის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამის შესახებ ანა ბრნაბიჩმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

08 მარტი 2021, 15:25

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: თუ შარლ მიშელის მისია წარუმატებელი იქნება, სხვა ვერავინ დაგეხმარებათ - იმედია, ორივე მხარემ იცის, რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია

იმედი გვაქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციას და მის ძალისხმევას, გადაიჭრას საქართველოში პოლიტიკური კრიზისი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორკვირიან ვადაზე მოხდა შეთანხმება. ეს ყველამ იცის. ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადებების წარდგენა, რაც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს, - აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი.

08 მარტი 2021, 15:17

COVID19

გერმანიაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

კერძოდ, 8 მარტიდან იმუშავებს წიგნისა და ყვავილების მაღაზიები, კოსმეტიკური სალონები, ავტოსკოლები და საპილოტე სასწავლებელი. დანარჩენი მაღაზიები, სასურსათოებისა და აფთიაქების გარდა, ასევე სასტუმროები, რესტორნები და სხვა დაწესებულებები დახურული რჩება.

08 მარტი 2021, 15:14

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო.

გიგა ბოკერია

08 მარტი 2021, 15:05

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენ არ მივცემთ საბაბს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით, ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა დაბრალდეს თუ აქამდე მივა საქმე

სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ნორმალური - ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში, რბილად რომ ვთქვა - განვითარება იქნებოდა, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერ-მინისტრი იყოს და არც მოლაპარაკებებზე იყოს. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსია მთლიანად ოპოზიციაში იმ განსხვავებების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.