imedi /  09 იანვარი 2021, 15:18 / სანდო წყარო

დავით ზილფიმიანი: ქვეყნის დიდი ნაბიჯებით წინსვლა შეუძლებელია, თუკი საბოლოოდ არ აღდგება სამართლიანობა

დავით ზილფიმიანი

დავით ზილფიმიანი

ქვეყნის დიდი ნაბიჯებით წინსვლა შეუძლებელია, თუკი საბოლოოდ არ აღდგება სამართლიანობა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი აცხადებს.

მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, მათი პოზიცია ფაქტებს დაეფუძნება და აქედან გამომდინარე, მათთან ოპონირება ძალიან რთული იქნება.

„ქვეყნის დიდი ნაბიჯებით წინსვლა შეუძლებელია, თუკი საბოლოოდ არ აღდგება სამართლიანობა. ჩვენი ყველა პოზიცია დაეფუძნება ფაქტებს და ასევე, არგუმენტები დაყრდნობილი იქნება კონკრეტულ ფაქტებზე. ასე რომ, ჩვენთან ოპონირება ძალიან რთული იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთი დიდი დასავლური კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენი მიმართულება, სწორედ ამ ოჯახისკენ იქნება“, - განაცხადა დავით ზილფიმიანი.

ყველა სიახლე

24 იანვარი 2021, 17:16

საზოგადოება

„ჯივიპი“ 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს იწყებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

პანდემია

24 იანვარი 2021, 17:05

საზოგადოება

აქციაზე შეკრებილი რეგულაციების მოწინააღმდეგეები 48 საათში პიკეტირებას აანონსებენ

აქციაზე შეკრებილი რეგულაციების მოწინააღმდეგეები 48 საათში პიკეტირებას აანონსებენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ბიზნესის და ეკონომიკის გახსნაა. ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

პორტუგალია

24 იანვარი 2021, 17:04

მსოფლიო

პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

პანდემიის მიუხედავად, პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მედიის ცნობით, საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. ხმას 9 მილიონზე მეტი ადამიანი მისცემს. სულ 7 საპრეზიდენტო კანდიდატია, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი.

24 იანვარი 2021, 16:58

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 8 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 107 000-ს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 107 554 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 97 264 519 ადამიანი დაინფიცირდა.

24 იანვარი 2021, 16:44

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 იანვარი 2021, 16:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: არ არიან ეგენი რევოლუციის მომხდენი ადამიანები, არც პიროვნულად არ აქვთ ამის ძალა და არც ამის სიტუაციაა

არ არიან ეგენი რევოლუციის მომხდენი ადამიანები იმიტომ, რომ არც პიროვნულად არ აქვთ ამის ძალა და არც ამის სიტუაციაა მადლობა ღმერთს დღეს საქართველოში. ისინი გარკვეულწილად პოლიტიკურ პარაზიტიზმს ეწევიან , - ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, როცა მან ქვეყანაში რევოლუციის სცენარით ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა.

ხიზირ გაურგაშვილი

24 იანვარი 2021, 16:09

სამართალი

სოფელ დუისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირ გაურგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

გამოძიებით დადგინდა, რომ ხიზირ გაურგაშვილსა და იბრაჰიმ ქავთარაშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულმა მეუღლესთან ახლო კავშირში მეზობელი დაადანაშაულა. ბრალდების ამ ნაწილს არ დაეთანხმა დაცვის მხარე და განაცხადა, რომ კონფლიქტი წარსულში მომხდარ წყენას უკავშირდება.

24 იანვარი 2021, 16:08

საზოგადოება

1-ლი თებერვლიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სწავლა საკლასო ოთახში გაგრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.

ჯელალ ქიქავა

24 იანვარი 2021, 15:42

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ​ი, ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება

„ვემხრობი იმას, რაც მოხდა. ის წამოვიდა პროვოკაციაზე, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა და იცოდა, რომ ჩვენთან მოსვლა არ შეიძლებოდა. ღმერთს მადლობა რომ დიდი ყუთი არ იყო თორემ თავად ჩავაგდებდი მასში. არ ვნანობ, ეს დასაწყისია და კიდევ განმეორდება, ეს ყველა გამყიდველმა იცოდეს. ჩავლეიშვილი შთამომავლობით კორუმპირებულია“.

ირაკლი ბერაია

24 იანვარი 2021, 15:37

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი ჯარის საუკეთესო კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვის უწყება და მინისტრს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში, ინსტიტუციურ დონეზე დანერგილია შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფი აღმოჩენის ეფექტიანი მექანიზმი, რაც გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების განმეორების პრევენციას, - ასე აფასებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, მედიაში სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

ტოივო კლაარი

24 იანვარი 2021, 15:35

პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში შეხვედრებს გამართავს

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისში შეხვედრებს გამართავს. ევროპელი დიპლომატი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ Twitter-ზე წერს.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

24 იანვარი 2021, 15:23

პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ

მე როგორც თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს მჯერა და მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

ხათუნა ბერიძე და ირაკლი ჩავლეიშვილი

24 იანვარი 2021, 15:20

საზოგადოება

„ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფაზე: ეს არ იყო ძალადობა, ხელით არ შევხებივართ და დაზიანება არ აქვს

„სამი თვით ადრე, ჩვენ განცხადება გავაკეთეთ და ჩავლეიშვილს შევპირდით, სიტყვას არ გავტეხდით. მიიღო ის, რაც უნდა მიეღო. ჩვენთვის ეს არჩევნები გაყალბდა. როცა რეაქცია არ გაქვს, როცა ამომრჩეველს თავს ესხმიან, არჩევნები ყალბდება და რეაქცია გაქვს იმაზე, ნაგვის ურნაში ჩასვეს ან თავზე გადააყარეს ნაგავი, მგონი, ეს შეუსაბამოა“.

24 იანვარი 2021, 15:08

პოლიტიკა

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს კატეგორიულად გმობს

„ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად ვგმობთ ბათუმში მომხდარ ინციდენტს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უხამსი, მიუღებელი ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის სამარცხვინო ფაქტი“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამსტერდამი

24 იანვარი 2021, 14:57

მსოფლიო

ამსტერდამის აეროპორტში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დააკავეს

ნიდერლანდების პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი ამსტერდამის აეროპორტში დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, ჩინური წარმოშობის კანადის მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული.

მეუფე შიო

24 იანვარი 2021, 14:51

საზოგადოება

მეუფე შიო: ადამიანს სინანული ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება

„ხშირად, არასწორად და ბოლომდე არ გვესმის, რა არის სინანული. გვგონია ხოლმე, რომ სინანული არის ჩვენი წუხილი ჩვენი წარსული ცოდვების გამო, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ამ ცოდვებს, როდესაც ღმერთს ვევედრებით პატიებას. ბევრს ჰგონია, რომ ეს არის სინანული. რა თქმა უნდა, ესეც სინანულის ნაწილია, მაგრამ, სახარებისეული გაგებით, ეს სრულყოფილი სინანული არ არის“.

24 იანვარი 2021, 14:40

პოლიტიკა

ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის - დეპუტატების მანდატების გაუქმებამდე რამდენიმე დღე რჩება

„არ მგონია, რომ შეთანხმების რაიმე რესურსი არსებობდეს. ის რომ არსებულიყო, მეხუთე რაუნდი აქამდე ჩაინიშნებოდა. ეს არ მოხდა იმის გამო, მომლაპარაკებლები პოზიციების დაახლოების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. „ქართული ოცნება“ ვერ ქვეყნის შიგნით და ვერც ფარგლებს იქით, ვერ გრძნობს წნეხს. ამიტომ, არ მგონია, რომ რამე დათმობაზე წამოვიდნენ“.

აქცია

24 იანვარი 2021, 14:34

საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები რეგულაციებს აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები ქვეყანაში დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ბიზნესის და ეკონომიკის გახსნაა.

24 იანვარი 2021, 14:27

მსოფლიო

ჩინეთში მაშველებმა შახტაში ჩარჩენილი 11 მუშა ამოიყვანეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში მაშველებმა შახტაში 2 კვირის განმავლობაში ჩარჩენილი 11 მუშა ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფეთქების მომენტში, რომლის გამომწვევი მიზეზიც უცნობია, შახტაში სულ 22 მუშა იმყოფებოდა. სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 მაღაროელის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით უცნობია.

ჟოზეპ ბორელი

24 იანვარი 2021, 14:14

მსოფლიო

რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროკავშირი საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელებს

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა. „მწუხარებას გამოვთქვამ მასობრივი დაკავებების, არა პროპორციული ძალის გამოყენების, ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის გათიშვის გამო“ - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.