11 იანვარი 2021, 14:52 / სანდო წყარო

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტიმა, მესამე მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ინიციატივას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

პროექტი ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყარეს კენჭი.

კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი აღსრულება კი ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს. აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება.

კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისა და მიღების პროცესში, პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ეს შეეხება, მათ შორის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლს - ძალადობა (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის უფლებების აღდგენას. დღევანდელ საკომიტეტო განხილვისას, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციებიც გაიმართა და პროექტი კენჭისყრაზე პოზიციების შეჯერების შემდეგ გავიდა.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).

კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს, მეორე კი 5 იანვარს გაიმართა. ორივე შემთხვევაში, დოკუმენტმა კენჭისყრაში მონაწილე კანონმდებლების აბსოლუტური მხარდაჭერა მოიპოვა.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 12:10

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა

ნინო გაჩეჩილაძე

18 იანვარი 2021, 12:09

COVID19

იმუნოლოგი: წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ ვაქცინას გენეტიკური კოდის შეცვლა შეუძლია - ეს იგივეა, ადამიანს სადმე ცხრათავიანი დევის შეხვედრის ეშინოდეს

წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ კორონავირუსის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა შეუძლია. ეს იგივეა, რომ ადამიანს სადმე ცხრათავიანი დევის შეხვედრის ეშინოდეს, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ნინო გაჩეჩილაძემ „ევრონიუს საქართველოს“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

Dr. Dre

18 იანვარი 2021, 12:05

კულტურა

ცნობილი ამერიკელი რეპერი Dr. Dre საავადმყოფოდან გაწერეს

Dr. Dre ამერიკული რეპის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის ცნობილია როგორც მუსიკოსი და პროდიუსერი. მან განახორციელა Eminem-ის, Snoop Dogg-ის, 50 Cent-ისა და 2Pac-ის ხმაურიანი ალბომების პროდიუსინგი.

გიორგი ვოლსკი

18 იანვარი 2021, 12:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან

ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი.

18 იანვარი 2021, 11:58

ეკონომიკა

17 იანვრამდე მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (16%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

18 იანვარი 2021, 11:57

COVID19

დღეიდან სლოვაკეთში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება იწყება

18 იანვრიდან სლოვაკეთში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება იწყება, 26 იანვრიდან 7 თებერვლამდე კი სახლიდან გასვლაზე აკრძალვა მკაცრდება. კერძოდ, ამ პერიოდში, სახლიდან გასვლას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებსაც კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი აქვთ.

18 იანვარი 2021, 11:50

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 7 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 214 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პაატა მანჯგალაძე

18 იანვარი 2021, 11:48

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: მოლაპარაკებებსა და შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავთ

ჩვენ მოლაპარაკებებსა და შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავთ, თუმცა არ მგონია ამ დღეებში შევძლოთ შეხვედრა, ვინაიდან გიორგი ვაშაძე ამერიკიდან ჩამოვიდა და რამდენიმე დღე მოუწევს თვითიზოლაციაში ყოფნა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

18 იანვარი 2021, 11:43

COVID19

ავსტრალიამ, შესაძლოა, 2021 წელს საზღვრები ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი არ გახსნას

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავსტრალიის მოსახლეობის უმეტესობა კორონაციირუსის ვაქცინით აიცრება, შესაძლოა, ქვეყანამ 2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრები მაინც არ გახსნას. ამ ეტაპზე, ქვეყანა სწავლობს Pfizer-ის ვაქცინის დადებით და უარყოფით ზემოქმედებას, რადგან ნორვეგიაში, რამდენიმე აცრილი ადამიანი გარდაიცვალა.

18 იანვარი 2021, 11:40

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

18 იანვარი 2021, 11:32

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენი მცდელობაა, გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა

ჩვენი მცდელობაა, გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა და ბევრი პრობლემა გაჩნდა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. ​მისი თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და დანარჩენ ოპოზიციას აქვთ შეუთავსებელი პოზიციები და მათ იპოვეს ის გამოსავალი, რაც შეათავსებს ამ პოზიციებს.

ლევან იოსელიანი

18 იანვარი 2021, 11:29

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად განვიხილოთ

„ჩვენ გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება ამ არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, - განმარტა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

18 იანვარი 2021, 11:25

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 174 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 174 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 723 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

18 იანვარი 2021, 11:24

საზოგადოება

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი ნაკადულის კალმახის პირველ ქვირითს უკვე თვალები გამოუჩნდა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. თვალის სტადია არის კალმახის ემბრიონალური განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც თვალის პიგმანტაციასა და გულის პულსაციის დაწყებას გულისხმობს.

18 იანვარი 2021, 11:17

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა. „დიდ იტალიურ დერბიში“ ანგარიში მე-12 წუთზე არტურო ვიდალმა თავური დარტყმით გახსნა და ნერიაძურის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. 52-ე წუთზე კი, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა ნიკოლო ბარელამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ისე რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიეღოს, „ინტერმა“ „იუვე“ 2010 წლის აპრილის შემდეგ პირველად დაამარცხა. ნერიაძური 40 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდებით ჩამორჩება, თუმცა როსონერის თამაშით ნაკლები აქვს გამართული. „იუვენტუსი“ კი 33 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ბათუმი ნაღლისღება

18 იანვარი 2021, 11:12

რეგიონი

პანდემიის გამო ნათლისღების ღამეს აჭარაში ზღვაში განბანვის რიტუალი არ ჩატარდება

ზღვაში შესვლის რიტუალი ბათუმში წლებია იმართება. სასულიერო პირები და მრევლი სანაპიროზე გადიოდნენ, წყლის კურთხევის შემდეგ კი წყალში შესვლის რიტუალი სრულდებოდა.

18 იანვარი 2021, 11:08

COVID19

იტალიაში კოვიდინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი შემცირდა

ბოლო ორი დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა იკლო. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ინფიცირების 12 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემს 3 765-ით ჩამოუვარდება. ამასთან, დღე-ღამეში ვირუსით გარდაცვალების 377 შემთხვევა აღწერეს. გაცილებით მეტი ადამიანი, 475 ინფიცირებული ემსხვერპლა ვირუსს 16 იანვარს.

18 იანვარი 2021, 11:00

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

კორონავირუსი

18 იანვარი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 643 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

18 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 247 9155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 958 მოქალაქე.