ბიძინა ივანიშვილი: როდესაც მოვედი პოლიტიკაში, ვთქვი, რომ ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე
ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
2011 წელს განცხადება გავაკეთე, რომ პოლიტიკაში ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
„ჩემი ხელწერით წლების განმავლობაში დავასაბუთე, რომ არ ვთვალთმაქცობდი და ნამდვილად არ არის პოლიტიკოსობა ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფესია. მე მოვედი იძულებით, რადგან სჭირდებოდა ქვეყანას. არ იყო საკმარისი ძალა, რომ მოძალადეებს გამკლავებოდნენ, ჩემი დახმარებაც დასჭირდათ და ეს იყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლის არსი. ამიტომაც ვაცხადებდი, რომ მოვალ, მოძალადეებს გავუშვებ და წავალ, პოლიტიკაში დამრჩენი არ ვარ. მართლაც ისე გავაკეთე, როგორც ვთქვი. ერთი წლის შემდგომ, პრეზიდენტსაც დაუმთავრდა თავისი ვადა, წავიდა და მეც გადავდექი, როგორც დავპირდი საზოგადოებას.
თუ გაიხსენებთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ ბევრი კითხვა იყო – როგორ პოზიციებს დავიჭერდი წასვლის შემდგომ, ვიტოვებდი თუ არა პასუხისმგებლობას გუნდზე. გამოკვეთილად ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობას ვიტოვებ არსებულ გუნდზე. ვამბობდი, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდები, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ მესამე ჩაკითხვაზე და უფრო გვიან, აუცილებლად ვპასუხობდი, თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკაში დავბრუნდები, რათა არ დავანგრიოთ მიღებული შედეგი.
ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, ეს მჩვევია. ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ არაფერი ამით არ დამირღვევია. ამასაც არ ეწოდებოდა არაფორმალური, რადგან რჩევების მიცემა არავის აუკრძალავს, თანაც გუნდისთვის. გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“ და მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ. მისვამდნენ კითხვებს, თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, არაფორმალურად მართავთ. მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებ, რასაც ვამბობდი – მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი. სხვა რესურსი არანაირი არ გამაჩნია. ის, რაც საზოგადოებისგან გამაჩნია, საზოგადოებასვე მინდა მოვახმარო, თუ ხელისუფლებაში ვინმე თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელწერისთვის, ხმას ამოვიღებ. ანგარიშს მიწევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გავჩერდებოდი. აი, ასე ვახასიათებდი მაშინდელ ჩემს პოზიციას, რომ მე ვიყავი მომართული, აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ. არ ვმალავდი, თუ ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკი არ მოიქცევა ისე, როგორც ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, წარსულსა და ისტორიას შეეფერება, მე არ გავჩერდები. სწორედ ამას ეძახდნენ დაჟინებით ოპონენტები არაფორმალურს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 15:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ საპატივცემულო ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს
„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 თებერვალი 2026, 15:18
რეგიონი
გივი მიქანაძემ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა გახსნა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.
26 თებერვალი 2026, 15:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ევროპა დაშლის გზას ადგას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღევანდელი პოლიტიკით დაშლის გზას ადგას.
26 თებერვალი 2026, 14:57
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ჩვენ კიდევ ბევრ აღიარებას მოვისმენთ, მათ შორის უმაღლესი დონიდან. გვესმის უკვე ბრიუსელიდან, მანამდე ვაშინგტონიდან გავიგეთ ასევე USAID-ისა და NED-ის შესახებ
ევროპარლამენტარ ანდრაშ ლასლოს განცახდებას, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა უნგრეთსა და რეგიონში კორუმპირებული პოლიტიკური ქსელების შექმნაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.
26 თებერვალი 2026, 14:54
პოლიტიკა
ვახტანგ თოფურია: პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს - აცხადებენ, რომ „ძალიან დიდი ხანია, სიტყვის თავისუფლება აქვს“, მაშინ, როცა ერთ წელიწადში, პოსტების გამო, 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს
პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს, - წერს „ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.
26 თებერვალი 2026, 14:50
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი - რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე
თითქმის, ყოველი მეორე, თუ ყველა არა „ტვ იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირებას, სოციალურ ქსელში.
26 თებერვალი 2026, 14:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებების შეფასებისას.
26 თებერვალი 2026, 14:49
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა გრძელდება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში, ათი ბრალდებულის პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.
26 თებერვალი 2026, 14:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ ვის უხდიან საქართველოში ფულს, ამას არ აკეთებენ, იქიდან გამომდინარე რომ აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში
„როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ რას აფინანსებენ და ვის უხდიან საქართველოში ფულს, ისინი ამას არ აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში საქართველოში. იმ მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ ისინი ინსტრუმენტად და ამ მდიდარი „ენჯეოების“ ხელით გვთხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის, რაც პირდაპირ გულისხმობდა ესკალაციას რუსეთის ფედერაციასთან. ზოგადად, როგორ ბინძურად იყენებენ ევრობიუროკრატები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს თვითონ ევროკავშირის კონტროლის პალატამ - აუდიტის სამსახურმა ამხილა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
26 თებერვალი 2026, 14:45
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა
როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 14:43
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: პრეზიდენტმა ტრამპმა, შესაძლოა, USAID-ი დახურა, მაგრამ კორუმპირებული პოლიტიკური ქსელის წევრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან
საერთაშორისო დახმარება, როგორც პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტი. ამ თემაზე ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
26 თებერვალი 2026, 14:36
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია
არაერთი მსგავსი ინფორმაცია გასაჯაროებულა, რომ საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
26 თებერვალი 2026, 14:35
კულტურა
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის თავნებობა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად სანქციებისა, სხვადასხვა მიმართულებით გაცხოველებული იატაკქვეშეთი, ერთგვარი დაფარული ვაჭრობა მიმდინარეობს რუსეთთან
არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს. განხორციელებულია, სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის გარიგება.
26 თებერვალი 2026, 14:29
რეგიონი
ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დირექტორებთან ერთად განიხილა
„დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად განვიხილოთ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
26 თებერვალი 2026, 14:26
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას - აღარ გვიკვირს, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის კომპანიების ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პოლიტიკური ამორალურობაა.
26 თებერვალი 2026, 14:22
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ ხდება
„დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ. მაგრამ „ნაცების“ სასარგებლოდ საქართველოში წარმატება არაფერს ექნება, მით უმეტეს ასეთ უსამართლო ქმედებებზე. ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელჩი. დარწმუნებული ვარ, არანაირი არგუმენტი არ ექნებათ, ვინაიდან ფაქტია - არგუმენტების გარეშე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და რა მიზნებიც აქვთ და რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ისევ უსაფუძვლო დარჩება“, - აცხადებს იონათამიშვილი.
26 თებერვალი 2026, 14:19
პოლიტიკა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის“ და „პოსTV“-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს.,- წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერილში, რომლითაც მან ბრიტანეთის ელჩს მიმართა.
26 თებერვალი 2026, 14:19
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: „იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის
„იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა თავისუფალ მედიაზე თავსხმაზე საუბრისას.
26 თებერვალი 2026, 14:16
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ
ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.


