imedi /  12 იანვარი 2021, 23:01 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი: გუნდს რომ კიდევ გაუჭირდეს, ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთე, თუ ვერ გავაკეთე სწორად, ე.ი. აღარც უნდა მოვბრუნდე​

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს, რადგან თუ საზოგადოებას მისი მსგავსი კვლავ სჭირდება, „ქართული ოცნება“ სწორედ ის გუნდია, რომელიც მისნაირებისგან შედგება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„გუნდი იყო გამოუცდელი, ეკლექტური, ის არ იყო ერთი პარტიის გუნდი. როდესაც წავედი პარტიიდან, შეიძლება ითქვას, კოალიციური პარლამენტი იყო, რადგან რამდენიმე პარტიისგან შედგებოდა. 2016 წელს ძალიან ვაქტიურობდი, პროცესებში ვეხმარებოდი გუნდს, რომ მყარად ჩამოყალიბებულიყო თავის იდეოლოგიაზე და პარტია შემდგარიყო, სამწუხაროდ, მე ამასაც ვხედავდი და ალბათ სხვებიც ამჩნევდნენ, რომ ეს ვერ ხერხდებოდა ბევრი მიზეზის გამო. ნახეთ, რომ რამდენიმე თვის წინ, „მწვანეთა პარტია“, „სოციალ-დემოკრატები“, რომლებმაც უფრო დიდხანს შეინარჩუნეს სახე „ქართული ოცნების“ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამისთვის, წავიდნენ, თუმცა ეს არ იყო ხელოვნური დაშორება.

მათ ბუნებრივად, თავად ჰქონდათ სურვილი და არავის ხელი არ შეუშლია. არც იმას დაგიმალავთ, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა სურვილი, ერთი შემადგენლობით წარმდგარიყო, როდესაც მე მოვბრუნდი მეორედ პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რომ დროში პარტია შემდგარიყო და ჩამოყალიბებულიყო. გაჩნდა ხიფათი ობიექტურად, რომ პარტია, რასაც „ქართული ოცნება“ ერქვა, შეიძლებოდა დაშლილიყო. ეს ხიფათი იყო რეალური.

მე მოვბრუნდი და ორ წელიწადზე მეტია, ამ მიმართულებით გუნდს ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს „ქართული ოცნება“. მე რაც შემეძლო, გუნდთან ერთად უკვე გავაკეთე. ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. უკვე გამოცდილ გუნდს და არა იმას, რომელიც ერთი წლის შემდგომ დავტოვე. რაც შეიძლებოდა, ჩემგან მიეღო გუნდს, მიიღო. ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, ე.ი. დავბრუნდე. რაც შემეძლო. ყველაფერი ჩავდე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:25

სამართალი

პროკურორი: მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგში ჩვენი პოზიციის მართებულობა დადასტურდა, 2014-2020 წლებშია მოპოვებული

მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის მართებულობა დადასტურდა, მოპოვებულია 2014-2020 წლებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:21

სამართალი

პროკურორი:​ ც​ალსახადაა დადგენილი, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ

როცა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების დაკავება მოხდა, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო მოტივი, თუ რატომ არ გამოიყენეს რუკები და ამ მიმართულებით, ამ საკითხს არ ვასაჯაროებდით, რადგან დამატებით მოქმედებებს ვახორციელებდით, იმისთვის, რომ ფაქტობრივი მნიშვნელობის ყველა ფუნდამენტური გარემოება საკმაოდ მაღალი სტანდარტით ყოფილიყო დადასტურებული. დღეის მონაცემებით, საქმე სასამართლოში წარიმართა და შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ. - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 18:14

მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:10

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: ბრალდებულების ქმედებებს ინფორმაციის გადამალვა ერთგვარ ნარატივად გასდევდა

გასაჯაროებულ მასალებში ცალსახად ჩანს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ძალიან წუხს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანოს თავისი კომპიუტერის ამოღების ნება დართო, ვინაიდან იქ იყო უამრავი საარქივო მასალა და დოკუმენტი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:07

სამართალი

მიხეილ სადრაძე დავით გარეჯის საქმეზე: ბრალდებულები ადასტურებენ, რომ 200 ათასიანი, ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რუკა მათ ჰქონდათ

ბრალდებულები, ვიდრე მათი დაკავება მოხდებოდა, არაერთხელ გამოიკითხნენ საგამოძიებო ორგანოს მიერ და ისინი ადასტურებენ, რომ ეს რუკა, 200 ათასიანი, ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რუკა მათ ჰქონდათ და ჰქონდათ 90-იან წლებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში დედნის სახით მოვიპოვეთ 200 ათასიანი რუკა.

22 იანვარი 2021, 18:01

COVID19

ნიდერლანდებში გამგზავრების მსურველთათვის, საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, თან უნდა იქონიონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც, - ამის შესახებ ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 17:51

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: გასაჯაროებული ჩანაწერებით ბრალდებულის აღიარება დასტურდება

პროკურატურის მიერ გუშინ გასაჯაროებული ჩანაწერებით ბრალდებულის აღიარება დასტურდება. ​​ის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ ყველა სადავო მონაკვეთზე, ჯამში დაახლოებით 3500 ჰექტარზე - საზღვარი საქართველოს საზიანოდ განზრახ შეათანხმა და ეს ზემდგომი, მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად ხდებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 17:47

რეგიონი

ფოთში, ნავმისადგომების ტვირთბრუნვა 7 მილიონი ტონით გაიზრდება და დამატებით 10 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება

მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

22 იანვარი 2021, 17:28

სამართალი

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მიუხედავად პანდემიისა, კრიზისისა და კონფლიქტისა ჩვენს რეგიონში, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემო, რეგიონში

ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა. ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ბეჟაშვილი

22 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: თუ ჩვენი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაკმაყოფილდება, აქცენტი ქუჩის აქციებზე გადავა

„მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა და ერთიანი ოპოზიცის არის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში პარლამენტში აღარ რჩება პოლიტიკური სივრცე პოლიტიკის გაკეთების და ამ შემთხვევაში მთელი აქცენტი გადავა ქუჩის აქციებზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სერგი კაპანაძე

22 იანვარი 2021, 17:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს ცვლის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებაზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდსა და მომავალ სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.

ზინედინ ზიდანი

22 იანვარი 2021, 17:10

COVID19

ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Football-Espana ავრცელებს. მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც ფრანგმა იზოლაციაში გადაინაცვლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო კლუბს მატჩებისთვის მისი ასისტენტები მოამზადებენ.

22 იანვარი 2021, 17:10

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

22 იანვარი 2021, 17:09

პოლიტიკა

მალხაზ კურტაევი, რომელიც დე ფაქტო ცხინვალს მოქალაქეობას სთხოვდა, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა

დათა ვანიშვილის შვილიშვილმა, რომელმაც ერთი თვის წინ დე ფაქტო ცხინვალს მოქალაქეობა სთხოვა, ცოტახნის წინ ოკუპირებული ტერიტორია დატოვა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ის ერედვში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებმა გამოკითხეს. მალხაზ კურტაევის მეუღლე ხურვალეთში ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 16:58

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს ჩვენ ძალიან ახლოს ვიცნობთ - ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ძალიან მნიშვნელოვანია

ცხადია, ჩვენ არ ვართ ბირთვული შეთანხმების შესახებ დისკუსიების ნაწილი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ისეთ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვართ, თანაც, ასეთ პერიოდში, ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 16:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტპატიმრებზე აღარ ვილაპარაკოთ

„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტარს, პოლიტიკოსს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აღარ უნდა ესაუბრონ, რადგან ეს არაა პოლიტიკოსის საქმე.

22 იანვარი 2021, 16:52

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიღებული გრანტების ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიღებული გრანტების ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად 192 947 ევროს (2020-2022 წლები) და 498 080 ლარის გრანტებს მიიღებს.

იენს სტოლტენბერგი

22 იანვარი 2021, 16:49

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 16:49

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ახალი გამოწვევების წინაშე ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოქმედება და შემართება

ახალი გამოწვევების წინაშე ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოქმედება და უფრო მეტი შემართება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.