imedi /  12 იანვარი 2021, 22:50 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ დღევანდელ გუნდს შეუძლია, ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი თავისი ეფექტურობით არც ერთი ქვეყნის მთავრობასა და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება, მას შეუძლია, გააგრძელოს, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, გუნდს წასვლის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა და, შესაბამისად, გუნდიც ამისთვის მზად იყო.

„დიდი ხანია, ამისთვის ვამზადებ გუნდს, წელიწადზე მეტიც შეიძლება იყოს. გუნდში ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ჩემი მუშაობის მეთოდია მხოლოდ კამათი, ზუსტად ეს მომყვება ბიზნესიდან. მინდა, როდესაც კრიტიკული სიტუაციაა და რაღაც თემაა გადასაწყვეტი, ყველა, ვისაც შეუძლია, ჩაერთოს პროცესში. მხოლოდ ასეთი მეთოდებით ვსარგებლობდი და ვცხოვრობდი მუდამ. გუნდშიც ასეთივე პოზიცია მქონდა. იქ არ არსებობდა უფროს-უმცროსი. შეიძლება ასაკით მიწევდნენ ანგარიშს, მაგრამ ნებისმიერ კამათში ემოციების გამოხატვის საშუალება იყო. ზოგადად, შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ ოპონენტს. საჯარო სივრცეშიც ასე მივდივარ, არასდროს მიკადრებია ვინმესთვის შეურაცხყოფა, თუმცა დაუმსახურებლად უამრავი შეურაცხყოფა მივიღე. ნებისმიერი მეგობრის გუნდიდან წასვლა ყოველთვის იწვევს კითხვებს. ვფიქრობ, ამისთვის აბსოლუტური მზაობა აქვს გუნდს. რაც შესაძლებელი იყო ჩვენი რეალობიდან, დღევანდელი „ქართული ოცნება“ ძალიან კარგი ვარიანტია. ვფიქრობ, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება. „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია, გააგრძელოს ის, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

ჯეისონ მილერი

22 იანვარი 2021, 04:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა 45-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა 45-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

22 იანვარი 2021, 03:41

მსოფლიო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო, ალბანეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო, ალბანეთის მთავრობამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

22 იანვარი 2021, 03:16

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 59 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 335 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

22 იანვარი 2021, 02:47

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 358 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯენ ფსაკი

22 იანვარი 2021, 02:43

მსოფლიო

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის.

ენტონი ფაუჩი

22 იანვარი 2021, 02:26

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვგრძნობ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შევძლებ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში კორონავირუსის პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შეძლებს.

22 იანვარი 2021, 01:42

COVID19

ნიდერლანდების პარლამენტმა ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას მხარი დაუჭირა

ნიდერლანდების პარლამენტმა ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას მხარი დაუჭირა.

22 იანვარი 2021, 00:58

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 610 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 610 413 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 569 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

აკაკი ზოიძე

22 იანვარი 2021, 00:47

COVID19

აკაკი ზოიძე: ყოველდღიურად ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი საკვების სახით გაცილებით უფრო მეტ ანტიგენს იღებს, ვიდრე იმ ერთი ვაქცინით

„ბევრი ადამიანია, რომელიც ყოყმანობს, ლეგიტიმური კითხვები აქვს. უნდა უთხრა, რომ ყოველდღიურად ბავშვი, თუ ზრდასრული ადამიანი საკვების სახით გაცილებით უფრო მეტ ანტიგენს იღებს მისთვის, ორგანიზმისთვის უცხო ანტიგენს, ვიდრე იმ ერთი ვაქცინით, მათ შორის მძიმე მეტალებსაც, რომელიც არის საკვებში, ვიდრე ერთჯერადი ვაქცინაციით, ამით ოდნავ მაინც ზოგიერთებს შეუმსუბუქდება მდგომარეობა. ყველა ადამიანთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობა არის ჩასატარებელი“.

ჯო ბაიდენი

22 იანვარი 2021, 00:43

COVID19

აშშ-ში ჩასულ პირებს კარანტინის გავლა მოუწევთ

აშშ-ში ჩასულ პირებს კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარდა კარანტინის გავლაც მოუწევთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

22 იანვარი 2021, 00:03

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: იმედი მაქვს, 2021 წლის შემდეგ კორონავირუსი მწარე მოგონებად დარჩება

რესპირაციული ვირუსია, ამიტომ წინასწარ პროგნოზირება რთულია, შეიძლება კორონავირუსი სეზონური გახდეს და როგორც გრიპს ახასიათებს, მასაც პერიოდული ეპიდაფეთქება ჰქონდეს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

22 იანვარი 2021, 00:00

COVID19

რიო დე ჟანეიროში ტრადიციული კარნავალი აღარ გაიმართება

რიო დე ჟანეიროს მერმა, ედუარდუ პაესმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქალაქში ტრადიციული კარნავალის გამართვა შეუძლებელი იქნება.

21 იანვარი 2021, 23:39

COVID19

ჩეხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა

ჩეხეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

მაია ცქიტიშვილი

21 იანვარი 2021, 23:02

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის

ესაა ისტორიული გადაწყვეტილება და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრამა, მაია ცქიტიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

21 იანვარი 2021, 22:51

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 44 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი გარდაიცვალა.

კრისტოფერ რეი

21 იანვარი 2021, 22:41

მსოფლიო

ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 22:40

პოლიტიკა

პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის

სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ალექსანდრე დე კრო

21 იანვარი 2021, 22:35

მსოფლიო

ბელგიის პრემიერი: გახსოვდეთ, მოგზაურობის დროს ვირუსს ჩემოდნით დაატარებთ

ბელგიის პრემიერი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით არააუცილებელ მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესების ინიციატივით გამოდის. ბელგიის მთავრობის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ინიციტივას ამ კვირაში წარუდგენს. ლიდერებმა დისტანციურ რეჟიმში პანდემიაზე უნდა იმსჯელონ.

ამირან გულუაშვილი

21 იანვარი 2021, 22:27

სამართალი

ამირან გულუაშვილი: ჩანაწერში ბრალდებული ფაქტობრივად ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად

ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა ზემდგომების დავალების შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, იმის მიუხედავად, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ სურდა, საზღვრის ხაზი საქართველოს ინტერესების საზიანოდ გაავლეს და ასე შეათანხმეს ის კომისიების მუშაობის ფორმატში, - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა

სალომე ზურაბიშვილი დავიდ სასოლი

21 იანვარი 2021, 22:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ სასოლისთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.