imedi /  16 იანვარი 2021, 15:17 / სანდო წყარო

ლაშა ნაცვლიშვილი: გავრილოვის ღამე მელიას ღამე იყო, კობახიძეს სავარძელი არავისთვის დაუთმია

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „გავრილოვის ღამე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ღამეა, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.

„გავრილოვის ღამე ეს არის თქვენი თიკუნი, ეს არის მელიას ღამე, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო სააკაშვილის დავალებით. ეს იყო შტურმი. კობახიძეს არავისთვის დაუთმია თავის სავარძელი“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:36

სამართალი

ვახტანგ გომელაური: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს - 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე

„ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც, მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს ათეთრებდნენ. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა“.

რატი იონათამიშვილი

05 მარტი 2021, 13:34

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფაკულტატორული ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტის მნიშვნელობაზე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განცხადება გააკეთა.

ეკატერინე დგებუაძე

05 მარტი 2021, 13:34

საზოგადოება

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

გრიფირების პროცესი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე - სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 13:33

პოლიტიკა

ნათია თურნავა: “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

როგორც მე, ასევე ლევან დავითაშვილი მზად ვართ, რომ „რიონის მცველებს“, როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამენ, საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში. იმედი გვაქვს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 მარტი 2021, 13:30

COVID19

გააფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:30

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: შსს აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

გურამ ნიკოლაშვილი

05 მარტი 2021, 13:27

ეკონომიკა

რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას. დეტალურად

ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს პასუხები „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შეაჯამა და პუნქტობრივად გამოაქვეყნა. მისი თქმით, სამინისტროს 20 გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომელსაც EMC-ს ცხრა პუნქტიანი პუბლიკაცია ეხება.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:26

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებულია და პასუხისგებაშია მიცემული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, „მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე - ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.

05 მარტი 2021, 13:22

საზოგადოება

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და გვხვდება კეთილშობილი ირემი.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:22

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა

„გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:16

სამართალი

ვახტანგ გომელაური: შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა

„შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

05 მარტი 2021, 13:15

საზოგადოება

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთზე (N145-დან - N94-მდე) გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ნაწილზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.

05 მარტი 2021, 13:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

როგორც მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აქვს და ასე, კომიტეტის გეგმას და ხედვას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.

05 მარტი 2021, 13:05

პოლიტიკა

პარლამენტი შშმ პირების შესახებ დოკუმენტს განიხილავს - როგორ იგეგმება შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით, საქართველო ორ საკითხს უზრუნველყოფს: შშმ პირების ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლება მიეცემა გაეროს შშმ პირთა კომიტეტს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე საქართველოშივე ვერ მოახერხებს საკუთარი ინდივიდუალური უფლების აღდგენას, მას საერთაშორისო დონეზე ექნება საშუალება, დაიბრუნოს და აღადგინოს საკუთარი უფლება.

05 მარტი 2021, 12:58

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,024 შემთხვევა გამოვლიდნა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,024 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 462 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,301,159 შემთხვევა გამოვლინდა, 88,285 ადამიანი კი გარდაიცვალა.

05 მარტი 2021, 12:51

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს

„რესპუბლიკელი“ სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 12:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვახტანგ გომელაური არის თავის საქმის პროფესიონალი და კარგი მაგალითია თითოეული გმირი პოლიციელისთვის, თუ როგორი უნდა იყოს უწყების ხელმძღვანელი

„გომელაურთან დაკავშირებით, მე პირადად კითხვას არ დავსვამ, იცით რომ ჩვენ კოორდინაციაში ვართ და ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ზოგადად ვახტანგ გომელაური არის კარგი პოლიტიკოსი და ის ჩვენი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრია, რაც შეეხება მის ფუნქციას, ცალკე აღებულს აღმასრულებლისა, ჩვენ ვხედავთ მის წარმატებულ მუშაობას და ვხედავთ თითოეული პოლიციელის თავდადებას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული“.

დავით სონღულაშვილი

05 მარტი 2021, 12:44

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჰერითიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებული შედეგი ძალიან კარგი მესიჯია ინვესტორებისთვის

​​​​​​​ჰერითიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებული შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პანდემიის პერიოდში, ჩვენმა ქვეყანამ, სწორი მოქმედებებით, შეძლო პოზიციების შენარჩუნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 12:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი, რომლის მმართველობაც ქვეყანამ სახადივით გადაიტანა

მე ვფიქრობ, რომ წარსულ პოლიტიკოსებზე და მათ შორის ისეთზე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მე მგონი ვცოდავთ ყველანი ერთად და ბევრ ყურადღებას ვამახვილებთ, ეს ადამიანი არის იმ ძალიან ცუდი წარსულის სიმბოლო, რომელიც ამ ქვეყანამ, როგორც სახადი ისე გადაიტანა, ჩვეულებრივი სახადი გადაიტანა ამ ქვეყანამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის შემოქმედი იყო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მიხეილ სარჯველაძე

05 მარტი 2021, 12:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელება არ არის

„მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. მოლაპარაკებას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ და მნიშვენელოვანია, რომ ეს პროცესი აუცილებად წარიმართება, მაგრამ კონკრეტულად, მოლაპარაკების ეს ფორმატი როდის იქნება, ამაზე წინასწარი საუბარი ძნელია.