imedi /  21 იანვარი 2021, 14:53 / სანდო წყარო

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია

იუსტიციის სამინისტრო

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

„სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

21 მარტი 2026, 12:16

მსოფლიო

The Times: უკრაინაში 2026 წელს არჩევნები არ გაიმართება, რის გამოც აშშ-თან კონფრონტაციის ალბათობა იზრდება

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში არჩევნები ვერ ჩატარდება, რის გამოც კიევი ვაშინგტონთან კონფრონტაციის გზას დაადგა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

21 მარტი 2026, 12:15

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელი: პატრიარქს ამბიონთან დაკრძალავენ - ეს გახლავთ ადგილი წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის

პატრიარქები დაკრძალული არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდესი პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე, - განუცხადა ჟურნლისტებს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმა, გიორგი ვაშალომიძემ.

21 მარტი 2026, 12:07

საზოგადოება

ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარები ირეკება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარები ირეკება.

21 მარტი 2026, 12:06

საზოგადოება

შიდა ქართლიდან მრევლი კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად თბილისში გამოემგზავრა

მოსახლეობამ შეკრება დილიდანვე დაიწყო ადმინისტრაციულ შენობებთან, სადაც თბილისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იყო ორგანიზებული. შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება 22 მარტსაც

21 მარტი 2026, 11:50

საზოგადოება

აჭარიდან პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი გამოემგზავრა

ასობით მოქალაქე დილიდან შეიკრიბა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და შუახევში. მათთვის სპეციალური ტრანსპორტი გამოიყო. მლოცველები სამების საკათედრო ტაძარში შეუერთდებიან იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ჩამოდიან. ისინი საუბრობენ პატრიარქის როლზე ქვეყნის ისტორიაში.

21 მარტი 2026, 11:41

საზოგადოება

პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი და სასულიერო პირები წალენჯიხიდანაც დაიძრნენ

როგორც ამბობენ, ისინი ამაყები არიან პატივი მიაგონ ეპოქალური პიროვნების ხსოვნას და ბოლო გზაზე გააცილონ ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ბოლო სამი დღეა თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

21 მარტი 2026, 11:38

მსოფლიო

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა.

21 მარტი 2026, 11:33

საზოგადოება

იერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე გოლგოთას მთის სალოცავში.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 11:31

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტშია, სადაც დაახლოებით 1 საათში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია დაიწყება. მსჯელობის მთავარი საკითხებია ტრადიციული ღირებულებების დაცვა, მიგრაციის შეზღუდვა, ეროვნული სუვერენიტეტისა და ქრისტიანული ფასეულობების გაძლიერება. სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ღონისძიებას 51 ქვეყნიდან 667 სტუმარი დაესწრება,

ვატო შაქარიშვილი

21 მარტი 2026, 11:29

საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი: მცირედმორწმუნეები ხილულ სასწაულს ვეძებთ ამ ქვეყანაზე და ნამდვილი სასწაულია ის, რაც სამების ტაძარში და საქართველოში ხდება ამ დღეების განმავლობაში

რამხელა წყალობა და მადლია იყო ქართველი და იცხოვრო პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობის პირობებში. ეს არის დიდი საჩუქარი და ამავდროულად არის დიდი პასუხისმგებლობა, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.

21 მარტი 2026, 11:23

საზოგადოება

მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობებზე განთავსებულ ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიდეორგოლებს აჩვენებენ

მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობებზე განთავსებულ ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიდეორგოლებს აჩვენებენ

21 მარტი 2026, 11:08

საზოგადოება

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს გლოვობს - მეოთხე დღეა, სამების ტაძარში, ტაძრის ეზოში და მიმდებარედ ხალხის უსასრულო ნაკადია

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს გლოვობს, მეოთხე დღეა ხალხის უსასრულო ნაკადია სამების ტაძარში, ტაძრის ეზოში და მიმდებარედ.

21 მარტი 2026, 10:51

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ნავთობს დროებით სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმადაც, ირანულ ნავთობს 19 აპრილამდე სანქციები ეხსნება.

პაატა სალია

21 მარტი 2026, 09:58

საზოგადოება

პაატა სალია: მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება. ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი

პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს, ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

21 მარტი 2026, 09:45

მსოფლიო

უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე აშშ-ში ჩავიდა

უკრაინული დელეგაცია ომის დასრულების საკითხებზე ამერიკულ მხარესთან სამსჯელოდ მაიამიში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

21 მარტი 2026, 09:39

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და უგულავები და ძმანი მისნი სპეცოპერაციას ატარებენ, რისი მიზანიც ეკლესიაში და მის გარშემო გაერთიანებულ ერში შფოთის, განხეთილების შემოტანაა - ეშმაკი ყოფს, ხოლო უფალი აერთიანებს

უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი (უგულავები და ძმანი მისნი) უკვე სპეცოპერაციას ატარებენ, რისი მიზანიც ეკლესიაში და მის გარშემო გაერთიანებულ ერში შფოთის, განხეთილებისა და დაპირისპირების შემოტანაა, - ასე ახმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

ოლექსანდრ სირსკი

21 მარტი 2026, 09:15

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: რუსმა ოკუპანტებმა ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევა გააძლიერეს

რუსი ოკუპანტები უკრაინის ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე გააქტიურდნენ, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ.

დონალდ ტრამპი

21 მარტი 2026, 08:30

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს თეირანთან მოლაპარაკებების გამართვა სურს, თუმცა ირანის ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი.

მარიამ ქვრივიშვილი

21 მარტი 2026, 08:03

პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მირი რეგევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

21 მარტი 2026, 00:47

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.