09 მაისი 2026, 13:46 / სანდო წყარო

გარდაბანში ილია II-ის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიან მოღვაწეობას მიეძღვნა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოს ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გამოფენა და წარმოდგენილი იყო საარქივო ვიდეომასალა, რომელიც პატრიარქის მოღვაწეობის ისტორიულ ეტაპებსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტთან კავშირს ასახავდა. საღამოს მუსიკალური ნაწილი ანსამბლ „ქართულ ხმებს“ დაეთმო.

მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა პატრიარქის მრავალწლიან მსახურებას და იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც უწმინდესს გარდაბნის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს. მერის განცხადებით, პატრიარქის მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ერთიანობის პროცესში.

ყველა სიახლე

09 მაისი 2026, 14:47

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

09 მაისი 2026, 14:43

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გმირი კაპიტნის საფლავი ყვავილებით შეამკეს

ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წელი აღინიშნა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

09 მაისი 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

რატი იონათამიშვილი

09 მაისი 2026, 14:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი რადიკალებზე: იმის ნაცვლად, რომ აქებდნენ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს იმისთვის, რომ საქმეები ბოლომდე იყო მიყვანილი და გამოძიებული, ახლა გამოდიან და ისევ ცდილობენ, სიცრუით გავიდნენ ფონს

მათ ხელიდან გამოეცალათ ის საკითხები, რითაც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას და ამით, როგორც ჩანს, არიან ძალიან დაბნეულები, შეშფოთებულებიც და შეშინებულებიც, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენების შეფასებისას.

09 მაისი 2026, 14:37

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.

პაველ ჰერჩინსკი

09 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

ევროპის დღის ღონისძიება პაველ ჰერჩინკიმ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა

ევროპის დღის ღონისძიება პაველ ჰერჩინკიმ, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა. ევროკავშირის ელჩმა, მთავრობის მისამართით მორიგი ბრალდება გააჟღერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა.

09 მაისი 2026, 14:21

რეგიონი

ფაშიზმზე გამარჯვების დღე გურჯაანში დიდების მემორიალთან აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ხალხმრავლობა იყო გურჯაანის დიდების მემორიალთან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მერის წარმომადგენლებმა კი ადმინისტრაციულ ერთეულებში პატივი მიაგეს თავიანთი სოფლებიდან დაღუპულ გმირების ხსოვნას

09 მაისი 2026, 14:17

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

ეკა სეფაშვილი

09 მაისი 2026, 14:16

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლით დაიცვან სამშობლო, მათ შორისაა ჩემი შვილიც, რომელმაც დღეს დადო ფიცი

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

ცოტნე ანანიძე

09 მაისი 2026, 14:15

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: სააკაშვილს ინფორმაციის მიღება არ უჭირს, უჭირდა ყოველთვის მისი გააზრება. ამიტომაც მმართველობით დაემსგავსა „მურვან ყრუ”-ს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელშიც წერს, რომ ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას დღესაც ვერაზე მდებარე პატარა (ატელიეს) მფლობელისგან იღებს, რომელიც ადრე მეწაღე იყო და მისი ძველი მეგობრებისგან, მცხეთის სალობიედან.

09 მაისი 2026, 14:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

09 მაისი 2026, 14:07

სამართალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

09 მაისი 2026, 14:06

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

09 მაისი 2026, 14:04

მსოფლიო

ერდოღანი: ევროპა თურქეთის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის გარეშე ევროპის მომავალი არქიტექტურა სრულყოფილი არ იქნება.

09 მაისი 2026, 13:39

რეგიონი

ქალაქ ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა მოადგილეებთან ერთად ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მეორე მსოფლიო ომის ობელისკი ყვავილებით შეამკეს.

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 13:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, რაშიც მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა არ გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის თბილისში ევროკავშირის საელჩოს მიერ ევროპის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ აპირებს.

09 მაისი 2026, 13:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

09 მაისი 2026, 13:27

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ჯაფარიძემ და საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნავად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. საკრებულოს წევრებმა კიკვიძის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს.

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 13:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება

26 მაისს ჩვენ ველით აღლუმს, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმე ვიყოთ და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას.