imedi /  22 იანვარი 2021, 21:40 / სანდო წყარო

ვლადიმერ მილოვი: ალექსეი ნავალნი რუსულ აგრესიას 2008 წელსაც გმობდა და დღესაც გმობს

ვლადიმერ მილოვი

ვლადიმერ მილოვი

მეც და ალექსეი ნავალნიც, ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ იმ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელმა, ვლადიმერ მილოვმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როცა საქართველოში 2008 წლის ომი მოხდა, მე და ნავალნი ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთი მხრივ, მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა. საჭიროა ასევე მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინება, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევით არ წააგო არჩევნები. საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს.
Freedom House-მა 2008 წელს საქართველოს რეიტინგები შეამცირა, იმიტომ რომ ხელისუფლება ზღუდავდა ოპოზიციას. ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვდებოდა ახალ წელს. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ, აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ იმ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც“, - განაცხადა მილოვმა.

მისივე თქმით, ალექსეი ნავალნი ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და კანონს.

„რუსეთშიც ნავალნი სწორედ ამაზე საუბრობს, კანონიერებაა მისი არგუმენტი დესპოტიზმისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ამიტომ, უცნაურია ფიქრობდე, რომ საერთაშორისო არენაზე ის სხვა პრინციპებით იმოქმედებს. ჩვენ მოგვწონს დემოკრატიული ევროკავშირი, ჩვენ გვინდა, რომ ყველა აქეთკენ მივდიოდეთ, ამ მიმართულებით და ჩვენს ტერიტორიაზეც გავავრცელოთ ის წესები და ნორმები, რომლებიც მოქმედებს ევროკავშირში და ასე დავუახლოვდეთ ერთმანეთს. ანუ, ჩვენ არ ვხედავთ რუსეთს როგორც ძალის ცენტრს, რომელიც ევროპას უპირისპირდება“, - აცხადებს მილოვი.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 09:37

რეგიონი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 09:35

რეგიონი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 09:18

მსოფლიო

ტრამპი: ვინმემ აუხსენით პაპ ლეოს, რომ ირანმა უკანასკნელ ორ თვეში 42 ათასი უდანაშაულო, პროტესტის შეუიარაღებელი მონაწილე მოკლა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რომის პაპ, ლეო მე-XIV-ს შორის სიტყვიერი კამათი გრძელდება.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 09:02

მსოფლიო

ტრამპი: ნატომ მხარი არ დაგვიჭირა და მომავალშიც არ დაგვიჭერს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

15 აპრილი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს საქართველოში

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

15 აპრილი 2026, 08:48

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში, გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

ტურნირში 26 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველომ ჯგუფში ბრაზილიას და სლოვენიას სძლია, რის შემდეგაც პლეიოფში თურქეთს და უკრაინას მოუგო. გადამწყვეტი ნახევარფინალური შეხვედრა რევაზ ჩომახიძის გუნდმა გერმანიასთან 19:13 მოიგო და ტურნირის ფინალში გასვლასთან ერთად, მსოფლიოს ტოპ 8 ნაკრებს შორის მოხვდა.

15 აპრილი 2026, 08:35

რეგიონი

კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება

შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში შეისწავლიან ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე არსებულ ვითარებას და გატარდება საჭირო ღონისძიებები.

15 აპრილი 2026, 08:33

რეგიონი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 08:31

საზოგადოება

მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.

ნინო წილოსანი

15 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება

ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - აღნიშნა წილოსანმა.

15 აპრილი 2026, 08:16

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“

თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.

გიორგი ვოლსკი

15 აპრილი 2026, 08:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად

„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2026, 07:58

პოლიტიკა

სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.

15 აპრილი 2026, 07:54

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 03:00

მსოფლიო

Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, - ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა.

15 აპრილი 2026, 02:44

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს

ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 02:31

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ესაუბრა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს და აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად.

15 აპრილი 2026, 02:20

მსოფლიო

The Guardian: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 01:18

სპორტი

კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 00:54

მსოფლიო

კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.