თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ეს ის კაცია, მეჯვრისხევის ქუჩაზე გორში რომ ხოხავდა
თეა წულუკიანი
ფოტო: IMEDI
მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი, როგორიც დიდი იმედი მაქვს არასოდეს აღარ ეყოლება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარისკაცებს მომავალში. ეს ისევ ის კაცია, რომელმაც ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ტერიტორიული მთლიანობისთვის და აგრესორთან ბრძოლაში, მიატოვა დაჭრილები, გარდაცვლილები და თავად გამოიქცა. ის საზღვარზე იდგა რიგში, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და რომ არა ჩვენი ხანდაზმული პატრიარქი, ალბათ ჩვენ მიწასაც ვერ მივაბარებდით იმ ადამიანებს, ვინც გმირულად დაეცა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი აცხადებს, 2011 წელს თინა ბურჯალიანი დავას აგებს და ამის ვიდეომასალაც არსებობს. „ახლა ეს კაცი ჩემს გვარს ხშირად იმეორებს, ალბათ იშვიათი გვარი რომ არის, ეშინია არ დაავიწყდეს, მაგრამ არც ვიცი საიდან დავიწყო ან რატო უნდა ვაკეთოთ ამაზე კომენტარი, მაგრამ შევეცადოთ მაინც ვამხილოთ: გაეროს სასამართლო ახსენა მან, რომელიც მდებარეობს ჰააგაში და გაეროს სასამართლო ჰააგაში არ არის. ბენსუდას სასამართლო არ არის, არის გაეროს სასამართლო, სადაც საქართველოს მართლაც ჰქონდა დავა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შეიტანა მართლაც მისი ხელისუფლების დროინდელმა იუსტიციის სამინისტრომ და მართლაც იმ სხდომებზე, ამის ვიდეომასალაც არსებობს, იყო წარდგენილი ქალბატონი თინა ბურჯალიანი. აქამდე ყველაფერი ასე ვთქვათ მის ნარატივში სწორია. ამის შემდეგ ის ამბობს, რომ ეს დავა თინა წულუკიანმა წააგოო, ჯერ მოვიგეთ და მერე წავაგეთ, ჩააბრუნა და წააგოო. არა და დავა 2011 წელს თინა ბურჯალიანმა გაეროს ჰააგის სასამართლოში წააგო, თუ მახსოვრობა არ მღალატობს.
ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით 2012 წლის 1 ოქტომბერს და და მინისტრად დავინიშნე 2012 წლის 25 ოქტომბერს. შესაბამისად, 2011 წელს, დავა, რომელიც წავაგეთ, იმ სხდომაზე დგას თინა ბურჯალიანი და ის ამ დავას აგებს 2011 წელს - ამის ვიდეომასალაც არსებობს. ამის შემდეგ ჩვენ შევეცადეთ, რომ მათი დაშვებული ძალიან დიდი შეცდომა ქვეყნის წინააღმდეგ გამოგვესწორებინა და ველოდებოდით სწორედ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ იქნებ როგორმე მათ მიერ 2011 წელს ქალბატონი თინას მიერ წაგებული დავა, სამარცხვინო მიზეზით - თქვენ ხომ იცით, რომ რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციის მუხლით ჩიოდა?“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ასეთ სასამართლოებში ჯერ შიდა გასაჩივრების გზები უნდა ამოწურო და მერე მიმართო სასამართლოს. „ჰააგის სასამართლომ თქვა, არ ამოგიწურავს, ჯერ წადი ამოწურე და მერე დაბრუნდიო და ამ მიზეზით, აღარ მახსოვს რა ეპითეტი იხმარა, გამოცდილი იურისტი აგებს ჰააგის გაეროს სასამართლოში დავას და ჩვენ რამდენიმე ნოტა, ამ მათი დაშვებული ძალიან მძიმე შეცდომის გამოსასწორებლად რუსეთს გავუგზავნეთ, ვქმნიდით საფუძველს და ახლა უკვე სტრასბურგის გადაწყვეტილება მოგვცემს სწორედ, შესაძლოა მოგვცეს ჩაბრუნების საშუალება. შესაბამისად, ჯერ ეს ერთი წააგეს, ჯერ არ ჩაბრუნებულა, მზადდება ჩაბრუნებისთვის პროცესი, რომ ვინძლო მისი კორიფეების მიერ დაშვებული შეცდომა ქვეყნის წინააღმდეგ, ჩაფლავებული დავა თუ წაგებული 2011 წელს თინა ბურჯალიანის მიერ, გამოვასწოროთ“, - აღნიშნა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის „გმირობების“ შედეგად გვაქვს ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატაროთ.
მისი თქმით, აქ სწორედ ჰააგის პროკურორის ოფისის იმედი აქვს, რომელსაც შესაძლოა უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს, რომ არა მხოლოდ ჩვენს მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე არამედ ოკუპირებულ ტეროტორიაზეც შევძლოთ მათი დახმარებით გამოძიება.
„ქალბატონმა ბენსუდამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება - ჩვენ არ ვიჩივლეთ, იქ საჩივარი შევიდა არა ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. იჩივლა რუსეთმაც და შემდეგ ჩვენ რამდენიმე წელი ამ საქმეს ვიძიებდით. სააკაშვილს ეს ალბათ უკვირს, მაგრამ მან რომ ტერიტორიები დაკარგა, ეს ჩვენ გვახსოვს და არის დღეს ტერიტორიები მისივე გმირობების შედეგად, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და მას დაავიწყდა ალბათ ოკუპაცია ჰქვია სამართლებლივ ენაზე და პოლიტიკურადაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი ჩვენ ვერ შევდივართ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატაროთ და აქ სწორედ გვაქვს იმედი ჰააგის პროკურორის ოფისის, რომელსაც შესაძლოა უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს, რომ არა მხოლოდ ჩვენს მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც შევძლოთ მათი დახმარებით გამოძიება და ჩვენ ამ გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ ორი მიზნით, რომ დამტკიცდეს ქართველების ეთნიკური წმენდა, რაც სტრასბურგმა უკვე თქვა, მაგრამ ბენსუდას ოფისმა უნდა კონკრეტული პირები მოიძიოს და დასაჯოს ვინც ჩაატარა - ქართველების ეთნიკური წმენდა ვინ შეასრულა, ვინ დაავალა და ვინ შეასრულა, რომ ისინი დაისაჯონ და ასევე ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების წამება და სიკვდილი, რომელიც უკვე დადგინდა რომ მოხდა ხუბულურის, სოფრომაძის და ანწუხელიძის, რომელიც გუშინდელი გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტია, მაგრამ უკვე ახლა ჰააგამ უნდა გამოიძიოს და კონკრეტული პირები დასაჯოს”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავა, 2008 წლის ომზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
30 აგვისტო 2026, 12:26
სამართალი
შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
30 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
CNN: ისლანდიელებმა რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა უარყვეს
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 12:15
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
30 აგვისტო 2026, 12:12
ჯანდაცვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
30 აგვისტო 2026, 11:58
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
30 აგვისტო 2026, 11:45
სპორტი
ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.
30 აგვისტო 2026, 11:27
მსოფლიო
კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა
კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
30 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
30 აგვისტო 2026, 11:18
მსოფლიო
პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას
არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.
30 აგვისტო 2026, 11:12
რეგიონი
ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.
30 აგვისტო 2026, 11:11
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნის პარალელურად, ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს
მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ ყოფილი მინისტრი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფედოროვის დანიშვნა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს მრჩევლად მის ყოფილ თანამდებობასთან შეუთავსებელი არ არის.
30 აგვისტო 2026, 11:05
მსოფლიო
შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს
შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს. შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და ელჩს შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს.
30 აგვისტო 2026, 10:14
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ტიბეტში დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3044 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ამასთან, მაშველები მდინარის დონის აწევის გამო უფრო შემაღლებულ მაღალ ადგილებში გადავიდნენ. როგორც ცნობილია, პარასკევის შემდეგ სამაშველო ოპერაციები რამდენჯერმე შეჩერდა ცუდი ამინდის და საფრთხის გამო, რომ ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე ოთხშაბათს მყინვარის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ შესაძლოა ახალი წყალდიდობა გამოიწვიოს მას შემდეგ.
30 აგვისტო 2026, 09:46
რეგიონი
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 96-ე კმ-ზე - სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
30 აგვისტო 2026, 09:42
რეგიონი
საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 09:00 საათიდან უკვე აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეზღუდული იყო.
30 აგვისტო 2026, 09:39
მსოფლიო
ალექსანდრ სტუბი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს.
29 აგვისტო 2026, 22:03
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.
29 აგვისტო 2026, 21:31
სპორტი
ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
29 აგვისტო 2026, 21:01
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.


