თეა წულუკიანი: როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ, შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი ცოტა არ იყოს უხერხულია
თეა წულუკიანი
ფოტო: Facebook
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის იყო სამარცხვინოდ ნაწარმოები. ჩვენი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცება სტრასბურგში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 10 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მაშინდელი მთავარსარდლის ამ ბრძანების დედანი არ შეინახეს, ამიტომ მოიპოვეს დოკუმენტის ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. „10 აგვისტოს დილით ჯარი რა თქმა უნდა დაემორჩილა მთავარსარდალს. მთავარსარდლის ეს ბრძანება, დედანი არ შეინახეს, ალბათ ასე მოაწერა ხელი, თან არ ვიცი რაზე ფიქრობდა და მერე სადღაც გაიბნა თუ დაიკარგა. ეს ხომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა - რატომ? იმიტომ რომ ისინი ზედაპირულები იყვნენ და არა ის კორიფეები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, ამიტომ ჩვენ მოგვიწია, იმიტომ რომ სააკაშვილის ეს ბრძანება იყო ძალიან დიდი მტკიცებულება ჩემთვის, იმისათვის რომ რუსეთი რომელიც ამტკიცებდა, რომ შენ 10-ში კი არ შეწყვიტე ომი, არამედ შენ ომობდი 11-შიც, 12-შიც, ისკანდერი კი არ ჩამოვაგდე, მაგრამ გორში იმიტომ ვიყავი რომ შენ შენივე მოსახლეობას ებრძოდი და მე ვიცავდი, ამ დონის ცინიზმამდე ვიყავით, რომ რუსეთი გვიმტკიცებდა, რომ თქვენს მოსახლეობას მე ვიცავდი თქვენგანო. სტრასბურგშიც იმეორებდა და ეს გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი აცხადებს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ ქართველ სამოქალაქო პირებს მე ვიცავდიო, კი არ ვაწამებდიო. ამიტომ გვჭირდებოდა მთავარსარდლის ეს ბრძანება, რომ დოკუმენტურად დაგვემტკიცებინა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ.
დედანს რომ ვეძებდით, ვწვალობდით, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია სააკაშვილს კი არ ვიცავდით, ჩვენ ვიცავდით ჩვენი ჯარის სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მაგრამ მათ რაკი თვითონ არ აქვთ არანაირი ღირსება, თორემ როგორ შეიძლება, აღმაშენებლის ქვეყანაში, იმ ქალების და კაცების ქვეყანაში, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ მტერი რომ შემოდიოდა, თვითმფრინავის ხმაზე ძირს ფორთხვა დაიწყო. ჩვენ ეს სირცხვილი მან ხომ გვაჭამა და მართლა გვაჭამა ეს სირცხვილი. როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ და შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი ელემენტარულად ეს ცოტა არ იყოს უხერხულია, ამიტომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს დოკუმენტი ოღონდ ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ასლი თქვენ იცით არ არის მტკიცებულება და ჩვენ ასე ვთქვათ გამოვიყენეთ, საქმეს რომ აწარმოებ ყველა ხერხს მიმართავ, ამას ჰქვია საქმის დაცვის სტრატეგია და ტაქტიკა და ეს ასლი და პლიუს თვითონ სააკაშვილის ბრძანება, ალასანია იყენებდა ჩურკინთან პაექრობაში გაეროში და ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დავდეთ და ვთქვით, რომ ეს ასლი კი არის, მაგრამ ნამდვილად არსებობდა და ელჩი ალასანიას ვიდეო წარვადგინეთ, რომელიც ჩურკინს ამ ბრძანებას საყვედურობს და ეუბნება, რომ ჩვენ აღარ ვომობთ და რატომ აგრძლებ თავდასხმას, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მტკიცებულების ისტორია, ასე იყო თითოეულ მტკიცებულებაზე“, - იხსენებს თეა წულუკიანი.
რაც შეეხება ისკანდერის თემას, მისი თქმით, ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან. „თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ბრჭყალებში კორიფეები - დიდი ბურჯალიანები, დიდი გვარამიები და ასე შემდეგ, აგვისტოს ომი დასრულდა და ეს ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან. არც მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, არც ის გაფორმდა, რომ ერთი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან და დანარჩენი რაც დარჩა აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევები სად შეინახეს. როცა კორიფე იურისტი ხარ, ელემენტარული თემაა, რომ ეს ნამსხვრევები ამოიღო, დაალაგო და შეინახო, ეს არაფერი გაკეთებული არ იყო. პროკურატურასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდა ინსტიტუციური მეხსიერება ჩვენ მივმართავდით ყოფილ თანამშრომლებსაც, იმიტომ რომ ყოფილი თანამშრომლები იყვნენ სამშობლოს საჯარო მოხელეები, უბრალოდ ახლა სხვაგან არიან, ისინიც კი გვეხმარებოდნენ და როგორღაც ერთ მშვენიერ დღეს გათენდა ბედნიერი დღე და გვითხრეს, რომ მე მგონი ისკანდერის ნამსხვრევები, რაც საქართველოში შემორჩა, რომელიღაც ანგარში დაყარეს ესე უპატრონოდ. აი, იმ კორიფეებმა რომელიც სააკაშვილი კიევიდან ენაწყლიანობდა და გუშინ გვარამია ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაში. მათ სწორედ ეს ისკანდერები ასე დაყარეს, მაგრამ გარბოდნენ და დაყრიდნენ აბა რას იზამდნენ? მართლაც აღმოჩნდა, რომ ეს ისკანდერის ის ნამტვრევებია და ამით დავიწყეთ ჩვენ რუსეთის ცინიზმის გაბათილება სტრასბურგში, რომელიც ჩვენს მხარეს, იუსტიციის სამინისტროს, ასე ვიტყვი ნუ ეწყინებათ გოგო-ბიჭებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ამ საქმეს იქ იცავდნენ ეუბნებოდნენ, რომ ეს რაც თქვენ გაქვთ ეს ფოტოშოფია, ჩვენ ჰოლანდიელი ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზეც ვაპელირებდით და გვქონდა ჰოლანდიური დოკუმენტებიც, ისინი ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი თქვენ შეთანხმდით და ფოტოშოფია, დამონტაჟებულია - ამას სჭირდებოდა გაბათილება, რა არ უნდა აბსურდულადაც ჟღერდეს, მაგრამ სჭირდებოდა გაბათილება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საომარი მოქმედებები დასრულებული იყო, ამიტომ იყო სააკაშვილი ბრძანება 10 აგვისტოს გამომყავს ჯარი და შემდეგ ეს ისკანდერი, ეს იყო ჩვეულებრივი გამოცდა. „ამის შემდეგ ვეძებთ უკვე ისკანდერის იმ ნაწილს, რომელზეც სერია უნდა იყოს. დავით ბაქრაძეს ჩვენ ელჩს ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებში და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი მადლობა ასევე, რომლებიც დაგვეხმარნენ მოლაპარაკების წარმოებაში და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხელშეწყობით მოვიძიეთ და დავაბრუნეთ ეს 800 კგ ტვირთი საქართველოში. ამით დაინგრა მთლიანად რუსეთის ეს ნარატივი, რომ ისკანდერი გორში არ ჩამოვარდნილა და იმ ნოტაში, რომელიც მოყვა ამ ჭურვს თან იმიტომ, რომ უკან დაბრუნებისას რა თქმა უნდა, ჩვენ მიღება-ჩაბარება გავაფორმეთ, იქ წერია, რომ ეს არის ტვირთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, ამიტომ იმას ვერ იტყვიან, რომ გვქონდა და ვმალავდით. შესაბამისად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის იყო სამარცხვინოდ ნაწარმოები. ჩვენი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის სიმართლის და ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცება სტრასბურგში და ეს ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან, ოფიცრებმა ყველამ, რაც არ უნდა იყოს მათი ჩინი, რომ ჩვენ ვიბრძოდით მათი სიმართლის სამტკიცებლად და იმის საჩვენებლად, რომ დიახ სოფრომაძე აწამეს და მოკლეს, ანწუხელიძე აწამეს და მოკლეს სწორედ რუსებმა და არა ასე ვთქვათ ვიღაც წარმონაქმნებმა თვითაღიარებულმა და ხუბულური, რომელსაც უძახეს მოღალატე ხარო, სამაგალითოდ დასაჯეს და წაართვეს სიცოცხლე და არაერთი სამხედრო ტყვე, რომელიც აწამეს იმ 33 მოწმეს შორის იყო რომელიც ჩავიდა და სტრასბურგში მოსამართლეებს აძლევდა ჩვენებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავა, 2008 წლის ომზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 22:03
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს
ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო
უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.
28 ივლისი 2026, 21:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია
ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.
28 ივლისი 2026, 21:11
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
28 ივლისი 2026, 20:57
კულტურა
საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.
28 ივლისი 2026, 20:52
კულტურა
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.
28 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“
ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
28 ივლისი 2026, 20:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
28 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.
28 ივლისი 2026, 20:37
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო.
28 ივლისი 2026, 20:32
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს ხუთდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.
28 ივლისი 2026, 20:31
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
28 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ეროვნული ღირებულებების დასაცავად - სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.
28 ივლისი 2026, 20:21
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესს განაგრძობს. სამმართველომ ამ დრომდე უკვე ორასამდე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
28 ივლისი 2026, 20:17
მსოფლიო
Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა
ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
28 ივლისი 2026, 20:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 20:11
სამართალი
ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ეგრეთ წოდებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობდნენ, სისტემატურად მართავდნენ უკანონო „ქურდულ გარჩევებს“ და დაშინებისა თუ კრიმინალური გავლენის გამოყენებით სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


