თეა წულუკიანი: ცანცარები, როგორც ტელეფონით მართავდნენ ომს, ასე ჰქონდათ მტკიცებულებები, ომის არქივი შექმნილი, ანუ რეალურად არ ჰქონდათ
თეა წულუკიანი
ფოტო: არქივი
„სააკაშვილი მუდმივად შეშინებული კაცის პოზიციიდან ლაპარაკობს. რატომ და რისი ეშინია, ეს მან უნდა აგვიხსნას, იმიტომ რომ ფიქრობს, თუკი თავს დაგვესხმება, ამით საკუთარ სიმართლეს უკეთესად დაამტკიცებს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, წულუკიანის თქმით, 2013 წელს, როდესაც სასამართლომ თქვა, რომ დიდ პალატაში საქმის არსებით განხილვას იწყებს, რეალურად იყო მხოლოდ თინა ბურჯალიანისა და ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების, ადეიშვილის და სხვების მიერ დატოვებული ფაილი, საქმე აგვისტოს ომისა, სტრასბურგში გაგზავნილი, რომელშიც იდო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებები და ანგარიშები, ფოტომასალა და ვიდეომასალა, მეტი საერთოდ არაფერი. „მე მინდა ვთქვა ის, რაც გუშინ არ მინდოდა მეთქვა და ვფიქრობდი რომ ამ კალაპოტში არ წავიდოდა დისკუსია. როდესაც ჩვენ 2013 წელს სტრასბურგის სასამართლომ უკვე გვითხრა რომ იწყებს არსებით განხილვას დიდ პალატაში, რომელსაც საქმე გადაეცა 2012 წელს, ჩვენ რეალურად გვქონდა თინა ბურჯალიანისა და ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების, ადეიშვილის და სხვების მიერ დატოვებული ფაილი, საქმე აგვისტოს ომისა, სტრასბურგში გაგზავნილი, რომელშიც იდო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებები და ანგარიშები, ფოტომასალა და ვიდეომასალა, მეტი საერთოდ არაფერი.
აი, ასეთი საქმე დაგვიტოვეს და ჩვენ რეალურად მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას მოვანდომეთ ეს წლები. ასე რომ გაგრძელებულიყო, ეს საქმე დამთავრდებოდა რუსეთის გამარჯვებით. არა იმიტომ რომ რუსეთი მართალია საქართველოსთან, იმიტომ რომ როდესაც ჩივი, იქ უნდა მტკიცებულებები წარადგინო. მოსამართლე არ იწყებს შენ მაგივრად მტკიცებულებების მოძიებას, ის აფასებს იმას, რასაც შენ წარადგენ. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ასეთი კითხვები, თუ გვაქვს უფლება რომ თავლაფდასხმულ ჩვენს ყოფილ მთავარსარდალს, კითხვები ვაკადროთ და მის კორიფე იუსტიციის მინისტრებს, გვარამიას და სხვებს, რატომ არ იდო საქმეში. 2008 წლის აგვისტოში შევიდა სტრასბურგში ეს საქმე, მე მაშინ იქ ვმუშაობდი და ჩემი დარეგისტრირებულია ეს საქმე და ძალიან კარგად მახსოვს იმ დროს რა იდო საქმეში, თუმცა, ომიდან ახალგამოსულმა ქვეყანამ და სამინისტრომ იმ წუთში შეიძლება ვერ წარმოადგინოს მტკიცებულებები, მაგრამ რომ გადის 2008 წელიც, 2009-ც, 2010, 2011, 2012, ოქტომბრამდე, რეალურად არაფერი არ იყო გაკეთებული, ან ძალიან ცოტა. ყოველ შემთხვევაში არაფერი ისეთი, რაც გამარჯვებას მოუტანდა საქართველოს. კითხვები არის შემდეგი, რატომ არ წარადგინეს მტკიცებულებები” - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, საუბარია მატერიალურ მკტიცებულებებზე , მაგალითად, მოწმეთა ჩვენებებზე და სხვა. “რატომ მოუწია „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენს პროკურატურას, რომელმაც ტიტანური შრომა გასწია, ათასობით მოწმის დაკითხვა და ისე დაკითხვა, რომ ჟარგონზე გამომძიებლები ამას უწოდებენ „დამაგრებას სათანადოდ მტკიცებულების“, რომ ის წარდგენადი ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოში. ეს არ იყო გაკეთებული. ეს გაკეთდა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ათობით პროკურორისა და გამომძიებლის ტიტანური შრომის შედეგად. ამის შემდეგ ჩვენ 33 მოწმე წარვადგინეთ სტრასბურგის სასამართლოში. ისინი სტრასბურგში ბრძანდებოდნენ. ჩაბრძანდნენ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნენ დაკითხულნი, ვინაიდან მეორე მხრიდან რუსი სამხედროები იყვნენ რუსეთის წარმომადგენლები და ისინი კითხავდნენ ჩვენს მოწმეებს. მე მინდა მათ მივაგო პატივი დღეს, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ეს 33 მოწმე ნომრების მიხედვით არის ანონიმურად წარმოდგენილი, რომ მათ სიცოცხლეს მომავალში საფრთხე არ დაემუქროს.
მე ერთადერთი შემიძლია რომ ისინი იყვნენ ნამდვილი გმირები, შვილმკვდარი დედა, ერთ–ერთი, ასევე ხანდაზმული კაცები და ქალები, ვინც ომი თავის თვალით ნახა, სოფლებიდან ერედვი, კარბი, თორტიზა, გორიდანაც ასევე. და მათ რეალურად, ისე რომ არ იყვნენ იურისტები, ისე რომ არ იყვნენ ასე ვთქვათ, სასამართლო სხდომაზე ყოფნაში გაწაფულები, რეალურად აგეტირებოდათ იმხელა წინააღმდეგობა გაუწიეს პაექრობაში რუს სამხედრო იურისტებს და პროფესიონალებს. შესაბამისად, მათი გამარჯვებაა ეს და მე მაქვს კითხვა მანამდე რატომ არ გააკეთეს ეს კორიფე იურისტებმა ადეიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ასევე ჩვენ წარვადგინეთ რადარის მონაცემები. რატომ არ იყო რადარის მონაცემები წარდგენილი, ეს ხომ მათ ხელთ იყო. რადარის მონაცემები აჩვენებდა რომ რუსეთის თვითმფრინავის გარდა იმ დღეებში და შემდეგაც იმ სივრცეში არცერთი სხვა არ იყო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საუბარია არა მხოლოდ გორის დაბობმვაზე. „მხოლოდ რუსეთია ჰაერში. მეტი არავინ. ბომბავენ საქართველოს. ეს მაინც ხომ შეიძლებოდა რომ წარდგენილი ყოფილიყო 4 წლის განმავლობაში. ეს ჩვენ წარვადგინეთ. ასევე ჩვენ იმდენად აქტიურად გვებრძოდა რუსეთი სტრასბურგში. თითოეულ ჩვენ მიერ წარდგენილ მტკიცებულებას აყენებდა ეჭვქვეშ და ჩვენ გვიწევდა რა? ამ მტკიცებულებებზე, მაგალითად გამოვიდოდა და იტყოდა რომ ეს მტკიცებულება ყალბია. ნებისმიერ მტკიცებულებაზე ამბობდა რომ ეს ყალბია, და ჩვენ გვიწევდა თითოეული მტკიცებულების ექსპერტიზის ჩატარება, რომ დაგვემტკიცებინა, რომ ეს ავთენტურია. აი ამგვარი ქმედებების ჩატარება მანამდეც ხომ შეიძლებოდა?! ასევე ჩვენ სეისმური სადგურის მონაცემებიც კი წარვადგინეთ იმის დამადასტურებლად, რომ აფეთქებები ნამდვილად ხდებოდა და ამავე დროს რაკი რადარი აჩვენებდა რომ ჰაერში მხოლოდ რუსეთი იყო და სამხედრო ძალები და იქ სხვა არავინ არ იყო, ლოგიკურია, იმიტომ რომ იყო იქ ასევე ცინიკური მცდელობა, რომ უბრალოდ დავფრინავდით ჰაერში, ამიტომ მოგვიწია ბალისტიკური, სეისმური მონაცემების ექსპერტიზის წარდგენა და ამაში სეისმური სადგურების როლიც არის ძალიან დიდი. ამ ყველაფრის გაკეთება 4 წლის მანძილზე ხომ შეიძლებოდა?! არაფერი არ იყო გაკეთებული, უფრო მეტიც, დღეს რაკი ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შეიძლება ითქვას, ვინაიდან ნაცები თუ რაც ჰქვიათ, ზედმეტად ენაწყლიანები აღმოჩნდნენ გუშინ. იმდენად ცანცარულად, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, ძალიან ბევრი ვიფიქრე რა სიტყვა შეიძლება გამოიყენო ადამიანმა, აი ცანცარები, როგორც ტელეფონით მართავდნენ ომს, ასე ჰქონდათ მტკიცებულებები, ომის არქივი შექმნილი. ანუ რეალურად არ ჰქონდათ. ელემენტარულია, როდესაც შენ თავს გესხმიან და აწარმოებ ომს, რომ პარალელურად შტაბში ვიღაცა ზის და ამ ყველაფერს აღნუსხავს და დოკუმენტირებას აკეთებს. არაფერი გაკეთებული არ იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი იმ ენაწყლიანი ჩვენი მფორთხავი მთავარსარდლის ბრძანება 10 აგვისტოს გამოსცა მან ეს ბრძანება და ჩვენს ჯარს უბრძანა რომ გამოდით კონფლიქტის საომარი არეალიდანო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავა, 2008 წლის ომზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 22:39
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი“ სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.
28 ივლისი 2026, 22:03
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს
ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
28 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო
უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.
28 ივლისი 2026, 21:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია
ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.
28 ივლისი 2026, 21:11
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
28 ივლისი 2026, 20:57
კულტურა
საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.
28 ივლისი 2026, 20:52
კულტურა
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.
28 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“
ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
28 ივლისი 2026, 20:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
28 ივლისი 2026, 20:37
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო.
28 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.
28 ივლისი 2026, 20:32
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს ხუთდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.
28 ივლისი 2026, 20:31
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
28 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ეროვნული ღირებულებების დასაცავად - სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.
28 ივლისი 2026, 20:21
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესს განაგრძობს. სამმართველომ ამ დრომდე უკვე ორასამდე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
28 ივლისი 2026, 20:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 20:17
მსოფლიო
Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა
ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.


