27 იანვარი 2021, 01:04 / სანდო წყარო

ბუბა ხოტივარი: არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“ - რევოლუცია ყველგან, ყველა ეპოქაში უბედურებით მთავრდება

ბუბა ხოტივარი

ბუბა ხოტივარი

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აღარავინ ამბობს: „მეც იქ ვიყავი“. ყველა მალავს. ყველას რცხვენია იმ რევოლუციის. მხოლოდ რამდენიმე ღირსეული ადამიანი ვიცი, რომელმაც აღიარა, რომ შეცდა. არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.

„საზოგადოებაში ღირსება რომ არსებობს, სწორედ ამიტომაა, რომ ოპოზიცია ფართხალებს. ეს საცოდაობაა და ესაა უბედური ხალხი, რომელიც ჩიხშია. ოპოზიციის მდგომარეობა იმას ჰგავს, ჭაობში რომ ხარ და ყოველი მოძრაობა გძირავს. რა ქნან, აღარ იციან, რადგან ყველაფერი წააგეს და ყველაფერზე უარს ამბობენ. სამწუხაროდ, საქართველოში სერიოზული ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა. იმედია, კონსტრუქციული ოპოზიცია ჩამოყალიბდება, თორემ ეს რა ოპოზიციაა? ეს კომედიაა. დააკვირდით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აღარავინ ამბობს: „მეც იქ ვიყავი“. ყველა მალავს. ყველას რცხვენია იმ რევოლუციის. მხოლოდ რამდენიმე ღირსეული ადამიანი ვიცი, რომელმაც აღიარა, რომ შეცდა. არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“. რევოლუცია ყველგან, ყველა ეპოქაში უბედურებით მთავრდება. რაც არ უნდა აღგზნებული და კეთილგანწყობილი ლიდერები ჰყავდეს, ეს ლიდერები იღუპებიან და ქვეყანა ნაძირლების ხელში ვარდება - გამონაკლისის გარეშე. ესაა უბედური ხალხი, რომელიც ვეღარც უკან დახევას ბედავს. სულ იტყუებიან. ჩემი პროფესიის ხალხი ძალიან კარგად ვხედავთ, ვინ იტყუება. ჩვენ მსახიობებთან ვმუშაობთ და მათ ვასწავლით, როდის რა გამომეტყველება ჰქონდეთ. ნიჭიერი მსახიობები ძალიან კარგად ითვისებენ ამას. ჩვენს ოპოზიციას ძალიან კარგად ეტყობა, რომ ძალიან ცუდ დღეში არიან. ხალხი ელოდება, როდის დაიწყებს მუშაობას. რა რევოლუცია? რევოლუცია რომ უხსენო, შეიძლება, ძალიან სერიოზულად დაგიპირისპირდებიან. ხელისუფლებამ თავის უწყებაში უნდა ჩაატაროს რეორგანიზაცია. არ უნდა დავწყნარდეთ იმით, რომ მათ 5% აქვთ. რევოლუცია ათასნაირია. შეიძლება, ოპოზიცია რაღაც გადატრიალებაზე წავიდეს. მართლა კედელთან არიან მიყენებულები. შეიძლება, შიგნიდან დაიწყონ ქვეყნის აფეთქება. 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხალხი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვიცოდით, რომ საქართველო გადასარჩენი იყო. დღესაც იგივე მდგომარეობაა. იცოდეთ, რომ საქართველო არასდროს ასეთი შეკრული არ ყოფილა, როგორც დღეს. ამიტომ კივის ოპოზიცია“ - განაცხადა ბუბა ხოტივარმა.

ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციამ რევოლუციისკენ მოწოდებები კვლავ გაააქტიურა. ისინი პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. რევოლუციური სცენარისა და „ცხელი გაზაფხულის“ დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას გეგმავენ.

ყველა სიახლე

14 იანვარი 2025, 09:47

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში კალანდობა აღნიშნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდობა აღნიშნეს.

დონალდ ტრამპი

14 იანვარი 2025, 09:43

მსოფლიო

Fox News: ტრამპის თანამოაზრეებმა კონგრესში გრენლანდიის ყიდვის კანონპროექტი წარადგინეს

„რესპუბლიკური“ პარტიის კონგრესმენების ჯგუფმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მიერ გრენლანდიის ყიდვას გულისხმობს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

14 იანვარი 2025, 09:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 იანვარს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გივი მიქანაძე

14 იანვარი 2025, 09:21

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ინფორმაცია მივაწოდოთ ჩატარებული არჩევნების შესახებ, ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევებთან დაკავშირებით

გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ინფორმაცია მივაწოდოთ ჩატარებული არჩევნების შესახებ, ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევებთან დაკავშირებითაც, რომელსაც მათ შორის ახორციელებდნენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები

14 იანვარი 2025, 09:08

მსოფლიო

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ ნომინანტების გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტების გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო. ცერემონია მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა ჰოლივუდში შექმნილი სტიქიური ვითარების გათვალისწინებით, ის ჯერ 19 იანვრისთვის გადაიტანეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ნომინანტებს 23 იანვარს დაასახელებენ.

14 იანვარი 2025, 09:01

მსოფლიო

ხანძრის ფონზე ლოს-ანჯელესში მაროდიორობის ფაქტები გამოვლინდა

გამანადგურებელი ხანძრის ფონზე ლოს-ანჯელესში მაროდიორობის ფაქტები გამოვლინდა. ინფორმაციას Fox News-ი ქალაქის საოლქო პროკურორზე ნათან ჰოჰმანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

14 იანვარი 2025, 08:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პიროტექნიკიდან ფურთხებაზე რომ გადადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო ფაზაში არიან

როცა უკვე პიროტექნიკიდან ფურთხებაზე გადადის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო ფაზაში არიან, შესაბამისად მალე აღარ ექნებათ პოლიტიკური სარბიელი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

გივი მიქანაძე

14 იანვარი 2025, 08:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ იმ დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ - საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიცირდება, არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა

2025 წლის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიცირდება არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, - მისი თქმით, თავის დროზე ამის საშუალება კოჰაბიტაციის რეჟიმმა არ მისცა, თუმცა ამჯერად, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა აღსრულდება.

14 იანვარი 2025, 08:35

სამართალი

ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე, „დროას” აქტივისტი, მარიამ სიჭინავა დააკავეს

ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე, „დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს. მან პოლიციის გაფრთხილების მოუხედავად, პიროტექნიკა გამოიყენა. აქციაზე იმყოფებოდა „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაც, რომელმაც პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, სპეციალური სტიკერები გააკრა

14 იანვარი 2025, 08:31

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაბინავება, რომლებიც აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში ცხოვრობდნენ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაბინავება და ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა.

14 იანვარი 2025, 08:20

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: უბედური შემთხვევა მოხდა, სავარაუდოდ საუბარია გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში, ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა

უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზები ალბათ გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება, რომ დაზუსტებით ვთქვათ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

არჩილ გორდულაძე

14 იანვარი 2025, 08:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიძიოთ ყველაფერი, რაც სისხლიანი, მწამებლური რეჟიმის შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა

ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიძიოთ თითოეული ის საკითხი, რომელიც სისხლიანი, მწამებლური რეჟიმის შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.

14 იანვარი 2025, 08:04

სამართალი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ვიზიტს მონიტორინგის ხასიათი ექნება, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში პერიოდულად ხორციელდება.

ჯო ბაიდენი

14 იანვარი 2025, 03:06

მსოფლიო

ბაიდენი: როდესაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ფიქრობდა, რომ რამდენიმე დღეში აიღებდა კიევს, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ კიევის ცენტრში მე გამოვჩნდი და არა ის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინისა და მთლიანად დასავლეთის წინააღმდეგ ჩავარდა.

ლევან მგალობლიშვილი
მიხეილ სარჯველაძე

14 იანვარი 2025, 02:52

პოლიტიკა

ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მიხეილ სარჯველაძემ და ლევან მგალობლიშვილმა კლინიკაში მოინახულეს

ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა კლინიკაში მოინახულეს.

14 იანვარი 2025, 02:01

საზოგადოება

ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ინფორმაცია Imedinews-ს საგანგებლო სიტუაციების სამსახურმა დაუდასტურა.

ხვიჩა კვარაცხელია

14 იანვარი 2025, 01:04

სპორტი

ფაბრიციო რომანო: „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან გარიგების დადებასთან ახლოს არის

„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან გარიგების დადებასთან ახლოს არის, - დაწერა სოციალურ მედიაში გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

მარკ რუტე

14 იანვარი 2025, 00:38

მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი: თუ თავდაცვითი ხარჯები არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა მოუწევთ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავისი ხარჯების პრიორიტეტებს თავდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად.

ირაკლი კობახიძე

14 იანვარი 2025, 00:31

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ირაკლი კობახიძე ეხმიანება

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმიანება.

მიხეილ ყაველაშვილი

14 იანვარი 2025, 00:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.