imedi /  29 იანვარი 2021, 19:30 / სანდო წყარო

ალექსანდრე რაქვიაშვილი ISFED-ზე: ღიად რჩება კითხვა, რამხელა გავლენა იქონია დაუბალანსებელმა ოქმებმა საბოლოო შედეგზე

ალექსანდრე რაქვიაშვილი

ალექსანდრე რაქვიაშვილი

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ყურადღება გაამახვილა დაუბალანსებელი ოქმების სიმრავლეზე, თუმცა ღიად რჩება კითხვა, რამხელა გავლენა იქონია ამან საბოლოო შედეგზე, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ყველა თანხმდება, რომ არჩევნებზე დარღვევები იყო, თუმცა ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს ამ დარღვევების მასშტაბი და მათი გავლენა საბოლოო შედეგზე.

„განცხადებიდან მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, არის ის, რომ გაურკვევლობა რაღაცნაირად დასრულდეს. ეს უფრო ვრცელი აღწერაა იმ შედეგების, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო. გადაამოწმეს და დაზუსტებული ინფორმაცია მოგვაწოდეს. არამგონია, პრინციპულად შეიცვალოს ის სიტუაცია, რაც ვიცით. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ძალიან ბევრი დაუბალანსებელი ოქმი და ბევრი შეცდომა იყო, რაც ეჭვებს აჩენდა. ზოგადად, ლეგიტიმურობის კითხვა იმიტომ გაჩნდა, რომ არჩევნები მართლაც ცუდად ჩატარდა. გასაკვირი არ არის, რომ ცესკოსთან პატარა სხვაობა დაჯდა. „ქართული ოცნებისთვის“ „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნაში უფრო პრობლემურია ის, რომ ორგანიზაციამ მორიგ ჯერზე ყურადღება გაამახვილა დაუბალანსებელი ოქმების სიმრავლეზე, თუმცა ღიად რჩება კითხვა, რამხელა გავლენა იქონია ამან საბოლოო შედეგზე. უნდა შევწყვიტოთ გაბუტებული ხალხის პოლიტიკური თამაში და დავიწყოთ მართლა არგუმენტირებული მსჯელობა. მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, შეიძლება ვიღაცამ დაიჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, ვიღაცამ დაიჯერა, რომ არ გაყალბდა, მაგრამ პარტნიორებს, ელჩებს ხომ უნდა დავუმტკიცოთ რაღაც“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიციამ ვერ შეაგროვა ისეთი ხარისხის მტკიცებულება, რაც მათ შორის ჩვენს ფასილიტატორებს ცალსახად დააჯერებდა.

„არავის არ უნდა იმის დამტკიცება, რომ დარღვევები იყო, ყველა ვთანხმდებით ამაში. „ქართული ოცნებაც“ თანხმდება ამაზე, უბრალოდ ჩვენ ვცდებით მასშტაბზე. როგორი იყო მასშტაბი და რა გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე, ეს დასამტკიცებელია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში ცდომილების მაჩვენებელს გადახედა. წინა ანგარიშის თანახმად, ISFED-ი საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსზე საუბრობდა, ხელახალი დათვლით ორგანიზაციის მონაცემები ცესკოს ოფიციალურ ციფრებს დაუხალოვდა. თუმცა, დღეს პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა, რაც კითხვებს აჩენს.

ყველა სიახლე

18 აგვისტო 2026, 09:31

მსოფლიო

მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქდა

მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქდა. ობიექტი ეროვნული არმიის სისტემებმა დააფიქსირეს. ინციდენტი მოლდოვის საგარეო უწყებამ დაგმო. თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება თუ რა ტიპის მოწყობილობამ დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე. მიმდინარეობს გამოძიება.

ლევან მახაშვილი

18 აგვისტო 2026, 09:22

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ეს ემსახურება ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ქვეყანაში არ იყოს განვითარება, თუკი რაიმე პერსპექტივა გაჩნდება ქვეყნის გაერთიანების, საძირკველშივე ეს პერსპექტივა იყოს ჩაკლული

წლების და ათწლეულების განმავლობაში ვხედავთ ამ ძალის მხრიდან ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. თუმცა, მათი მხრიდანაც კი სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელია იმ ტიპის მოღალატეობრივი განცხადებები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, - ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

გიორგი ვოლსკი

18 აგვისტო 2026, 09:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რომლის დანიშნულება საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნაა

ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. რასაკვირველია, თუ თავს გაიმართლებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვათ ვიფიქროთ, რომ მას სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აფხაზეთი, როგორც ტრავმული მეხსიერება ისე მოიხსენია და ამ საკითხზე საუბრისას ფაშინიანის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც მისივე თქმით ყარაბაღის ტერიტორია დათმო.

18 აგვისტო 2026, 09:01

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 28-დან 33 გრადუსამდე იქნება.

ემანუელ მაკრონი

18 აგვისტო 2026, 01:12

მსოფლიო

მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ილაპარაკა და საზოგადოებას ევროპული პროექტის მიმართ ნდობისკენ მოუწოდა.

18 აგვისტო 2026, 01:03

მსოფლიო

ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“, თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.

17 აგვისტო 2026, 22:39

რეგიონი

დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა. მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 22:28

მსოფლიო

ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 22:02

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ

60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.

17 აგვისტო 2026, 21:49

კულტურა

19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.

17 აგვისტო 2026, 21:37

მსოფლიო

Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება

როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.

17 აგვისტო 2026, 21:34

სპორტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.

17 აგვისტო 2026, 21:19

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.

ანდრის კულბერგსი

17 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ

როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.

17 აგვისტო 2026, 21:00

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს

ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.

17 აგვისტო 2026, 20:52

ეკონომიკა

უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.

17 აგვისტო 2026, 20:40

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აგვისტო 2026, 20:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.

17 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.