მიხეილ სარჯველაძე: ენმ მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვის თავის სამშობლოსა და ისტორიას
მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მიხეილ სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიება დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა კითხვას პასუხს გასცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
„თუმცა, ვიდრე ეს კონკრეტული სისხლის სამართლის დასასრულამდე მივა, ჩვენ, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოება, საკუთარი თვალით ვხედავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შურისძიების თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ჩვენი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას თითქოს გარეჯი საქართველო არ არის. მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორც მძაფრი და უკომპრომისოც არ უნდა იყოს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირება, ყოველთვის არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი საკითხები, რომელთა ირგვლივაც საზოგადოების ეროვნული ერთსულოვნება ამ სახელმწიფოს არსებობის საძირკველს წარმოადგენს. ჩვენ თვალწინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, მმართველი პარტია ამის ნებას არავის მისცემს, პოლიტიკური და საჯარო პირების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქართულ სახელმწიფოს. სარჯველაძე პოლიტიკოსებს ასეთი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ყველა სიახლე
20 ივლისი 2026, 18:19
მსოფლიო
CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს
აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს, - წერს ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი.
20 ივლისი 2026, 18:08
მსოფლიო
CNN: ირანი აჩვენებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს აშშ-ის იერიშებს და საპასუხოდ მომაკვდინებელი დარტყმები მიაყენოს
იმის ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო და სარაკეტო იერიშების გაცვლა უკვე მეცხრე ღამეა გრძელდება, თეირანი ამტკიცებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს ვაშინგტონის სამხედრო ძალას და საპასუხოდ ისეთივე მომაკვდინებელი პასუხი გასცეს, როგორიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ომის საწყისი დღეების მერე აღარ უნახავთ, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
20 ივლისი 2026, 18:06
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირზე: მათ აქვთ მუდმივი შიში რუსეთთან მიმართებაში და ცხადია აწყობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდეს ისევ უკრაინაში, ვიდრე რუსეთმა მათთვის „მოიცალოს“
„ამჟამად აშშ შეიძლება მოიაზრებოდეს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია, სერიოზულად მიაღწიოს გარკვეულ ნაბიჯებს რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ თუ აშშ ცალმხრივად იქნება ჩართული უფრო ირანისკენ და იქნება უფრო ორიენტირებული, ორ დიპლომატიურ ფრონტზე, ორ განსხვავებულ მიმართულებაზე ერთდროულად გამარჯვების მიღწევა მას გაუჭირდება, თან თუ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, არის მესამე მხარე, ევროკავშირი, რომელიც სხვა კუთხით უყურებს ყველაფერს, რაც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ხდება.
20 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: იმ მაგისტრალების განვითარება, რომლებიც მნიშვნელოვანია დაკავშრებადობის თვალსაზრისით, მიდის იქამდე, რომ ახალი მიზიდულობის კერა გაჩნდეს საქართველოში და არა მარტო ნავთობსადენები და გაზსადენები იყოს ინტერესი, არამედ როგორც სატრანსპორტო ღერძი, როგორც ავტომანქანების, ასევე რკინიგზის
ნებისმიერ შემთხვევაში იმ მაგისტრალების განვითარება, რომლებიც მნიშვნელოვანია დაკავშრებადობის თვალსაზრისით, მიდის იქამდე, რომ ახალი მიზიდულობის კერა გაჩნდეს საქართველოში და არა მარტო ნავთობსადენები და გაზსადენები იყოს ინტერესი, არამედ როგორც სატრანსპორტო ღერძი, როგორც ავტომანქანების, ასევე რკინიგზის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
20 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ზვიად შალამბერიძემ.
20 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ
დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენს და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ.
20 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია ძალიან პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან. ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია
როგორც აღნიშნეთ, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ დონალდ ტრამპის წერილთან დაკავშირებით რადიკალების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.
20 ივლისი 2026, 17:36
სამართალი
დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
20 ივლისი 2026, 17:25
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა.
20 ივლისი 2026, 17:24
რეგიონი
ცოტნე ანანიძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის, პაველ განცარჟის ხელმძღვანელობით ჩამოსულ 26-წევრიან დელეგაციას უმასპინძლა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა სავოევოდოს მარშალის, პაველ განცარჟის ხელმძღვანელობით.
20 ივლისი 2026, 17:21
კულტურა
ფილმის „შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა
თრეილერიდან ასევე გაირკვა, რომ ფილმის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება.
20 ივლისი 2026, 17:17
სამართალი
სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისთვის თამარ ჩერგოლეიშვილმა მიმართა. ბალაბანოვმა ჩადენილი კანონდარღვევა აღიარა. მოსამართლემ მას მინიმალური, 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
20 ივლისი 2026, 17:12
სამართალი
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე ცისანა მინდიაშვილი 1 500 ლარით დაჯარიმდა
საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე ცისანა მინდიაშვილი 1500 ლარით დააჯარიმა.
20 ივლისი 2026, 17:00
მსოფლიო
ესმაილ ბაღაის განცხადებით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლების მეშვეობით დიპლომატიური კომუნიკაცია გრძელდება
„ჩვენ მივიღეთ წინადადებები შუამავლების მეშვეობით, თუმცა ამ ეტაპზე მათ დეტალებს არ განვიხილავთ. სანამ ჩვენი შეიარაღებული ძალები მტკიცედ და გადამწყვეტად პასუხობენ ამერიკულ აგრესიას, დიპლომატიამ სრულად იცის თავისი მოვალეობები და ძალისხმევას არ იშურებს მათ შესასრულებლად“, - განაცხადა მან.
20 ივლისი 2026, 16:33
რეგიონი
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონს ახალი მენეჯერი ჰყავს
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა კომპანიის გურიის რეგიონის ახალი მენეჯერი, ივანე ტაბატაძე, თანამშრომლებს წარუდგინეს.
20 ივლისი 2026, 16:21
ეკონომიკა
დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა
„გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას, ასევე ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
20 ივლისი 2026, 16:00
რეგიონი
აჭარის რეგიონი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს
აჭარის რეგიონი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 15:47
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ეს ხალხი რაც უფრო მეტად გამოაჩენს თავს, მით უფრო მეტად დარწმუნდებიან საქართველოში, თუ ვისთან გვქონია საქმე და ვის ვებრძოდით როგორც ამ ქვეყანაში, ასევე მათ პატრონებთან უცხოეთში
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის ფაქტს.
20 ივლისი 2026, 15:32
მსოფლიო
ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა
„მისმა უდიდებულესობამ მიიღო პარლამენტის წევრი ენდრიუ ბერნემი და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება სთხოვა. ბერნემმა მიიღო მეფის წინადადება და პრემიერ-მინისტრად და ხაზინის პირველ ლორდად დანიშვნის ნიშნად მონარქს ხელი ეამბორა“, - აღნიშნულია სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 ივლისი 2026, 15:24
სამართალი
თელავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულს ბრალი 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება - პროკურატურა გირაოს ითხოვს
თელავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, რომ დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.


